x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134508
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508562
კავკასიური იოგა
კავკასიური იოგა

"საქართველოს მთებში იყო საკრალური ცოდნა, იმაზე მეტი, ვიდრე ტიბეტში, რადგან სწორედ ტიბეტელმა ლამებმა გამოაგზავნეს ცოდნის ასამაღლებლად გრაფი ვალევსკი ჩვენთან. ჩვენმა განდობილებმა ადამიანისა და უჯრედის აგებულება დეტალურად იცოდნენ, ყველა ასპექტში. რაც მთავარია, იცოდნენ ტვინში ეპიფიზი-ჰიპოფიზის ანუ გირჩისებრი ჯირკვლის აგებულება, დანიშნულება და მისი ფუნქციები, რისი შესწავლაც მეცნიერებმა მხოლოდ 1990 წლიდან დაიწყეს (სხვათაშორის ეს ცოდნა შუმერებსაც გააჩნდათ). ეს ცოდნა კი გრაფმა ვალევსკიმ სვანეთში 1920-1922 წლებში მიიღო.


კავკასიური იოგა

ფარაონი მიკერინოსი (მენკაურა) და მისი ოჯახი ცილინდრებით ხელში



რაც შეეხება ფარაონების ცილინდრებს, მათს დანიშნულებაზე ეგვიპტოლოგებს ათასი ვერსია ჰქონდათ, მაგრამ საბოლოოდ ვერ ადგენდნენ თუ რას წარმოადგენდა ეს ცილინდრები, რომლებიც უამრავ ქანდაკებასა თუ ნახატებში ფარაონებს ეკავათ ხელში. მხოლოდ გრაფ ვალევსკის წიგნშია აღწერილი მათი დანიშნულება, დამზადების ხერხი და უამრავი საკრალური ცოდნა, როგორიცაა მაგალითად: ოთხი სტიქიით ნათლობა, ანტიგრავიტაცია, ლევიტაცია, მეტაბოლიზმის კონტროლი, მაგია, სხვადასხვა თერაპია, ოკულტიზმი, ადამიანის სამშვინველის კვლევა, სხვადასხვა უძველესი სიმბოლიკა და ა.შ. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ცივილიზაციის აკვანი არის კავკასია - საქართველო. აქ იყო ის თავდაპირველი "ღვთიური" ცოდნა და აქედან გავრცელდა მსოფლიოში.


"ფარაონების ცილინდრები"


"კავკასიური იოგა - სიცოცხლისა და სიკვდილის წიგნი" გრაფმა ვალევსკიმ გამოსცა. წიგნში რაც წერია, მან ყველაფერი 1920-1922 წლებში სვანი განდობილებისგან ჩაიწერა. იგი ორი წელი იმყოფებოდა მთებში და სვანებს დაჰპირდა, რომ სხვას ამ ცოდნას არ გაუმხელდა. გრაფი ვალევსკი ნიუ-იორკში ცხოვრობდა, სადაც მაღაზიას ფლობდა და ანტიკვარიატით ვაჭრობდა, ამიტომაც უწევდა ხშირი მოგზაურობა და ამავდროულად იოგით იყო დაკავებული. ის ტიბეტში ჩავდა ცოდნის ასამაღლებლად, ხოლო იქიდან თავად ტიბეტელმა ლამებმა გამოაგზავნეს კავკასიაში, რათა იოგას მიმართულებით ცოდნა აემაღლებინა. მატერიალური და არამატერიალური საგანძურიც სვანეთში, ხევსურეთში და საერთოდ, ჩვენს მთებში ათასწლეულების განმავლობაში ინახებოდა.


კავკასიური იოგა - ავტორი გრაფი ვალევსკი


არ ვიცი, სვან განდობილებს როგორ მოაწონა თავი გრაფმა, მაგრამ მათთან ნდობაში შევიდა და მათ კავკასიური იოგას შესახებ ყველაფერი გაანდეს. გრაფი ვალევსკი (Count Stefan Collona Walewski) წავიდა ნიუ-იორკში და 1922 წლიდან 1956 წლამდე პირობა მართლაც შეასრულა - ყველაფერს საიდუმლოდ ინახავდა, 1956 წელს კი წიგნი დახლებზე გამოჩნდა. არსებობს ორი ვერსია: ჯერ წიგნი დაბეჭდა და სამ დღეში გარდაიცვალა, ან ჯერ გარდაიცვალა და შემდეგ გამოქვეყნდა მისი წიგნი. მოკლედ, ეს წიგნი სიცოცხლის ფასად დაუჯდა და წიგნსაც ასე ჰქვია - "სიკვდილისა და სიცოცხლის წიგნი". თანამედროვე მეცნიერებას ჯერ კიდევ არ აქვს გაშიფრული ის, რაც ამ წიგნში წერია. წიგნის დასასრულს წერია, რომ მეორე ნაწილიც დაიბეჭდებოდა და სავარაუდოდ მისი გარდაცვალებაც შესაძლოა ამ მეორე ნაწილის მოპარვას უკავშირდებოდეს.


"კავკასიური იოგა" - მთარგმნელი კახაბერ ჭიღლაძე


საქართველოში სვანეთის გარდა ასევე იყო ცოდნა საქართველოს აღმოსალეთ მთიანეთშიც. ბორჯომში ცხოვრობდა ერთი მოხუცი ქალბატონი, რომელსაც ვითომ შემთხვევით მიაგნეს 1980-იან წლებში რუსმა მეცნიერებმა, უფრო სწორად, სპეცსამსახურის წარმომადგენლებმა, რუსმა მეცნიერმა, ეგვიპტოლოგმა და ფიზიკოსმა ბორის კოპტუნმა ხელში ჩაიგდო ხელნაწერები. როგორც ჩანს გრაფი ვალევსკი ამ ცოდნას საქართველოში რომ აგროვებდა ბორჯომშიც მოხვდა და ერთ-ერთ სახლშიც ცხოვრობდა, ამიტომაც აღმოჩნდა იქ ხელნაწერები და ისინი რუსებმა წაიღეს.


count stefan colonna walewski


კავკასიური იოგადან ერთი რამ არის მიშვნელოვანი, მხოლოდ ტუტანხამონი კი არა, ძალიან ბევრი ფარაონი გამოხატულია საზეიმო ფორმაში და ხელში ცილინდრები უჭირავთ. ეგვიპტოლოგები ვერ არკვევდნენ რა იყო ეს ცილინდრები და რა დანიშნულება ჰქონდათ მათ, ვალევსკის წიგნში კი ყოველივე ეს დეტალურადაა აღწერილი. კოფტუნმა თავის სპეცსამსახურის თანამშრომლებთან ერთად ჩაატარა მრავალი ექსპერიმენტი, დაამზადა ცილინდრები და მას დღეს მოსკოვში 200 დოლარად ყიდიან. ეს არის ლითოთერაპიის ერთ-ერთი ნაწილი. ცილინდრებიდან ერთ-ერთი უნდა იყოს დამზადებული სპილენძისგან - მზის, ხოლო მეორე ცინკის - მთვარის ცილინდრი. მზისაში არის ნახშირი, ხოლო მთვარისაში - მაგნიტი. მთვარის მარცხენა ხელში უნდა დაიკავო, ხოლო მზის - მარჯვენაში და სახით მზის მიმართულებით დადგე. ზუსტად ასეთ პოზაში არიან გამოსახული ფარაონები, ზოგჯერ თავიანთ ოჯახის წევრებთან ერთადაც.


ფარაონ პეპი მეორის ცილინდრები


ასე ასრულებენ იმ ვარჯიშს, რომელიც დეტალურადაა მოცემული კავკასიურ იოგაში. ეს ვარჯიში სიცოცხლეს ახანგრძლივებს და შინაგანი ორგანოების ჰარმონიულ მუშაობას უწყობს ხელს. ყველაფერი მოწმობს, რომ ეს ცოდნა ფარაონებს პროტოქართველებისგან ჰქონდათ მიღებული. არცერთი ფარაონი არ ჩამოსულა სვანეთში და მოსახლეობისთვის ეს არ უსწავლებია. პირიქით, პროტოქართველებმა გაიტანეს ეს ცოდნა. ფარაონები იყენებდნენ ამას და როგორც ცნობილია ჩვეულებრივ ხალხზე ორჯერ მეტხანს ცოცხლობდნენ. სვანები და მთელი ჩვენი მთის ხალხიც ძალიან დიდხანს ცოცხლობდნენ იმ დროშიც კი, როდესაც დედამიწაზე სიცოცხლის ხანგრძლივობა საკმაოდ დაბალი იყო მთელ მსოფლიოში.


ფარაონ პეპი პირველის ცილინდრი. დამზადებული დაახლოებით ძვ.წ. 2300 წელს


მე როდესაც გრაფი ვალევსკის წიგნი ვთარგმნე, ერთ-ერთი მოხუცი ხევსური დამიკავშირდა, თბილისში უნდა ცამოვიდე და გნახოო. მან მითხრა, ამ წიგნში რაც წერია, მე ყველაფერი ჩემი წინაპრებისგან ვიციო. ხევსურეთში ყველაფერი ზეპირად იცოდნენ. ასევე იყო სვანეთშიც. ასე რომ ჩვენ, ქართველებმა უნდა აღვიდგინოთ ჩვენი საკრალური ცოდნა და განვახორციელოთ პრაქტიკაში, გამოვიყენოთ ყოველდღიურ ცხოვრებაში. რაც უფრო მეტი ფიზიკურად ჯანმრთელი, ფსიქიკურად გაწონასწორებული, სულიერად ამაღლებული და მაღალი ინტელექტის მქონე ადამიანი გვეყოლება, მით უფრო გაუმჯობესდება ქვეყნის მდგომარეობა, რაც ასე ძალიან სჭირდება საქართველოს." აცხადებს მკვლევარი კახაბერ ჭიღლაძე, რომელმაც თარგმნა გრაფ სტეფან კოლონა ვალევსკის წიგნი - "კავკასიური იოგას სისტემა" ან "კავკასიური იოგა - სიცოცხლისა და სიკვდილის წიგნი". (იხ. წყარო)


თუ გნებავთ ამ წიგნის ინგლისური PDF-ვერსია შეგიძლიათ გადახვიდეთ მოცემულ ბმულზე და გადმოიწეროთ, სტატიის ქვემოთ ნახავთ პდფ-ვერსიის გადმოწერის ღილაკს - (Caucasian Yoga)



ასევე დაგაინტერესებთ:

1. საქართველო - ღვინის სამშობლო (+63 სტატია საქართველოს ისტორიის და კულტურის შესახებ)

2. პირველი ევრაზიელი ადამიანები საქართველოში ცხოვრობდნენ

3. საქართველო - მეფუტკრეობის სამშობლო

4. საქართველო - კერვის და ქსოვის ტექნოლოგიის სამშობლო

5. საქართველოში გავრცელებული დინოზავრები

6. დავით აღმაშენებელი და ჯვაროსნები

7. როსტოვში პროტოქართველთა სამარხი აღმოაჩინეს

8. საქართველო - ოქროს მოპოვების სამშობლო

9. ერექტუსები, ნეანდერტალელები და საპიენსები საქართველოში

10. კოლხური ხარები - ხალკოტავრები

11. ძველი ეგვიპტელები და პროტოქართველები

12. ქართული მითოლოგია - დობილნი

13. ქართული მითოლოგია - ყურშა

14. არუხლო - დიდი აღმოჩენა საქართველოში

15. ქართული წარმართული კოსმოგონია



ავტორი: თორნიკე ფხალაძე


3
2036
4-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
Mediator image
2036
  
2019, 26 ოქტომბერი, 10:34
როგორ შრიძლება ტიბეტზე მეტი ცოდნა აქ იყოს როდესაც კავკასიის ტერიტორიის 80% არ მოიაზრება სივრცეში.. ეს მაგარი იცით ხოლმე რა ქართველები ვართ რაცა ვართ და ოოო და უუუ და სომხებივით გამოდის ბოლო ბოლო არარეალიზებულობას ვამჟღავნებთ ამით და უაზროდ რაღაცეებს ვიბრალებთ :D
2019, 21 იანვარი, 12:02
დიდი მადლობა თქვენ :)
2019, 21 იანვარი, 10:03
გაიხარე,დიდი მადლობა
0 1 3