x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
"საუკეთესო ადგილი ცრემლებისთვის - დედის კალთაა"- ცნობილი და დამაფიქრებელი გამონათქვამები დედა-შვილობაზე
1."საეჭვოა, დედამიწის ზურგზე იყოს იმ გრძნობებზე მეტად სასიხარულო რამ, რომლებიც დედას უჩნდება თავისი შვილის პაწაწინა ფეხსაცმლის დანახვაზე". ვიქტორ ჰიუგო image

2."დედის სიყვარული ყოვლისშემძლეა, ეგოისტურია და ამავდროულად, უანგარო. ის არაფერზე არის დამოკიდებული". თეოდორ დრაიზერი

3. "ადამიანს უყვარს დედა, თითქმის გაუაზრებლად, რადგან ეს ისევე ბუნებრივია, როგორც თავად სიცოცხლე. სხვა ვერცერთი გრძნობა ვერ შეედრება ამას, რადგან ყველა დანარჩენი შემთხვევითია, ეს კი - თანდაყოლილი, სისხლში გამჯდარი". გი დე მოპასანი

4. "არ აქვს მნიშვნელობა, რამდენი წლის ხართ და რა მიღწევები გაქვთ: დედა ყველას სჭირდება". ქეით უინსლეტი


5. "დედა - ეს გახლავთ ღმერთის სახელი შვილების გულებში". უილიამ თეკერეი

6. "ნამდვილი დედობა - გმირობის ტოლფასია". მარინა ცვეტაევა

7. "მამაკაცებს მშობიარობა რომ უწევდეთ, ერთ შვილზე მეტი არ ეყოლებოდათ". პრინცესა დიანაimage

8. "სანამ დედა გავხდებოდი, მეგონა, რომ საკუთარ თავზე ყველაფერი ვიცოდი. ჩემი გულის საზღვრები გამოკვეთილი იყო და რა მშვენიერია, როცა ხვდები, რომ ზღვარი იშლება. ჩემი სიყვარული უსაზღვროა". უმა თურმანი

9."ერთადერთი სიყვარული, რომლისაც მწამს - ეს არის დედის შვილისადმი სიყვარული". - კარლ ლაგერფელდი

10. "გმადლობ, დედა, ოცნება რომ მასწავლე" - ჯარედ ლეტო

0
96
შეფასება არ არის
ავტორი:რუსო ჩარექიშვილი
რუსო ჩარექიშვილი
96
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0