x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
მსახიობი, რომელიც 1000 (ათასი!) ფილმშია გადაღებული

image


რამდენიმე წლის წინ, მთელი მსოფლიო თვლიდა, რომ კინოში შესრულებული როლების რაოდენობით, ყველაზე რეიტინგული, ბრიტანელი მსახიობი და მუსიკოსი კრისტოფერ ლი (სარუმანი, «ბეჭდების მბრძანებელი», გრაფი დუკუ «ვარსკვლავური ომები») იყო. მსახიობის კინოკარიერა გასული საუკუნის 40-იან წლებში დაიწყო და 2015 წლისთვის, მის ანგარიშზე, 246 შესრულებული როლი იყო. 252 ფილმში აქვს ნათამაშები ცნობილ საბჭოთა მსახიობს არმენ ჯიგარხანიანს. თუმცა, როგორც გაირკვა, ამ რეიტინგის ლიდერი, რომლის რეკორდის მოხსნა, ფაქტიურად, შეუძლებელია, 62-წლის ინდოელი მსახიობი ბრაჰმანანდამ კანეგანტი ყოფილა, რომელმაც 3 წლის წინ, თავის კინოკარიერაში მე-1000 როლი შეასრულა და ფილმებში გადაღებას დღესაც აგრძელებს. თავად მსახიობმა მოკრძალებულად განაცხადა, რომ 997-ე როლის შემდეგ სათვალავი აერია.

ჩვენი მაყურებლისთვის მსახიობი, სავარაუდოდ, ცნობილი არ არის, რადგან ის მხოლოდ ტელუგუს ენაზე გადაღებულ ფილმებში თამაშობს. ამ ენაზე ინდოეთის მოსახლეობის 80 მლნ. კაცი ლაპარაკობს. ხოლო, ტელუგუს კინოწარმოება უფრო დიდია, ვიდრე ბოლივუდი, სადაც ყველა ჰინდიზე საუბრობს.

imageimageთქვენთვის ასევე საინტერესო იქნება:
imageინდური კინოს ლეგენდები: ბედი, სახეები და ნაკლებად ცნობილი ფაქტები
როგორ გადაეჩვივნენ ინდოელები სატის – ქვრივის ცოცხლად დაწვის რიტუალს

საოცარი ფაქტები ინდოეთის შესახებ


0
77
7-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
77
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0