x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134029
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508243
რას ეძებდა ჰიტლერი კავკასიაში
image

რას ეძებდა ჰიტლერი კავკასიაში?


ცნობილია, რომ ტამპლიერების ორდენის დამარცხების შემდეგ მათ მთელი ევროპის მასშტაბით დევნიდნენ. სად შეეძლოთ ტამპლიერებს გაქცევა და გრაალის დამალვა?


ევროპაში ალბათ: პორტუგალია, კვიპროსი, არაგონი. ანუ იქ სადაც მათ ყველაზე ნაკლებად დევნიდნენ. სხვათაშორის სწორედ კვიპროსი იყო ტამპლიერების ნამდვილი ციტადელი, სადაც ისინი რაინდების ბირთვს წარმოადგენდნენ, მაგრამ კვიპროსზე გრაალის კვალი ვერ აღმოაჩინეს. ისლამურ ქვეყნებში ტამპლიერები გრაალის გადატანას ვერ შეძლებდნენ და ვერც მტრულად განწყობილ ევროპულ ქვეყნებში. ბუნებრივია მკვლევარებმა და მისტიკოსებმა მზერა მიმართეს მიწებისკენ, რომლებიც კავკასიის ქრისტიანი ხალხებით იყო დასახლებული - საქართველო, სომხეთი. ასევე მკვლევარებს ამ თეორიისკენ ინტერესს უღვივებდა, უდიდესი გერმანელი ეთნოგრაფის და ისტორიკოსის ფრიდრიხ ბლუმენბახის დოქტრინა, რომელიც მე-XIX-ე საუკუნეში მოღვაწეობდა. მან პირველმა დაარქვა თეთრ რასას "კავკასიური" და სწორედ კავკასიაში და კერძოდ საქართველოში განათავსა არიელი ხალხის აკვანი. "ანენერბეს" ისტორიკოსები, რომლებსაც უფრო ოდინის ძველგერმანული კულტი აინტერსებდათ, მიიჩნევდნენ, რომ ოდინის სამყოფელი - ასგარდი - კავკასიაში იყო. სხვათაშორის ჯერ კიდევ ანტიკური მისტიკოსები თვლიდნენ, რომ კავკასიის ქედი იყო რაღაც იდუმალი ღერძი, რომელიც ყოფს დედამიწის მოსახლეობას ბოროტების და სიკეთის მონაკვეთებად. განსაკუთრებულ ადგილს "ანენერბეს" მკვლევარებისთვის იკავებდა კავკასიის უმაღლესი მწვერვალი იალბუზი და საქართველოში მდებარე მარუხის უღელტეხილი და მისი მიმდებარე ტერიტორია, რომელიც თითქმის მთლიან კოდორის ხეობას მოიცავდა. ისინი ეძებდნენ რაღაც არიულ სიწმინდეებს და თვლიდნენ, რომ ისინი დღემდე მდებარეობენ იქ, სადაც დაიბადა არიული რასა - კავკასიაში.



ამ მოვლენებამდე, როდესაც კავკასიაში ჩაწყნარდა რუსეთის იმპერიის ბრძოლები მუსლიმებთან, რეგიონს ეგრევე ესტუმრა ევროპელი და რუსი ისტორიკოსების და მკვლევარების უდიდესი რაოდენობა. მათ ერთი სული ჰქონდათ შეხებოდნენ თავისთვის უცნობ სამყაროს. აქ მათ იმდენი იდუმალებით მოცული საიდუმლო დახვდათ, რომ ყველაზე საუკეთესო სიზმარშიც ვერ წარმოიდგენდნენ. მაგალითისთვის ნამდვილი გამაოგნებელი აღმოჩენა იყო ხევსურების, ფშავლების და თუშების ნახვა. ავიღოთ ხევსურები - გასული საუკუნის დასაწყისამდე თითქმის ყველა სახლში ინახებოდა წინაპრების იარაღი და აბჯარი. თითქმის იგივე შეიარაღებას ინარჩუნებდნენ ფშავლები მე-XX-ე საუკუნის შუა პერიოდამდე. თუშებმა კავკასიაში გაითქვეს თავი, როგორც გამაგრებული ქვის კოშკების შეუდარებელმა მშენებლებმა, რომლებიც შესანიშნავად ეხმიანება შუა საუკუნეების ევროპის ციხესიმაგრეების არქიტექტურას. ეთნოგრაფი არნოლდ ზისერმანი, მოგზაური და მკვლევარი ევგენი მარკოვი და სხვა უამრავი მკვლევარი, მოწადინებით აღიარებდნენ თუშებს, ფშავლებს და ხევსურებს ჯვაროსნების შთამომავლებად, რომლებსაც ხშირად ჰქონდათ კონტაქტი კავკასიასთან და შემორჩნენ აქ, ფაქტებათ მათ უამრავი დამთხვევა მოჰყავდათ ევროპულ კულტურასთან.


რასაკვირველია ამ ყველაფრის შესახებ იცოდნენ ნაციონალ-სოციალისტებმაც. მკვლევარები "ანენერბედან" დიდი მოწადინებით ჩაეჭიდნენ ამ თეორიებს. მათი მოქმედების არეალში იყო არამარტო არიელებისთვის წმინდა იალბუზი და მარუხის უღეტეხილი, არამარტო იდუმალებით მოცული ასგარდი, არამედ ჯვაროსნების შთამომავალი აღმოსავლეთის მთის ქართველობა, რომლებსაც, გერმანელების აზრით, წილად ხვდათ რაღაც დიდი საიდუმლოს შენახვა, შეიძლება, საერთოდაც გრაალის დაცვა.

1
664
1-ს მოსწონს
ავტორი:ზურმუხტისთვალება
ზურმუხტისთვალება
Mediator image
664
  
2019, 20 იანვარი, 22:45
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1