x
მეტი
  • 25.08.2019
  • სტატია:93882
  • ვიდეო:342251
  • სურათი:456164
სამყაროში ხომ არც ერთი სიტყვა და გულისზრახვა არ ქრება, ბუმერანგივით გვიბრუნდება უკან და გვანადგურებს

"image
ღორის გრიპით გარდაცვლილი 17 ადამიანი!
ტრაგედია ფონიჭალაში, დიღომში!
გორში სასტიკად ნაწამები და მოკლული ბავშვი!
ტრაგედია ხადაში!
რომელი ერთი ჩამოვთვალოთ?
ყოველდღე ისეთი საშინელება ხდება, გასული დღის ტრაგედიას გავიწყებს…
აი, სადამდე მივედით!
უპასუხისმგებლობა და არაპროფესიონალიზმი ყვავის ყველგან! არა სწავლა, არა განათლება, არა რწმენა, მხოლოდ აღვირახსნილი თავისუფლება, რომელსაც ადამიანი საბოლოოდ პირუტყვულ მონობამდე მიჰყავს!
მიდი და მოუწოდე ემიგრანტებს სამშობლოში დასაბრუნებლად! ბოროტება რომელიც თავს გვატყდება, ჩვენი ბრალია!

ყოველდღიურად უამრავი ბოღმის, შურის, ცინიზმის, უმადურობის, ცილისწამების და დევნის მსხვერპლია ადამიანი. აქ ყველაფერი შეიძლება დაგაბრალონ და ამაზე პასუხი არავინ აგოს! ჩვენთან მორალური განადგურება, რომელიც ხშირად ფიზიკურზე სასტიკია, ერთი სიტყვით გამოისყიდება, “მაპატიე” ესეც საუკეთესო შემთხვევაში! როგორ ფიქრობთ, ეს უარყოფითი ენერგია უკვალოდ ქრება? სამყაროში ხომ არც ერთი სიტყვა და გულისზრახვა არ ქრება, ბუმერანგივით გვიბრუნდება უკან და გვანადგურებს?

აივსო სოციალური ქსელი ერთდღიანი მწუხარებით… მოდი, მაგ მოთქმა-ვაების ნაცვლად თქვი, რომ სხვას არასოდეს გაჭორავ! განკითხვაზე უარის თქმა კიდე სხვა სიმაღლეა… იმიტომ, რომ ის შესაძლოა ამაღამ გაზმა გაგუდოს, ან მძინარე მძღოლი დაეჯახოს ქუჩაში და ყველაფერი ერთ წუთში დასრულდეს! მთავრობის, ორგანიზაციების დადანაშაულება კიდევ ერთხელ თავის მოტყუებაა… დამნაშავეა ყველა და ჩვენც, მათ შორის… გამათბობლებს თვითნებურად ამონტაჟებენ ადამიანები. ვიცით, რომ არ შეიძლება, მაგრამ მაინც… წესრიგი იწყება ჩემიდან!
ქვეყნის განვითარება იწყება ჩემით!

წარუმატებელი რომ ვარ, ეს სხვისი ბრალი არ არის, მე ვიზარმაცე, არ მოვითმინე, არ ვიშრომე!
და მხოლოდ შური, შური, შური და არასოდეს დადანაშაულებული საკუთარი მე!
იანვარი დღესასწაულების თვეა და ადამიანები გამუდმებით ბედნიერებას უსურვებენ ერთმანეთს, მაგრამ როგორც კი ბედნიერს ნახავენ, იმ ბედნიერებისა შურთ და ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ გააუბედურონ! მერე ახლიდან იწყება “გვერდში დგომა” და “კეთილი სურვილები” დაუსრულებლად…
როგორც კი ჩემთან სიხარული მოდის, მას აუცილებლად მოსდევს დიდი სილა, შეურაცხყოფა, ლანძღვა, ცილისწამება და მერე იაფფასიან სადღეგრძელოებში და სოციალურ ქსელში ახსნილი სიყვარული!
ეშმაკი ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ მასზე დიდ ეშმაკად გვაქციოს და ჩვენც სიამოვნებით ვემორჩილებით ჩვენივე ნებით, ოღონდ კი ჩვენი მსუქანი ამპარტავნება არავინ შეარხიოს!
ტრაგედიის ზარი ადამიანს აფხიზლებს…
მართალი მსხვერპლი უკვალოდ არასოდეს ქრება…
ვიღაც დაფიქრდება, ვიღაც უკეთ გაიაზრებს საკუთარ ცხოვრებაში სხვისი სიცოცხლის ფასს!
სამყაროში არაფერი იცვლება, ყოველთვის მსხვერპლი იწირება ჯალათების გადასარჩენად…
უფალო, სინანული მოგვეცი… დედაღვთისმშობელო, ნუ მიგვატოვებ”." - მამა დავით ოქრუაშვილი

0
27
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
27
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0