x
image
გემი დალანდი
ბავშვების აღზრდის წესები ვიქტორია ბექჰემისგან
ვიქტორია ბექჰემი უამრავი ქალისთვისაა მისაბაძი მაგალითი. ამ ელეგანტურ ქალში სხვადასხვა ღირსებებია თავმოყრილი, რომელთაგან ყველაზე გამოსარჩევი-ოჯახური ფასეულობებია, რომელიც ძალიან აკლიათ არამარტო სხვა ვარსკვლავებს, არამედ სხვა, ჩვეულებრივ ადამიანებსაც. მეუღლესთან ერთად, ვიქტორია 4 შვილს ზრდის და 4 წესი აქვს შემუშავებული, რომელიც მას შვილების ღირსეულ ადამიანებად აღზრდაში ეხმარება.

image

ბავშვების აღზრდის წესები ვიქტორია ბექჰემისგან


1.დღის რეჟიმი და დისციპლინა

ვიქტორიას აზრით, ყველაფერი მკაფიოდ გაწერილი უნდა იყოს გეგმის მიხედვით. ადგომას, საუზმეს, საშინაო დავალებებს თუ გართობას-ყველაფერს თავისი დრო აქვს. ვიქტორია მკაცრად იცავს დაძინების დროსაც, თითოეულ ბავშვს თავისი ასაკიდან გამომდინარე, მკაცრად განსაზღვრულ ერთსა და იმავე დროს აძინებს. ამ წესს ემორჩილება მისი ვაჟი ბრუკლინიც, რომელიც პატარა ნამდვილად აღარაა.

image


2.სპორტი

სპორტი-ჯანმრთელობის საწინდარია. მთელი ოჯახი აქტიური ცხოვრების წესს მისდევს: ვიქტორია ფიტნესითაა დაკავებული, ბავშვები-ცურვით, კალათბურთით და ჩოგბურთით. ვიქტორია თვლის, რომ ჩვენს ეპოქაში, როცა ცხოვრების წესი ძალიან პასიური გახდა, სპორტი აუცილებელია.

image

3.დედის პატივისცემა

დედის პატივისცემასთან ერთად, ვიქტორია ქალის მიმართ პატივისცემასაც ასწავლის ვაჟებს. ერთხელ, მან თქვა:“მე ძალიან დიდხანს ვიყავი მხოლოდ მამაკაცების გარემოცვაში-დევიდის და სამი ვაჟის. დიდი ძალისხმევის გამოჩენა მიწევდა, რომ ჩემთვის, როგორც ქალისთვის, პატივი ეცათ. და მე უკვე ვხედავ ჩემი გულმოდგინებისა და მცდელობების ნაყოფს." მართლაც, როცა ბიჭები ბავშვობიდან აფასებენ, პატივს სცემენ დედას და უყვართ, ზრდასრულ ასაკში ამის პროექცია სხვა ქალებზეც ხდება. პატარა გოგონა კი, რომელიც ბავშვობიდან ხედავს, თუ როგორ აფასებენ მამაკაცები მისი გარემოცვიდან ქალებს, მომავალში მამაკაცებს უფლებას არ მისცემს წყენა მიაყენოს.

image

4.გინდა?-დაიმსახურე

შეიძლება ფიქრობთ, რომ ფინანსური შესაძლებლობიდან გამომდინარე, ბექჰემების ბავშვები განებივრებულები არიან, მაგრამ ცდებით. როცა ბავშვები ახალი ტელეფონის, პლანშეტისა თუ სხვა ნივთის ქონის სურვილს გამოთქვამენ, ვიქტორია მათ უხსნის, რომ თუ რამე უნდათ, ეს თავისი შრომით უნდა დაიმსახურონ. ეს შრომა კი-კარგი შეფასებებია სკოლაში, სპორტული მიღწევები ან მშობლების დახმარებაა.

image

კარგად აღზრდილი ბავშვები-ნამდვილი შრომაა, რომელიც დიდ ძალისხმევას, ნერვებს და გარკვეულწილად საკუთარი თავის მსხვერპლშეწირვას მოითხოვს. მაგრამ არ დაგავიწყდეთ, არ დაიშუროთ ბავშვების მიმართ სიყვარულის გამომხატველი სიტყვებიც, რათა მათ მშობლიური ზრუნვა იგრძნონ და ღირსეულ პიროვნებებად ჩამოყალიბდნენ.


0
43
შეფასება არ არის
ავტორი:გემი დალანდი
გემი დალანდი
43
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0