x
მეტი
  • 25.08.2019
  • სტატია:93883
  • ვიდეო:342252
  • სურათი:456173
«გაიქეცი და სხვებიც გადაარჩინე» – ლოგიკური გამოცანა (პასუხი აქვს)

ლოგიკური გამოცანები უყვართ დიდებსაც და პატარებსაც, განსაკუთრებით, იმ შემთხვევაში, თუ მასში ნამდვილი სიუჟეტი და გმირები არიან, რომელთა გულშემატკივრობა არის შესაძლებელი და აქ სწორედ ამ ტიპის გამოცანას გთავაზობთ. თუმცა, ეს უფრო თამაშია, პირობითი სახელით – «გაიქეცი და სხვებიც გადაარჩინე».


image


ის, რომ სამეცნიერო ექსპედიციაში სრულიად გამოუცდელი ადამიანის წაყვანა არ შეიძლება, ყველამ იცის, ვინც ამ სფეროში მუშაობს. მაგრამ ისე მოხდა, რომ მთის ლაბორატორიაში მიმავალ მეცნიერთა ჯგუფს, სტაჟირებაზე სწორედ ასეთი ადამიანი გაჰყვა (წარმოიდგინეთ, რომ ეს ადამიანი თქვენ ბრძანდებით).


image


ექსპედიციაში, პრაქტიკული და განსაკუთრებით, თეორიული მომზადების გარეშე წასვლა, თავიდანვე არასწორი ნაბიჯი და კიდევ უფრო დიდი შეცდომა, – უცნობ წითელ ღილაკზე ხელის დაჭერა იყო.


image


ღილაკზე დაჭერიდან რამდენიმე წამში კარი გაიღო და ოთახიდან შემზარავი და საშიში ზომბები გამოცვივდნენ!


image


და ახლა, წუხილის კი არა, – გაქცევის დრო არის!


image


თქვენ გაიქეცით ლაბორატორიიდან და თქვენთან ერთად ლაბორანტი, პროფესორი და დამლაგებელი გამოიქცნენ.


image


მართალია, მდევრებს გაექეცით და გარკვეული უპირატესობაც მოიპოვეთ, მაგრამ თავის გადასარჩენად მხოლოდ ერთი გზა არსებობს – ძველი ბეწვის ხიდი, რომელიც ღრმა ხეობის ორ ნაპირს ერთმანეთთან აკავშირებს.


image


თქვენ მეორე ნაპირზე გადასვლა 2 წუთში შეგიძლიათ.

ლაბორანტი ხიდზე 5 წუთში გადავა.

დამლაგებელი, მასზე უფრო ნელია და ამიტომ, ხიდზე გადასასვლელად 10 წუთი დასჭირდება.

მოხუც პროფესორს კი – 13 წუთი.

პროფესორის გამოთვლით, ზომბები, დაახლოებით, 30 წუთში ხეობასთან იქნებიან... ასე, რომ, თქვენ და თქვენს ჯგუფს ნახევარი საათი გაქვთ ხიდზე გადასასვლელად და მის ჩასაწყვეტად.


image


სწორედ ნახევარი საათი იქნებოდა საჭირო, დღე რომ ყოფილიყო და ჯგუფის თითოეული წევრი ცალ-ცალკე გადასულიყო. მაგრამ, პრობლემა ის არის, რომ ღამეა და ირგვლივ თითქმის არაფერი ჩანს. ფარანი, რომელიც თქვენ წაიღეთ, მხოლოდ პატარა მონაკვეთს ანათებს, ხოლო ხიდზე ერთდროულად გადასვლა, მხოლოდ 2 ადამიანს შეუძლია, მეტს ვერ გაუძლებს.


image


მოიფიქრეთ გეგმა, რომლითაც საკუთარი თავის და მთელი ჯგუფის გადარჩენას შეძლებთ.imageგახსოვდეთ, რომ ხიდზე გადასვლისას, ორი ადამიანიდან ერთს, ან ფარანი უნდა ეჭიროს, ან განათების არეში იყოს და მეორე ნაპირზე გადასვლის შემდეგ, მათგან რომელიმემ, ფარანი პირველ ნაპირზე უნდა დააბრუნოს, ჯგუფის მომდევნო წევრის გადასაყვანად.




image



პასუხი:



რადგან ხიდზე გავლისას, ფარანი ყოველთვის საჭიროა, მისი გადატანა-გადმოტანით ჯგუფის ყველაზე სწრაფი მონაწილე უნდა იყოს დაკავებული. ჯგუფში ყველაზე სწრაფები, ლაბორანტი და თქვენ ხართ.

პირველ ეტაპზე, თქვენ ერთად გადახვალთ ხიდზე და ამაზე 5 წუთი დაიკარგება.

თქვენ ფარნით უკან დაბრუნდებით, ამაზე, კიდევ 2 წუთი დაიხარჯება (სულ 7 წთ.)

ახლა ყველაზე მთავარი: შემდეგ ეტაპზე, ხიდზე პროფესორი და დამლაგებელი უნდა გადავიდნენ. ისინი მეორე ნაპირამდე 13 წუთში მივლენ (7+13=20).

მათი გადასვლის შემდეგ, თქვენ მხოლოს 10 წუთი დაგრჩებათ, მეორე ნაპირზე გადასასვლელად. ლაბორანტი ფარნით თქვენკენ წამოვა და 5 წუთში ფარანს მოგიტანთ და კიდევ 5 წუთი იქნება საჭირო, – მეორე ნაპირზე გადასასვლელად... ასე გადავა ყველა მეორე ნაპირზე და ხიდს ჩასახსნელად, საკმარისი დრო იქნება, იმ შემთხვევაშიც კი, თუ თქვენი გადასვლის შემდეგ, ზომბები ხიდის მეორე მხარეს გამოჩნდებიან.

ასე გადარჩება ყველა!

imageimageთქვენთვის ასევე საინტერესო იქნება:
imageარასტანდარტული ლოგიკური გამოცანები (პასუხები აქვს)
პატიმრის დილემა. ლოგიკური გამოცანები (პასუხები აქვს)

ლოგიკური თავსატეხები (პასუხები აქვს)


0
204
7-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
204
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0