x
image
ილია მარტყოფლიშვილი
დედოფლისწყაროში მდინარე ალაზანში ნათლობისა და განბანვის რიტუალი ჩატარდა

image


ნათლისღების დღესასწაულთან დაკავშირებით დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ სამთაწყაროში მდინარე „ალაზანში“ განბანვის რიტუალი და ტრადიციული ნათლობა ჩატარდა.


თავდაპირველად, ხორნაბუჯისა და ჰერეთის ეპისკოპოსმა დიმიტრი კაპანაძემ ნათლისღების დღესასწაულთან დაკავშირებით სადღესასწაულო წირვა აღასრულა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარში. შემდეგ კი სოფელ სამთაწყაროში ეპარქიის მღვდელმსახურებთან და მრევლთან ერთად მდინარე ალაზანზე შეასრულა განბანვის ტრადიციული რიტუალი.


ამ სოფელში აჭარიდან და ჰერეთიდან გადმოსახლებული მუსლიმანი მოსახლეობაც ცხოვრობს, რომელთა ნაწილი ძირითადად ნათლისღების დღეს ქრისტიანდება.


imageimage

2
244
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
244
  
19 იანვარი, 23:20
სწორი ფორმაა მუსლიმი
19 იანვარი, 20:22
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 2