x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
ბილ გეიტსის ფოტომ სოციალური ქსელი დაიპყრო
image
სოციალურ ქსელში გამოქვეყნდა ფოტო, სადაც
Microsoft-ის დამფუძნებელი, მილიარდელი ბილ გეიტსი ფასფუდის რესტორან Dick’s Drive-თან მორჩილად დგას რიგში.



ფოტოზე გეიტსი ჯიბეში ხელებჩაყოფილი დგას ნეონით განათებულ ბორდიურზე და სწრაფი კვების ობიექტისკენ იყურება, კომენტარებში აღნიშნულია, რომ "ზუსტად ასე იქცევიან ნამდვილი მდიდრები და არა მათი მიმბაძველები თეთრი სახლიდან" ფოტო გააზიარა 15 000-სმა მომხმარებელმა.



საერთოდ ბილ გეიტსი ხშირად დადის საზოგადოებრივ დაწესებულებებში, როგორც ცნობილია მილიარდელი Burgermaster-ის მოყვარულია, რომელსაც ის მუდმივად მიირთმევს, ამიტომ ინტერნეტმომხმარებლებს გაუკვირდათ, რომ გეიტსი Dick’s Drive-ში ნახეს.

image


Twitter-ში ძალზე მოეწონათ მილიარდელის საქციელი, რომელიც "ისე იქცევა, როგორც რიგითი ადამიანი", სხვებმა ისიც გაიხსენა, რომ Microsoft 500 მილიონი დოლარი შესწირა უსახლკაროებს.


სხვათა შორის დადებითი კომენტარები ბილ გეიტსის მისამართით მისი პოპულარობის პირდაპირი გადმოძახილია, 2018 წლის გამოკითხვის მიხედვით ბილ გეიტსმა #5 ადგილი დაიკავა აშშ-ს ყველაზე პატივსაცემი ადამიანების რეიტინგში.

2
476
6-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
476
  
2019, 19 იანვარი, 23:06
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2019, 19 იანვარი, 20:23
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 2