x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ტიბეტში კაილასის მთაზე კამერამ იდუმალი ხვრელი დააფიქსირა
image

სურათი გადაღებულია 6 იანვარს, ტიბეტელი ზოხურ უდინის მიერ. კაცი უღებდა ფოტოებს კაილასის მთას და მოულოდნელად დაიჭირა რაღაც უცნაური კადრი. ეს არის შთამბეჭდავი უზარმაზარი და იდეალურად მრგვალი ხვრელი მთაზე! რა თქმა უნდა, ფოტოგრაფი სრულიად გაოცებული დარჩა მისი აღმოჩენისას და სასწრაფოდ ატვირთა სურათი ქსელში.

ამ ეტაპზე ვერავინ შეეძლო ამ პიკის დაპყრობა. ლეგენდის თანახმად, კაილასის მთაზე მდებარეობს კიბე ზეცისკენ, რომლის მეშვეობითაც შეიძლება სამოთხეში შესვლა ან იდუმალ შამბალაში გადასვლა, მაგრამ ჯერჯერობით მთამ არცერთ მოკვდავს არ მისცა ასეთი მოგზაურობის შანსი.

უფოლოგებისა და სხვა მკვლევარების თქმით, კაილასის პირამიდა აშენდა აქ უცხოპლანეტელების მიერ მრავალი ათასი წლის წინ. მათი აზრით, ეს ჯერ კიდევ უცხოელთა ბაზაა, რაღაც ზებუნებრივი ძალის შედეგადად ეს ადგილი დახურულია ადამიანებისთვის. ექსპერტების აზრით, ხომალდებს უხდებათ ხან ბაზის დატოვება, შემდეგ კი ისევე ბრუნდებიან იქ. ზუსტად ეს მომენტი არის დაფიქსირებული მათი აზრით ფოტოზე.


აღსანიშნავია, რომ უძველესი დროიდან ადგილობრივი მოსახლეობა კაილასის მთას ყველაზე წმინდა ადგილად თვლიდნენ. მთის სიმაღლე 6666 მეტრია და აქვს ოთხმხრივი პირამიდის ფორმა, რომლის კიდეები ორიენტირებულია ისე მკაცრად, თითქოს ვინმემ ხელოვნურად შექმნა


image
.

ოთხკუთხედი პირამიდა, რომლის თავიც თოვლის საფარით არის გაფორმებული მიჩნეულია წმიდა ადგილად. " სამყაროს გული", "დედამიწის ღერძი" - ასე უწოდებენ კაილასის მთას ბონის მიმდევრები და ბუდისტები.

ვერც ერთმა მოკვდავმა ვერ შეძლო მიეღწია ამ მთაზე, თუმცა ზოგიერთმა მოახერხა ამ რწმენის უარყოფა - ტიბეტელი მასწავლებელმა მილარელამ და რელიგიის დამფუძნებელმა ბონ შენრაბმა კაილასის მთის მწვერვალს მიაღწიეს. ამ ლეგენდარული პიროვნებების გარდა, ვერავინ მიაღწია მთის ზედა ნაწილში. კაილასის უხილავი ძალა უკუაგდებს და არ უშვებს არავის ფერდობებზეც კი, რომლის სიმაღლე 6, 700 მეტრია.

არსებობს უამრავი მცდელობის ამბავი გაბედული ალპინისტებისა, რომლებიც ცდილობდნენ დაეპყროთ კაილასის მთა. მათი მცდელობა წარუმატებლად მთავრდებოდა. ოთხი მსურველი, რომელიც ცდილობდა მთაზე ასვლას მოხვდა ფსიქიატრიულ დაწესებულებაში. ისინი შეშინებული იყვნენ. ერთი წლის შემდეგ, ალპინისტები კლინიკის კედლებში გარდაიცვალნენ.

ცნობილმა ალპინისტმა რეინჰოლდ მესერიმაც, რომელსაც ქონდა ჩინეთის ხელისუფლების ოფიციალურ ნებართვა, ვერ მოახერხა მთაზე ასვლა. ეს მოგზაურობა რატომღაც არ შედგა.

თუ გადახედეთ სურათებს, რომელიც კოსმოსიდან არის გადაღებული მთა მდებარეობს ქვის სპირალზე. ინდუისტები დარწმუნებული არიან, რომ კოსმოსური და პლანეტარული ენერგია დაგროვდა ამ გზით. ეს არ არის ბოლო ვერსია, რომელიც წამოაყენეს ეზოთერიკოსებმა, მეცნიერებმა, მკვლევარებმა. ზოგიერთი ამტკიცებდა, რომ მთა კაილასი ღრმა იყო, სხვები დარწმუნებულნი იყვნენ მისი სუპერკოსმოსური წარმოშობის შესახებ.


image

საიდუმლო მთის კიდევ ერთი საინტერესო ნიმუშია მის ძირში მდებარე ორი ტბა - მანასაროვარი და ლანგა-ცო, ერთ-ერთი მათგანი სავსეა მტკნარი და სუფთა წყლით, მეორე - მარილიანი, სასმელად უვარგისი, დემონური წყლით.


image

არსებობს უამრავი სასწაული კაილასის გარშემო, მაგრამ ამას ახსნა არა აქვს დღემდე.

2
754
2-ს მოსწონს
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
754
  
2019, 19 იანვარი, 23:00
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2019, 19 იანვარი, 20:24
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 2