x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134030
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508243
დედოფლისწყაროში წითელას 1 შემთხვევაა დაფიქსირებული
image


დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, ქვეყანაში წითელას ეპიდაფეთქებაა. განსაკუთრებით გახშირებული შემთხვევები ფიქსირდება კახეთის რეგიონშიც. უწყების ინფორმაციით, კახეთის რეგიონში წითელას შემთხვევების რაოდენობა ყოველდღე იზრდება.


დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსის, ნელი ხიზანიშვილის ინფორმაციით, რეგიონის 8 მუნიციპალიტეტიდან წითელას ვირუსით ინფიცირებით ყველაზე მეტი შემთხვევა საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, იორმუღანლოს თემში დაფიქსირდა.


„კახეთში წითელათი დაავადების შემთხვევებმა საგრძნობლად იმატა. სულ 42 შემთხვევა დაფიქსირდა, საიდანაც 23 საგარეჯოს მუნიციპალიტეტში დაფიქსირდა. აქედან 20 შემთხვევა იორმუღანლოს თემში დაფიქსირდა, 3 კი – ქალაქ საგარეჯოში. რაც შეეხება სხვა მუნიციპალიტეტებს, 9 შემთხვევა გამოვლინდა ყვარელში, დანარჩენ მუნიციპალიტეტებში კი გვაქვს ერთეული შემთხვევები დაფიქსირებული”, - განაცხადა ნელი ხიზანიშვილმა. მისივე თქმით, წითელათი დაავადებით თავიდან ასაცილებლად აუცილებელია აცრის ჩატარება.


მიმდინარე წელს წითელას 1 დადასტურებული შემთხვევა დაფიქსირდა დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში. როგორც საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ეპიდემიოლოგმა ლალი ალადაშვილმა განაცხადა, წითელათი სტაციონარში 31 წლის მამაკაცი მოთავსდა, თუმცა, ის ადგილობრივი არ არის.


„მამაკაცი ელდარში მოქმედ ერთერთ ფერმაში მუშაობს, თუმცა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მკვიდრია. რადგან ამ დროისთვის აქ იმყოფებოდა, ჩვენთან ამიტომ შემოვიდა. საბედნიეროდ, ადგილობრივებში წითელა გამოვლენილი არ არის, “ - აღნიშნავს ლალი ალადაშვილი.

1
58
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
58
  
2019, 19 იანვარი, 20:27
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1