x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134031
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508243
კოპა დელ რეის მეოთხედფინალის ოთხივე წყვილი ცნობილია
image

პარასკევს საფეხბურთო სამყაროსთვის გავრცელდა საკმაოდ უჩვეულო სიახლე, რომლის მიხედვითაც შესაძლოა კატალონიის ბარსელონა ესპანეთის თასის გათამაშებიდამ მოკვეთილი ყოფილიყო, თუმცა ესპანეთის საფეხბურთო ფედერაციამ ბარსელონა ჩემპიონატზე დაუშვა. აქედან გამომდინარე, გუშინ გამართული წილის ყრის შედეგად, კატალონიელები დაუპირისპირდებიან გასული სეზონის გამარჯვებულ სევილიას.

რაც შეეხება მადრიდის რეალს, კოპა დელ რეის მეოთხედფინალში, ის ჟირონას, ხოლო ხეტაფე ვალენსიას დაუპირისპირდება. ასევე საინტერესო იქნება ესპანიოლისა და ბეტისის ურთიერთდაპირისპირება.

აქვე შეგახსენებთ, რომ ესპანეთის სამეფო თასის ჩემპიონატი 23 იანვარს, თბილისის დროით 00:30-ზე ხეტაფე-ვალენიას შეხვედრით განახლდება. 24 იანვარს 22:30-ზე ესპანიოლი საკუთარ მოედანზე ბეტისს მიიღებს. ჩემპიონატის ყველაზე საინტერესო დაპირისპირება ბარსელონასა და სევილიას შორის გაიმართება 24 იანვარს 00:30-ზე. რაც შეეხება, მადრიდის რეალისა და ჟირონას დაპირისპირებას, მატჩო სტარტს 25 იანვრის 00:30-ზე.


საპასუხო მატჩების თარირები მოგვიანებით გახდება ცნობილი

1
11
შეფასება არ არის
ავტორი:ანი ჯინჭარაძე
ანი ჯინჭარაძე
11
  
2019, 19 იანვარი, 20:28
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1