x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134384
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
დიდ დიღომში მომხდარი აფეთქების გამო დაკავებულია 2 პირი

image

შსს ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა პროკურატურასთან ერთობლივად ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად დიდ დიღომში, ავთანდილის ქ. 8–ში საცხოვრებელ კორპუსში, ბუნებრივი აირის დაგროვების შედეგად გამოწვეული აფეთქების ფაქტზე, მოსამართლის განჩინების საფუძველზე 2 პირი დააკავეს, რომლებიც 16 იანვარს გამოძახებული იყვნენ აღნიშნულ მისამართზე, რამდენიმე საათით ადრე. მათ არაჯეროვნად შეამოწმეს იქაურობა და თქვეს, რომ გაზის სუნი საღებავის სუნში ერეოდათ. აფეთქების შედეგად დაიღუპა 4 ადამიანი, მათ შორის – მცირეწლოვანი.

შსს მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიებას სისხლის სამართლის კოდექსის 240 და 220 ე მუხლებით განაგრძობს.

1
10
1-ს მოსწონს
ავტორი:Teklamaisuraze
Teklamaisuraze
10
  
2019, 19 იანვარი, 20:29
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1