x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134384
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
სატირა ხრუმბაზე
image

მდინარის ნაპირას ცხოვრობდა პატარა ბიჭი, სახელად ხრუმბა. მას ჰყავდა მამა, დედა, ბებია და ბაბუა. ერთხელ მამამ ბებია მოკლა და მისგან გემრიელი კერძი მოამზადა. მოულოდნელად ტყიდან თეთრი კაცი გამოვიდა და იკითხა:


- რას ჭამთ?


- ბებიას - უპასუხა ხრუმბამ.



- ბებიის ჭამა არ შეიძლება - თქვა თეთრმა კაცმა - ამის გამო თქვენ დემონები მოგხარშავენ სიკვდილის შემდეგ ქვაბში!


როცა თეთრი კაცი წავიდა, მამამ გადააგდო ბებია, ბაბუა მოკლა და მისგან დაამზადა კერძი. ისევ მოვიდა თეთრი კაცი და იკითხა:


- რას ჭამთ?


- ბაბუას - უპასუხა ხრუმბამ.


- არ შეიძლება ბაბუას ჭამა! - თქვა თეთრმა კაცმა - ამის გამო დემონები შეგწვავენ ცეცხლზე სიკვდილის შემდეგ!


მაშინ მამამ გადაადგო ბაბუა და დედა მოკლა. ისევ მოვიდა თეთრი კაცი:


- რას ჭამთ?


- დედას - უპასუხა ხრუმბამ.


- არ შეიძლება! - თქვა თეთრმა კაცმა - ამის გამო დემონები შეგწვავენ კეცზე სიკვდილის შემდეგ!


მამამ გადააგდო დედა და ხრუმბას დაუპირა მოკვლა, მაგრამ ხრუმბამ დაასწრო და მამისგან დაამზადა კერძი. ისევ მოვიდა თეთრი კაცი:


- რას ჭამ?


- მამას - უპასუხა ხრუმბამ.


- არ შეიძლება! - თქვა თეთრმა კაცმა - ამის გამო სიკვდილის შემდეგ დემონები გაწამებენ!


ხრუმბამ გადააგდო მამა, თეთრ კაცს მოაჭრა თავი და მისგან წვნიანი დაამზადა. ხრუმბა თვითონაც გაძღა და გვერდით სოფლელებსაც გაუმასპინძლდა.


image


სატირული ხასიათის მოთხრობა აღწერს 23 წლის ამერიკელი ეთნოლოგი და ანთროპოლოგის, ცნობილი ბანკირის, ნელსონ როკფელერის ვაჟის, მაიკლ როკფელერის ისტორიას.


ის 1961 წელს ეწვია ახალ გვინეას ადგილობრივი მოსახლეობის შესწავლის მიზნით, მას ღრმად სწამდა, რომ წარმომავლობის მიუხედავად, ყველა ადამიანთან შეიძლებოდა საერთო ენის გამონახვა და ამის ყველასთვის დამტკიცებას აპირებდა. სამწუხაროდ, მაიკლის მოლოდინები არ გამართლდა და 1961 წლის 13 ნოემბერს უგზო-უკვლოდ დაიკარგა. მოგვიანებით გაირკვა, რომ მაიკლი ასმატების ტომმა მოკლა და შეჭამა.

1
106
1-ს მოსწონს
ავტორი:ზურმუხტისთვალება
ზურმუხტისთვალება
Mediator image
106
  
2019, 19 იანვარი, 20:29
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1