x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134029
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508243
მინდა გიჩვენოთ სახლი, სადაც გაატარა სიცოცხლის ბოლო წუთები საქართველოს პირველმა პრეზიდენტმა

image ქვეყნის ღირსების საქმეა გამოძიებულ იქნას ბოლომდე საქართველოს პირველი პრეზიდენტის მკვლელობის საქმე.
წინა სტატიაში გაგაცანით ჩემი არგუმენტები და მოვიყვანე ფაქტები, თუ როგორ ხდებოდა ზვიად გამსახურდიას ირგვლივ წრის შეკვრა ქართული სპეცსამსახურების და გია გულუას ინიციატივით მოწვეული რუსული განსაკუთრებული დანიშნულების სპეცრაზმის მიერ.
ახლა არ ვისაუბრებ იმ გარემოებებზე, თუ რატომ გაწირეს პრეზიდენტი და რატომ გაიცა ბრძანება მის ლიკვიდაციაზე და არა დაკავებაზე.
დევნილი პრეზიდენტის დაცვის უფროსის ცოლის ახლო ნათესავი, რომ ქვეყნის ვიცე-პრემიერი იყო იმ დროს ეს ცალკე თემაა და არ ვისაუბრებ.
მინდა განვიხილო თქვენთან ერთად ის სახლი, სადაც ბოლო დღეები გაატარა პრეზიდენტმა. სახლი დგას ვაკე ადგილზე, პრაქტიკულად "ხელის გულზე" ჩანს იქ მიმსვლელი და იქიდან გამომსვლელი ადამიანები.
ვისაც თუნდაც მცირე შეხება ჰქონია დაცვის სამსახურთან უსიტყვოდ დამეთანხმება, რომ არცერთი ჭკუათმყოფელი დაცვის უფროსი არ დათანხმდებოდა ასეთ ადგილზე მდგარ სახლში გადასვლაზე, საიდანაც დაცვის ობიექტის გაყვანის მიზერული შანსიც კი არაა ობიექტზე თავდასხმის შემთხვევაში.
გენერალი გია გულუა ძალიან ახლოს იმყოფებოდა ამ სახლთან ნარაზენში ასვლისას და იქ გამსახურდიას ერთგული გვარდიის უიარაღო მებრძოლის დახვრეტისას. ასევე ავთანდილ იოსელიანის დაქვემდებარებაში მყოფი სპეცრაზმი კვალში მიყვებოდა დევნილ პრეზიდენტს.
ჩნდება კითხვა: რატომ აირჩიეს ძმებმა ჩუხუებმა ეს სახლი პრეზიდენტის შესაფარებლად, მით უფრო როცა იმ ტერიტორიას მშვენივრად იცნობდნენ ძმები.
ერთ სნაიპერს შეეძლო რამდენიმე გასროლით დაესვა წერტილი დაცვისათვის, ან ორი მცველი რა მცველია, რა ტაქტიკური და ოპერატიული მოქმედება შეუძლია, მით უფრო მაშინ, როცა არც ბაჩუკი გვანცელაძე და არც რობინზონ მარგველანი არ იყვნენ პროფესიონალი მცველები.
არავის დაუსვამს კითხვა ძმები ჩუხუებისთვის თუ რატომ დატოვეს ჯიხასკარში გოჩა კეკენაძე და მეორე მცველი?
კარგი, ორივე მცველი არ ჩაეტეოდა "გაზ 24-10" მარკის მანქანაში, რომლითაც გადაიყვანეს პრეზიდენტი ხიბულაში, მაგრამ საჭესთან თუ ა. ჩუხუა იჯდა უფროსი ძმა ზ.ჩუხუა ჩამოსულიყო მანქანიდან და ადგილი დაეთმო მცველისათვის.
რა საჭიროება იყო ზ.ჩუხუას წასვლა ხიბულაში ან რატომ არ მობრუნდა ა.ჩუხუა ჯიხასკარში მცველების გადასაყვანად, როგორც დაპირდა გოჩა კეკენაძეს.
ახლა ახლო კადრით გადაღებულ სურათს დაგიდებთ და თქვენ განსაჯეთ აქ იყო თუ არა მისაყვანი დევნილი პრეზიდენტი დასამალად?
სახლის ფორმას და ოთახების განლაგებასაც დააკვირდით და მიხვდებით, დაცვის უფროსი მარგველანი, მცველი გვანცელაძე და პრემიერი გუგუშვილი მატყუარები, რომ არიან.
დახურულ სივრცეში "სტეჩკინის" პისტოლეტის გასროლას ბოთლიდან საცობის ამოვარდნას, შემდეგ კი ტაშტის დავარდნას, რომ შეადარებ იქ უკვე ნათელია ყველაფერი.
ამ ადამიანებმა პრეზიდენტის გაწირვით მიიღეს სიცოცხლის გარანტია, გარანტორი კი ვფიქრობ შევარდნაძე იქნებოდა, შუამავალი კი მარგველანის ცოლის ახლო ნათესავი ავთანდილ მარგიანი.
image ისრით ნომრით ერთი მონიშნულია ოთახი, სადაც პრეზიდენტი და პრეზიდენტი იმყოფებოდნენ, ისრით ნომერი ორი მონიშნულია ოთახი, სადაც "ხვრინავენ" დაცვის უფროსი და მცველი.
პირველი და მეორე ოთახს შორის არის გასასვლელი კარი, ოჯახის წევრები ცხოვრობდნენ პირველ სართულზე.
მე უდანაშაულობის პრეზუმციას მუდამ ვიცავ და ჩემი ნათქვამის სისწორეს მარგველანისა და მარგიანობის ნათესაობაზე ადასტურებს თავად ავთო მარგიანი.
3:00-ის მერე მოუსმინეთ ავთანდილ მარგიანს.

3
214
8-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
214
  
2019, 21 იანვარი, 16:08
მადლობა, ფოტო და ვიდეო მასალაც მაქვს ადგილზე გადაღებული თითოეული დეტალის არგუმენტირებული ანალიზით.
იმედია გამოადგება ვინმეს...
2019, 21 იანვარი, 15:31
ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია წამოწეული და საინტერესოდ გაანალიზებული.
2019, 20 იანვარი, 22:39
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 3