x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134035
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
რეკორდული წაგება კაზინოს ისტორიაში

imageიშვიათად მოიძებნება ადამიანი, რომლის გარემოცვაში აზარტული თამაშების მანიით შეპყრობილი ერთი ადამიანი მაინც არ იყოს. სამწუხარო ის არის, რომ ლუდომანები - აზარტული თამაშების მოყვარული ადამიანები ხშირად მთელი ფინანსური რესურსის დაკარგვის ნაცვლად იღებენ აზარტით მინიჭებულ სიამოვნებას.



ტერენს ვატანაბე - ამერიკელი ბიზნესმენი, რომელმაც ერთი წლის
განმავლობაში ლას ვეგასის კაზინოებში წააგო $200 000 000. გარდა ამისა, მას კაზინო "Rio" და "Caesars Palace"-ს ვალი მართებს $14 000 000-ის ოდენობით. image image image imageტერენს ვატანაბემ, იმისათვის რომ დაეფარა მიმდინარე ვალები, მონაწილეობა მიიღო რამდენიმე ფინანსურ მაქინაციაში, რაც არის კანონის დარღვევა. ნევადის შტატის კანონმდებლობით ვატანაბეს ემუქრება პატიმრობის 28 წელი. წაგებული თანხის და ამავდროულად კანონის დარღვევის გათვალისწინებით ძალიან ბევრმა მოთამაშემ აღიარა ის მსოფლიოში ყველაზე დიდ "ლუზერად". ნევადის შტატის პროფესორი, აზარტული თამაშების სპეციალისტი უილიამ ტომპსონი თვლის, რომ ვიტანაბემ დაამყარა მსოფლიო რეკორდი, რადგან არავის არასდროს წაუგია მსგავსი ოდენობის თანხა კაზინოში.image imageტერენს ვატანაბემ განაცხადა, რომ არ აპირებს კაზინოებისთვის წაგებული თანხის დაბრუნებას. გარდა ამისა, მან უჩივლა კომპანია "Harrah"-ს, რომელსაც ეკუთვნის ამ კაზინოების მონაცემები. ბიზნესმენის თქმით, კაზინოს პერსონალი ახდენდა მასზე ზეგავლენას, აძალებდნენ ალკოჰოლური სასმელის მიღებას და უბიძგებდნენ გაეგრძელებინა ბლექ ჯექ-ის თამაში. ვიტანაბეს ადვოკატი - პირს ოდონელი ამტკიცებს, რომ მისი კლიენტი გახდა კაზინოს თანამშრომლების შეთქმულების მსხვერპლი. ცნობილია, რომ ადვოკატმა შეძლო შეემცირებინა გადასახდელი თანხის ოდენობა 30%-მდე. ამჟამად არავინ იცის რით დამთავრდება ეს სასამართლო პროცესი, მაგრამ უკვე აშკარაა, რომ ეს იქნება ყველაზე სკანდალური მოვლენა "ცოდვების ქალაქი"-ს ისტორიაში.

1
1184
6-ს მოსწონს
ავტორი:Casper
Casper
1184
  
2012, 14 ივლისი, 11:54
რამდენი გოიმია დედამიწაზე:)))
0 1 1