x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
გოგონამ ჩაგვრის და დაცინვის გამო სკოლა მიატოვა და 4 წელიწადში მილიონერი გახდა

image

ბრიტანელი გოგონა 16 წლის იყო, როდესაც სკოლა მიატოვა ბულინგის გამო და 20 წლის ასაკში უკვე მილიონერი გახდა, მისი ისტორია გამოცემა The Mirror-მა მოგვითხრო.


ლივ კონლონი( Liv Conlon) ქალაქ გლაზგოდან არის, სკოლაში იყო ბეჯითი და წარმატებული მოწაფე, თუმცა მოუწია სკოლის მიტოვება 16 წლის ასაკში იმის გამო, რომ თანაკლასელები მუდამ დასცინოდნენ.

აღსანიშანავია, რომ გოგონამ ჯერ კიდევ 13 წლის ასაკიდან გამოავლინა ბიზნესის ნიჭი. იგი ინტერნეტით ჩინეთიდან იწერდა ნივთებს, შემდეგ ყიდდა. გოგონამ ამ გზით შეძლო 5 ათასი ფუნტი სტერლინგის შოვნა.

image


გოგონას კომპანიის შექმნის იდეა მას შემდეგ დაებადა, როდესაც დედამისმა სამი თვის განმავლობაში ვერ შეძლო საკუთარი წარმატებული სატრენინგო შენობის გაყიდვა.

ქალმა ვერ შეძლო დაექირავებინა ინტერიერის დიზაინერი, რომელიც სტუდიას გასაყიდად მოამზადებდა.


გოგონა დედას მიეხმარა ფართის ავეჯით გაწყობაში და სამი დღის შემდეგ მყიდველიც გამოჩნდა, რომელმაც შენობა იყიდა უფრო ძვირად, ვიდრე გათვალისწინებული ჰქონდათ.

image

ამის შემდეგ ახალგაზრდა გოგონა დაფიქრდა და მიხვდა, რომ ბაზარზე მსგავსი სერვისის მოთხოვნილება არის. ლივ კონლონი საკმაოდ დაბალი კაპიტალით და დიდი ენთუზიაზმით შეუდგა საქმეს.


პირველ წელს კომპანიის შემოსავალი 30 000 ფუნტი სტერლინგი იყო, ხოლო უკვე მეორე წელს 1 მილიონი ფუნტი შეადგინა. გოგონა ამჟამად წელიწადში 300 სახლს აწყობს ავეჯით და დაქირავებული ჰყავს 10 ადამიანი, მათ შორის არიან ოჯახის წევრებიც - 52 წლის დედა და 22 წლის ძმა.

image

20 წლის გოგონამ თავისთვის ცალკე ბინა იყიდა და რემონტიც გააკეთა, ბინის ფასი 100 000 ფუნტი სტერლინგია.






ასევე დაგაინტერესებთ

1
2738
7-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
2738
  
2019, 20 იანვარი, 15:50
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1