სხვა როგორ შევადგინოთ ქორწინებისთვის ხელსაყრელი ასაკის ინდივიდუალური გრაფიკი 2019, 18 იანვარი, 13:49 უკვე ცნობილია, რომ დაბადების თარიღი ადამიანის ბედზე გარკვეულ ზეგავლენას ახდენს. ყოველ ადამიანს თავისი ბედის რიცხვი აქვს. ის, თუ როდის დაიბადა ადამიანი, არა მარტო ხასიათის გარკვეულ თავისებურებებს განსაზღვრავს, არამედ გავლენას ახდენს ქორწინებაზეც და პროფესიულ მიღწევებზე.
ნუმეროლოგებმა გამოთვალეს ის კანონზომიერება, რომელიც დაბადების და ქორწინების თარიღებს აკავშირებს. როგორ შევადგინოთ ინდივიდუალური გრაფიკი და გამოვთვალოთ ქორწილისთვის რომელი ასაკია მეტნაკლებად ხელსაყრელი? ამისთვის, უბრალოდ ფურცელი და კალამი დაგჭირდებათ: 1.დაწერეთ ფურცელზე თქვენი დაბადების თარიღი. მაგ: 18.03.1992. იმისთვის, რომ ცხოვრების კოდი გამოვთვალოთ, თვე და რიცხვი დაბადების წელზე უნდა გავამრავლოთ: 1803X1992=3591576 2. ახლა, დახაზეთ გრაფიკი. ვერტიკალურ ღერძზე მონიშნეთ ციფრები 1-დან 9-მდე, ჰორიზონტალურზე კი ათვლის წერტილად 17 აიღეთ და 23-ით დაასრულეთ. როგორც მიხვდით, ჰორიზონტალურ ღერძზე ასაკი ინიშნება. შემდეგ 17-ის ქვემოთ ჰორიზონტალურად დაწერეთ რიცხვები 24-დან 30-მდე და ა.შ. 3.ახლა კი მოვნიშნოთ წერტილები და გამოვყოთ რომელია მათგან პიკი. ჩვენი ცხოვრების კოდია 3591576. პირველი ციფრი 3- ღერძებზე 17-ისა და 3-ის კვეთაზე იქნება, მეორე რიცხვი-5 კი 18-ისა და 5-ის კვეთაზე, მესამე რიცხვი 9 - 19-ისა და 9-ის კვეთაზე და ა.შ. 4.ახლა კი შევხედოთ. გრაფიკის მიხედვით, ქორწინებისთვის საუკეთესო წლებია-19, 25 და 33. კარგი პერიოდია ასევე 22, 29 და 36. ყველაზე ცუდი ასაკი კი20, 27 და 34 წლებია. რათქმაუნდა, ბედნიერი ქორწინებისთვის, პირველ რიგში სიყვარული, ერთგულება და ურთიერთპატივისცემაა საჭირო. 66 შეფასება არ არის
|