x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134033
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508243
ფეხბურთელები, რომლებიც ერთად თამაშობდნენ, თუმცა ერთმანეთი სძულდათ
ზლატან იბრაჰიმოვიჩი

ამას წინათ ფეხბურთელის კარიერა დაასრულა ბოლო წლების ერთ-ერთმა ყველაზე ნიჭიერმა ჰოლანდიელმა ფეხბურთელმა - ნახევარმცველმა რაფაელ ვან დერ ვაარტმა. არავისთვის საიდუმლო არაა, რომ ამ მოთამაშის კარიერა საკმაოდ არაერთმნიშვნელოვანი იყო და ეს არამარტო მიღებული ტრავმების მიზეზით. ვან დერ ვაარტი, "აიაქსის" მოთამაშედ ყოფნისას, მაგრად წაკინკლავდა მასავით ახალგაზრდა ფეხბურთელთან - ზლატან იბრაჰიმოვიჩთან, მაგრამ საბოლოო ჯამში "აიაქსის" ბოსებმა მოვლენებს დაასწრეს და ზლატანი "იუვენტუსს" მიჰყიდეს, რათა არ დაეშვათ კონფლიქტის გაღრმავება და "გრადუსის აწევა".


თუმცა ეს ერთადერთი შემთხვევა არ არის, როცა ერთი გუნდის ფეხბურთელები მხარდამხარ თამაშობენ, საფეხბურთო მინდორს გარეთ კი ერთმანეთისათვის თითქმის უბოროტესი მტრები აღმოჩნდებიან ხოლმე.


ენდი კოული და ტედი შერინგემი
"მანჩესტერ იუნაიტედის" და ინგლისის ნაკრების ორმა გამოჩენილმა ფორვარდმა ბევრ წარმატებას მიაღწია, მრავალგზის გახდა პრემიერლიგის ჩემპიონი და ასევე ბევრჯერ მოიპოვა ჩემპიონთა ლიგის პრიზები. მაგრამ რეალურ ცხოვრებაში ეს ორი ფეხბურთელი ერთმანეთს საერთოდ არ ელაპარაკებოდა, ურთიერთობა არ ჰქონდათ. ზოგჯერ სქმე იქამდეც კი მიდიოდა, რომ თუ ერთს მეორისთვის რაიმე უნდა გადაეცა, ამისათვის მესამე პირის ჩარევა იყო საჭირო. ისე, კაცმა რომ თქვას, საფეხბურთო მინდორზე მათი კონფლიქტი პრაქტიკულად შეუმჩნეველი იყო და ორივე ფეხბურთელი ძალების მაქსიმალური დაძაბვით თამაშობდა.

ენდი კოულსა და ტედ შერინგემს შორის მტრული დამოკიდებულება ჯერ კიდევ 1995 წელს დაიწყო, როცა პირველი "მანჩესტერ იუნაიტედის" მოთამაშე იყო, მეორე კი "ტოტენჰემის" ღირსებას იცავდა. ორივე ერთმანეთს ინგლისის ნაკრებში შეხვდა, სადაც ენდი კოულის დებიუტი ურუგვაის ნაკრებთან გაიმართა. ენდიმ ტედი შეცვალა და იმ მომენტში, როცა ეს პროცედურა მიმდინარეობდა, ტედი თანაგუნდელის მიმართ არამეგობრულად მოიქცა: ჩანაცვლების მომენტში ენდის ხელი არ ჩამოართვა.

მოგვიანებით ენდი კოულმა თავის ავტობიოგრაფიაში დაწერა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია იმის გარკვევა, თუ რატომ ჩაიდო გულში წყენა და მტრობა თანაგუნდელ ტედი შერინგემის მიმართ დიდი ხნის განმავლობაში: "ჩემთვის ინგლისის ნაკრებში თამაშის სურვილი აუწერელი იყო. მომენტი დადგა. გავდივარ მინდორზე. სტადიონზე დაახლოებით 60 ათასამდე მაყურებელია. შერინგემი ჩემკენ მოდის. ველოდები ხელის ჩამორთმევას და რაღაც ამდაგვარ ფრაზას - "წარმატება, კოული!".

მე მზად ვარ ხელის ჩამოსართმევად, ის კი აგდებულად შებრუნდა და გვერდით გამიარა გაურკვეველი მიზეზით, რომელიც მე დღემდე ვერ გამიგია.. მე არც ის ვიცი, რა პრობლემა შეიძლება ჰქონოდა მას ჩემ მიმართ. ჩვენ ხომ ინგლისის ნაკრებში პარტნიორები ვიყავით. იმ დროს ჩემი დებიუტი იყო, ის კი აგდებით მომექცა. იცით, თავში რა აზრები მქონდა იმ მომენტში? ვფიქრობდი: "ღმერთო ჩემო, რამდენმა ადამიანმა დაინახა, რომ ტედ შერინგემმა ხელი არ ჩამომართვა?!". გაოცებული და ნირწამხდარი ვიყავი! იმ წუთიდან მივხვდი, რომ შერინგემი ჩემი მეგობარი არ იქნებოდა. ორი წლის შემდეგ, 1997 წლის ზაფხულში, "იუნაიტედიდან" ერიკ კანტონას წასვლის გამო კლუბში შერინგემი გადმოვიდა. ჩვენ ერთად რამდენიმე წელი ვითამაშეთ, მრავალი გოლიც გავიტანეთ, მაგრამ მისთვის არასოდეს ერთი სიტყვაც კი არ მითქვამს", - აღიარებს კოული.

საინტერესოა, რომ კოულმა და შერინგემმა "მანჩესტერ იუნაიტედის" ოფიციალურ მატჩებში ერთად 4581 წუთი გაატარეს და ორივემ ამ ხნის განმავლობაში 54 გოლი გაიტანა!



▪ სტატიის გაგრძელება და ვიდეო იხილეთ ბმულზე

ჩხუბი

0
93
შეფასება არ არის
ავტორი:Sportall.ge
Sportall.ge
93
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0