x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
რამდენად სახიფათოა შეშის ღუმელი
ის წვავს შეშას და ხელს უწყობს ტყეების გამეჩხერებას, მაგრამ ეს არ არის პრობლემის დასასრული. ეს არის პრობლემის დასაწყისი მხოლოდ: სტატისტიკის თანახმად შეშის თითოეული ღუმელი გამოყოფს იმდენივე მოცულობის მავნე ნივთიერებებს, რამდენსაც მთელი დუჟინი ტექნიკურად გაუმართავი 10 წლის ავტომანქანებისა.


ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კვლევების თანახმად შეშის ღუმელი საშუალოდ 10 წლით უმოკლებს ადამიანს სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობას გერმანიაში. არადა, მოგეხსენებათ, გერმანია არის ქვეყანა, სადაც შეშის ღუმელი ლამის რარიტეტია. ჰოდა, წარმოიდგინეთ, რა კატასტროფული მდგომარეობა უნდა იყოს ამ მხრივ საქართველოში, სადაც მოსახლეობის უმრავლესობა დღემდე ძირითადად შეშით თბება და როცა ზამთარში რომელიმე სოფელს შორიდან გახედავ, შეშის წვისგან გაჩენილ კვამლში გახვეულ სახლებს ხედავ მხოლოდ.


ევროკავშირში შეშა წარმოადგენს 400 000 ადამიანის ნაადრევი გარდაცვალების უმთავრეს მიზეზს ყოველწლიურად. COPD / COB, ფილტვის ემბოლია და ფილტვის ინფარქტი, ლეიკემიები და ლიმფომები – ეს იმ დაავადებების არასრული ჩამონათვალია, რასაც შეშის ღუმელი იწვევს.


შეშის ღუმლის გამონაბოლქვი შეიცავს სხვადასხვა ძალიან საშიშ მჟავებს, ორჟანგებს, კუპრს, ბენზპირენს და ჭვარტლს – მთელი ეს მხუთავი კოქტეილი მოცემულია შეშის ღუმლის გამონაბოლქვში.



ბენზპირენი ძალიან საშიში კანცეროგენია. ფილტვების მეშვეობით ის ხვდება სისხლში და ხელს უწყობს ძვლის სისხლმბადი და სასუნთქი სისტემების უჯრედების ავთვისებიანი პათოლოგიების (ჰოჯკინური და არაჰოჯკინური ლიმფომები, მიელოდისპლაზიური სინდრომები, ქრონიკული და მწვავე ლიმფატური ლეიკემიები, რუსტიცკი-კალერის დაავადება, ფილტვის კიბო, მეზოთელიომა და ა. შ.) წარმოქმნას.


შემთხვევითი არ არის, რომ შედარებით სუსტი ორგანიზმის მქონე ადამიანები (სხვადასხვა ქრონიკული დაავადებების მატარებელი პაციენტები, მოხუცები, ორსული ქალები, ბავშვები) სწორედ ზამთარში იღუპებიან. შეშის ღუმელი ხელს უწყობს მათ დაღუპვას.


შეშის ღუმლის გამონაბოლქვი განსაკუთრებით სახიფათო შინაური ცხოველებისთვის არის. სხეულების აგებულების თავისებურებების გამო ეს არსებები ხომ დედამიწის ზედაპირთან განსაკუთრებით ახლოს ცხოვრობენ, სადაც მხუთავი აირის მოჭარბებული კონცენტრაცია მიმდინარეობს.


სწორედ ამიტომ ზამთარში განსაკუთრებით ბევრი შინაური ცხოველი იღუპება.


შეშის მხოლოდ 17 000 ღუმელი ზამთარში ისევე სახიფათოა, როგორც მთელი საგზაო მოძრაობა მთელი წლის მანძილზე.


მაგრამ შეშის ღუმლის გამონაბოლქვი განსაკუთრებით სახიფათო მაინც იმის გამოა, რომ ხის ნარჩენების წვის შედეგად უაღრესად წვრილი მოცულობის საშიში ნაწილაკები (სიდიდე: 2, 5 მიკრომეტრი და ნაკლები) გამოიყოფა, რასაც ცოცხალი ორგანიზმი ძალიან სწრაფად ითვისებს. შედარებითი დიდი (10 მიკრომეტრი და მეტი) მოცულობის ნაწილაკები ზედა სასუნთქი გზების მეშვეობით ორგანიზმიდან განიდევნება, აი 2, 5 მიკრომეტრი სიდიდის ნაწილაკებს კი – რასაც შეშის ღუმელი და ბუხარი გამოყოფს – ორგანიზმი ვერაფერს ვერ უხერხებს და ამიტომ ყოველი ასეთი ნაწილაკი ფილტვების და გულის მეშვეობით პირდაპირ სისხლში და ლიმფურ კვანძებში ხვდება.


ჭვარტლის ნაწილაკები 3200-ჯერ უფრო მეტად უწყობენ ხელს გლობალურ დათბობას, ვიდრე მხუთავი აირი.


გერმანიაში უშუალოდ ღუმლიდან მხუთავი აირის დახურულ სივრცეში დაგროვების შედეგად წლიურად 600 ადამიანი იღუპება.


საქართველოში არც მსგავსი სტატისტიკა არ გაგვაჩნია.ორი ღუმელი

0
1081
1-ს მოსწონს
2-ს არა
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
1081
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0