x
image
მანანა თურმანიძე
აშშ ეჭვქვეშ აყენებს საერთაშორისო უსაფრთხოებას, აცხადებს რა, რომ ჩრდილოეთ კორეას რუსეთიდან მიეწოდება სარაკეტო ტექნოლოგიები
image

აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტმა გაასაჯაროვა ახალი გეგმა აშშ-ს რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერების და გაფართოების შესახებ ხმელეთზე, ზღვასა და კოსმოსურ სივრცეში, რუსეთთან და ჩინეთთან ბირთვული კრიზისის წარმოშობის საფრთხის ფონზე.


რუსეთის რწმუნებულმა ფხენიანში, ალექსანდრე მაცეგორამ, პარასკევს განაცხადა, რომ ბრალდებები ფხენიანის მიერ რუსეთის მხრიდან სარაკეტო თავდაცვის ტექნოლოგიების მიღებასთან დაკავშირებით "აბსოლუტურად უსაფუძვლოა".


"მინდა აღვნიშნო მთელი ჩემი პასუხისმგებლობით, რომ რუსეთის წინააღმდეგ გამოთქმული ბრალდებები ჩრდილოეთ კორეის მიერ რუსეთის მხრიდან სარაკეტო და საჰაერო თავდაცვის ტექნიკის შეძენის შესახებ არის გამოგონილი და აბსოლუტურად უსაფუძვლო. კიდევ ერთი მცდელობა [შეერთებული შტატებიდან], ამ უსამართლო გზით გაამართლოს საერთაშორისო უსაფრთხოების სფეროში დესტაბილიზაციის პოლიტიკის გატარება", - განაცხადა მაცეგორამ პარასკევს.




აშშ-ს ახალ სარაკეტო თავდაცვით მიმოხილვაში ნათქვამია, რომ "ჩრდილოეთ კორეამ შეიძინა რუსული რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის ტექნოლოგია და ახორციელებს საკუთარი სარაკეტო თავდაცვითი შესაძლებლობების განვითარებას, კერძოდ, მობილური საჰაერო და რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემა [...], მიუხედავად იმისა, რომ ადგილობრივი წარმოებისაა, მისი ინტერცეპტორები და რადარის სისტემა იზიარებს მსგავსებას რუსულ სისტემებთან".



პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მდივნის მოადგილემ, ჯონ რუდმა ხუთშაბათს ჟურნალისტებს განუცხადა, რომ, რადგანაც ჩრდილოეთ კორეა დამატებით სისტემებს აწარმოებს და მათი დახვეწილობა იზრდება, ამერიკის შეერთებული შტატების პასუხი უნდა იყოს ძლიერი და ეფექტური.



კორეის ნახევარკუნძულზე არსებული ვითარება ჩრდილო-კორეის სარაკეტო და ბირთვული ტესტების გამო ათწლეულების განმავლობაში დაძაბული რჩება, გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების დარღვევით.



12 ივნისს სინგაპურში პირველი აშშ-ჩრდილო-კორეის სამიტი გაიმართა. შეხვედრის დასრულების შემდეგ ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა კიმ იონგ-ინმა დაადასტურა თავისი განზრახვა დენუკლიარიზაციის შესახებ, ხოლო აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, თავის მხრივ ფხენიანს უსაფრთხოების უზრუნველყოფის პირობა აღუთქვა.



მხარეებმა უკვე დაიწყეს მეორე სამიტის განხილვა, თუმცა კონკრეტული შედეგები ჯერჯერობით არ არის მიღწეული. ტრამპის მაღალჩინოსანმა უსაფრთხოების საკითხებში, ჯონ ბოლტონმა დეკემბერში განაცხადა, რომ ვაშინგტონი იანვარში ან თებერვალში აპირებდა მის ჩატარებას. ამავე დროს, მან აღნიშნა, რომ აშშ-ს ადმინისტრაცია არ აპირებს სანქციების მოხსნას ფხენიანის წინააღმდეგ.



მის საახალწლო მიმართვაში კიმმა დაადასტურა, რომ მზად არის სამხრეთ კორეასთან და შეერთებულ შტატებთან ურთიერთობის გასაუმჯობესებლად და აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპს "ნებისმიერ დროს" შეხვდება.



თუმცა, მან დასძინა, რომ თუ ვაშინგტონმა ვერ შეასრულა მისი დაპირებები და განაგრძო სანქციების გატარება, ფხენიანს "სხვა არჩევანი არ დარჩება, გარდა იმისა, რომ სხვა გზას მიმართოს". კერძოდ, კიმმა ვაშინგტონს მოუწოდა, არ განალაგოს სამხრეთ კორეაში სტრატეგიული იარაღი და არ განახორციელოს წვრთნები, რომლის სამიზნეც შესაძლოა ფხენიანი იყოს.



იანვრის დასაწყისში რუსეთის წარმომადგენელმა ფხენიანში, ალექსანდრ მაცეგორამ, განიხილა კორეის ნახევარკუნძულზე დენუკლიარიზაციის საკითხები ჩრდილოეთ კორეის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან, შოუ შონ ჰიუისთან.



"შეხვედრაზე განიხილეს კორეის ნახევარკუნძულზე ბირთვული პრობლემის მოგვარების გზების ძიების საკითხი, სადაც ხაზგასმით აღინიშნა, რომ ჩრდილოეთ კორეის რესპუბლიკის საგარეო ოფისის ტაქტიკა და სტრატეგია #დენუკლიარიზაციის შესახებ მთლიანად და სრულად ეფუძნება ჩკრ-ის ლიდერის, კიმ იონგ-უნის პრინციპებს, რომლებიც ხაზგასმულია მის საახალწლო მიმართვაში ხალხისადმი" - წერს საელჩო Facebook გვერდზე.



ელჩმა კიდევ ერთხელ დაადასტურა რუსეთის მხარდაჭერა იმ ინიციატივების მიმართ, რომლებიც მიზნად ისახავს ჩრდილო-აღმოსავლეთ აზიაში დაძაბულობის შემცირებას და კორეის საკითხების კომპლექსურ გადაწყვეტას, ყველა მხარის შეშფოთების გათვალისწინებით.


წყარო: https://sputniknews.com/asia/201901181071585517-usa-russia-north-korea-missile-tech-claims/

0
39
2-ს მოსწონს
ავტორი:მანანა თურმანიძე
მანანა თურმანიძე
39
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0