x
image
ზურმუხტისთვალება
Mediator image
ფიგეროას თვალით დანახული ქართველები

image


ავტორის სიტყვები: - დღეს ისევ დონ გარსია დე სილვა ი ფიგეროას “შევხვდი“... რაც უფრო მეტს ვკითხულობ მის ჩანაწერებს მით უფრო ვრწმუნდები ამ საბუთის თარგმნის აუცილებლობაში. უამრავი საინტერესო დეტალია მე-17 საუკუნის ამბებზე, მათ შორის ისიც თუ რაოდენ კარგად საუბრობდა შაჰ აბასი ქართულად. ფიგეროას თვალით დანახული ქართველები კი ასეთები იყვნენ:


"კაცნი კარგად აგებულნი და ძლიერნი, თეთრი და კეთილშობილური იერსახის, ომში მკვირცხლნი და შეუპოვარნი; თავიანთ ხშირ ტყეებს ამოფარებულნი ისინი მუდამ ახერხებენ საკუთარი თავის დაცვას და მხოლოდ მაშინ მარცხდებიან როდესაც მათი ერთობა ირღვევა და ისინი ცალ-ცალკე ჯგუფებად არიან დაყოფილი. სწორედ ასეთ მომენტებში აწიოკებენ მათ თურქები და სპარსელები. მართალია ქართველები არიან მამაცნი და გამბედავები, რაც არსებითი თვისებებია კარგი ჯარისკაცისათვის, ისინი ამავე დროს არიან უქნარები, ეწინააღმდეგებიან ყოველგვარ დაქვემდებარებასა და მტკიცე დისციპლინას, რის გამოც მათ შორის არანაირი წესრიგი არ სუფევს; მათ პოლიტიკური ან სამხედრო რესპუბლიკის მცირე გამოვლინებაც კი არ გააჩნიათ. მათ შორის ძალიან ცოტაა მდიდარი [და] ისინი კმაყოფილდებიან სწორედ იმდენით რამდენიც საჭიროა საარსებოდ დიდი შრომის გარეშე, რაშიც მათ დიდად ხელს უწყობს მათი საოცრად უხვი და ნაყოფიერი მიწა-წყალი."


წყარო: ლუიზიანას უნივერსიტეტის პროფესორი ალექსანდრე მიქაბერიძის გვერდიდან.

3
489
1-ს მოსწონს
ავტორი:ზურმუხტისთვალება
ზურმუხტისთვალება
Mediator image
489
  
2019, 20 იანვარი, 22:34
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2019, 19 იანვარი, 22:56
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2019, 19 იანვარი, 20:25
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 3