x
image
white knight
რა უთხრა დიდმა ინგლისელმა ჰუმანისტმა, თომას მორმა სიკვდილის წინ ჯალათს. ერთ-ერთი ყველაზე ღირსეული სიკვდილი ისტორიაში
image


თომას მორი, ინგლისელი ჰუმანისტი და მწერალი, "უტოპიის" ავტორი, მოღვაწეობდა 1478-1535 წლებში. 1523 წელს მეფის თანხმობით, იგი თემთა პალატის თავმჯდომარედ აირჩიეს. 1529 წელს თომას მორი ინგლისის ლორდ-კანცლერი ხდება. მიუხედავად ასეთი დიდი წყალობისა, მორი არ გამხდარა მეფის მორჩილი იარაღი პარლამენტში. როდესაც ინგლისის მეფემ, ჰენრი VIII-მ, კატალინა არაგონელთან დაშორება და მისი მოსამსახურის, ანა ბოლეინის ცოლად შერთვა გადაწყვიტა, თომას მორმა მხარი არ დაუჭირა მას, გააკრიტიკა მეფის გადაწყვეტილება და უარი განაცხადა კანცლერის თანამდებობაზე, რის გამოც ჰენრი VIII-მ მას სახელმწიფო ღალატში დასდო ბრალი და დილეგში ჩააგდო.


1535 წელს, უკანასკნელ სასამართლო პროცესზე, მორს გამოუტანეს სასტიკი განაჩენი, რომლის მიხედვითაც თომას მორის სხეული უნდა დაენაწევრებიათ და ქალაქის კარიბჭეზე ჩამოეკიდათ, ხოლო თავს კი ლონდონის ხიდზე ჩამოკიდებდნენ. შემდგომში მეფემ „შეამსუბუქა“ განაჩენი და ბრძანა, მხოლოდ თავი მოეკვეთათ „დამნაშავისთვის“. როდესაც ტაუერში მყოფ თომას მორს შეატყობინეს, მეფემ მტანჯველი სიკვდილისგან გიხსნა და განაჩენი შეგიმსუბუქაო, მორმა წამოიძახა — ღმერთო! შენ დაიფარე ყველა მეფის ასეთი მოწყალებისგანო.


სიკვდილის წინ თომას მორს იუმორის გრძნობა არ დაუკარგავს. ეშაფოტზე ასვლისას იგი ჯალათს ეხუმრებოდა და ამხნევებდა – ცოცხლად მეგობარო! ნუ გეშინია შენი მოვალეობის, კისერი მოკლე მაქვს, კარგად დაუმიზნე, რომ არ შერცხვეო.



ალბათ ასეთ ღირსეულ სიკვდილს შეეფერება ყველაზე მეტად მარკუს ავრელიუსის ცნობილი გამონათქვამი: "სიკვდილი ყველას გვიღიმის, მაგრამ მხოლოდ მამაცს შეუძლია გაუღიმოს მას საპასუხოდ"

2
960
3-ს მოსწონს
ავტორი:white knight
white knight
960
  
2019, 19 იანვარი, 22:58
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2019, 17 იანვარი, 22:08
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 2