x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
ვინ იყვნენ დიდ დიღომში დაღუპული დედა-შვილი
imageგუშინ დიდ დიღომში დატრიალებულ ტრაგედიის ერთ-ერთი მსხვერპლი, სამი შვილის დედა, 36 წლის ნათია ციცვიძე გახლავთ, იგი ქართულ-ამერიკულ სკოლაში ისტორიის მასწავლებელი იყო.



36 წლის ნათია ციცვიძე 5 წლის განმავლობაში მუშაობდა ამ სკოლაში. მისი კოლეგები ციცვიძეს წარმატებულ პედაგოგად ახასიათებენ.სკოლის ადმინისტრაციამ გასულ წელს მას წარმატებული მუშაობისთვის სიგელი გადასცა.

როგორც ირკვევა ნათია ციცვიძეს ოჯახი ავთანდილის ქუჩაზე საცხოვრებლად ახალი გადასულები იყვნენ.

გუშინ დატრიალებული ტრაგედიის დროს 36 წლის ნათია ციცვიძესთან ერთად გარდაიცვალა მისი შვილი და ასევე, მისი და.


image

ქართულ-ამერიკული სკოლის მასწავლებლები გეგმავენ, რომ ხვალ შეიკრიბონ და ნათია ციცვიძის ხსოვნასთან დაკავშირებით სხვადასხვა ღონისძიება დაგეგმონ, მათ შორის, სამძიმრის წიგნსაც გააკეთებენ.


ამის გარდა გუშინდელ ტრაგედიასთან დაკავშირებით ირკვევა ახალი დეტალები.ბინა მეექვსე სართულზე დაკეტილი იყო, რომელიც გურგენ თხელიძეს ეკუთვნოდა, მას მეზობლები დაუკავშირდნენ და აცნობეს, რომ სადარბაზოშ მკვეთრი გაზის სუნი იდგა, თხელიძემ ბინის შესამოწმებლად საკუთარი ნათესავი გააგზავნა, როდესაც ნათესავი ავთანდილის 8 ნომერში, მეექვსე სართულზე ავიდა და დაკეტილი ბინის კარი გააღო, აფეთქება სწორედ მაშინ მოხდა.სწორედ ეს მამაკაცია 4 დაღუპულიდან ერთ-ერთი.

0
327
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
327
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0