x
image
გემი დალანდი
სახალისო ისტორიები ჭკუის სასწავლი მორალით

image

ცოლი და მეზობელი

imageდილაა. ქმარი აბაზანაში შედის. ცოლი კი ახლა მორჩა შხაპის მიღებას. კარზე ზარია. ცოლი სასწრაფოდ პირსახოცს იხვევს შიშველ ტანზე და კარის გასაღებად გარბის. ზღურბლთან მათი მეზობელი ბობი დგას, რომელიც ქალის დანახვაზე ამბობს:“800 დოლარს მოგცემ, თუ პირსახოცს მოიხსნი." ქალი რამდენიმე წამით დაფიქრდება, შემდეგ პირსახოცს მოიხსნის და ბობის წინ სრულიად შიშველი დგას. ბობი 800 დოლარს აძლევს და მიდის. ქალი პირსახოცს ისევ იხვევს და სააბაზანოში ბრუნდება.

-ვინ იყო?-ეკითხება ქმარი.

-ბობი-პასუხობს ცოლი.

-მშვენიერია, -ამბობს ქმარი-იმ 800 დოლარზე ხომ არაფერი უთქვამს, ჩემი რომ მართებს?



მორალი: გაუზიარეთ თქვენს აქციონერებს ინფორმაცია გაცემული კრედიტების შესახებ, თორემ უსიამოვნო სიტუაციაში აღმოჩნდებით.


მღვდელი და მონაზონი

imageერთხელ, ერთმა მღვდელმა მონაზონს მანქანით წაყვანა შესთავაზა მონასტრამდე. მანქანაში მონაზონმა ფეხი ფეხზე გადაიდო და შიშველი ფეხები გამოაჩინა. მღვდელმა ძლივს მოახერხა საჭის დამორჩილება, შემდეგ კი მარჯვენა ხელი მონაზონს ფეხზე დაადო.

-მამაო, გახსოვთ ლუკა 14:10?-ჰკითხა მონაზონმა

მღვდელმა მაშინვე აიღო ხელი, მაგრამ როცა მანქანის სიჩქარე გადართო, ხელი ისევ მონაზვნის ფეხზე დადო.

-მამაო, გახსოვთ ლუკა 14:10?-ისევ გაუმეორა შეკითხვა მონაზონმა.

-შემინდე, დაო, ხორცი სუსტია-მოიბოდიშა მღვდელმა.

ამასობაში მონასტერთან მივიდნენ. მონაზონმა ამოიოხრა და მანქანიდან გადავიდა.

მღვდელი კი ეკლესიაში შევიდა და ლუკა 14:10 წაიკითხა: “როცა მოგიწვევენ, მიდი და დაჯექი ბოლო ადგილზე, რომ მოვიდეს შენი მაწვევარი და გითხრას: მეგობარო, გადაბრძანდი უფრო მაღლა!"


მორალი:თუ თქვენს საქმეს ცუდად იცნობთ, განვითარების უამრავ შესაძლებლობას გაუშვებთ ხელიდან.



ბუღალტერი, მდივანი, მენეჯერი და ჯინი

imageბუღალტერი, მენეჯერი და მდივანი სასადილოდ გავიდნენ ოფისიდან და ჯადოსნური ლამპარი იპოვეს, საიდანაც ჯინი გაათავისუფლეს. ჯინმა უთხრა, რომ ყველა მათგანს თითო სურვილს შეუსრულებდა.

-პირველი ვარ, პირველი!-აყვირდა მდივანი-მინდა, რომ ბაჰამის კუნძულებზე გავჩნდე, ახლავე, საკუთარ იახტაზე და არაფერი მანაღვლებდეს.- და გაქრა.

-ახლა მე, ახლა მე!-აყვირდა ბუღალტერი-მინდა ჰავაის პლაჟზე ვიყო წამოწოლილი, პინა კოლადას უამრავი მარაგის და ჩემი ცხოვრების სიყვარულის თანხლებით!-ისიც გაქრა.

-ახლა, შენი ჯერია!-მიმართა ჯინმა მენეჯერს.

-მინდა, რომ ეს ორნი შესვენების მერე ისევ ოფისში დააბრუნო.-მიუგო მენეჯერმა


მორალი:ყოველთვის დააცადეთ თქვენს უფროსს, რომ პირველმა გამოთქვას აზრი.


არწივი და კურდღელი

imageარწივი ხეზე იჯდა, არაფერს აკეთებდა.კურდღელმა დაინახა და ჰკითხა:

-შეიძლება, მეც დავჯდე, როგორც თქვენ, და არაფერი ვაკეთო?

-რათქმაუნდა-მიუგო არწივმა.

კურდღელიც ჩამოჯდა ხის ძირას. უცებ, საიდანღაც მელა გამოჩნდა, სტაცა პირი კურდელს და შესანსლა.


მორალი: იმისთვის, რომ იჯდეთ და არაფერი აკეთოთ, ძალიან, ძალიან მაღლა უნდა იჯდეთ.





0
216
შეფასება არ არის
ავტორი:გემი დალანდი
გემი დალანდი
216
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0