x
image
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
ახალი შესაძლებლობა წიგნის მოყვარულებისთვის - აუდიოწიგნების პირველი ვებგვერდი საქართველოში
image


თანამედროვე ადამიანს ქაოსურ რეჟიმში უწევს ცხოვრება. მუდმივად სადღაც გვეჩქარება, მუდმივად სადღაც გავრბივართ და რაღაც გვაქვს მოსაგვარებელი. დროის დეფიციტი არ გვაძლევს შესაძლებლობას, რომ წიგნთან მეტი დრო გავატაროთ. აუდიოწიგნების შექმნის ერთ-ერთი მიზანიც სწორედ ეს გახლავთ - გაამარტივოს ადამიანების წიგნთან ურთიერთობა. მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში აუდიოწიგნები უკვე დიდი პოპულარობით სარგებლობს.


საქართველოშიც გახმოვანებულა წიგნები, განსაკუთრებით კი ზღაპრები, თუმცა gudabooks.ge აუდიოწიგნებისთვის შექმნილი პირველი ვებგვერდია, რომელიც მკითხველს საშუალებას მისცემს, იქონიოს პირადი აუდიობიბლიოთეკა და იკითხოს წიგნები ყველგან: მანქანაში, მატარებელსა თუ თვითმფრინავში, ველოსიპედითა თუ ფეხით სეირნობისას, რიგში დგომისას, ვარჯიშის დროს ან უბრალოდ დასვენებისას.


აუდიოწიგნებით სარგებლობა შესაძლებელია ვებგვერდზე gudabooks.ge ან აპლიკაციით - გუდა (Guda), რომლის ჩატვირთვასაც iOS (iPad, iPhone, iPod Touch), Android და Windows (Windows 10, mobile) მომხმარებლები ონლაინმარკეტებიდან შეძლებენ.



„გუდასთვის არ არსებობს შეზღუდული შესაძლებლობები. ჩვენი გამომცემლობის მიზანია, წიგნი ყველასთვის იყოს ხელმისაწვდომი. ვებგვერდის შექმნაც სწორედ ამ იდეას ემსახურება. მას ძალიან მარტივად გამოიყენებენ შშმ პირებიც. აუდიო წიგნებთან ერთად ვებგვერდზე ხელმისაწვდომი იქნება წიგნების ელ. ვერსიებიც. “_ აცხადებს „პალიტრა L“-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის წარმომადგენელი, მარიამ აბდუშელიშვილი.


აუდიოწიგნები gudabooks.ge-ზე ყოველდღიურ რეჟიმში იწერება. ამ დროისთვის ვებგვერდზე უკვე ასამდე წიგნია გახმოვანებული, ესენია კლასიკური და თანამედროვე მწერლების თარგმანები, ქართველი ავტორები, აქ ნახავთ ბიზნესლიტერატურასაც და ცნობილი ადამიანების ბიოგრაფიებსაც.



Godabooks.ge ჯერჯერობით სატესტო ეტაპზეა, თუმცა მომხმარებელს უკვე შეუძლია სასურველი წიგნის შეძენა. პროდუქტი პროფესიონალი მსახიობების ხმებით და მაღალი ხარისხითაა ჩაწერილი, რაც უფრო კომფორტულს ხდის მის გამოყენებას.


დაინტერესებულ ადამიანებს შეუძლიათ ეწვიონ ვებგვერდს: www.gudabooks.ge ან გადმოწეროს აპლიკაცია შესაბამისი ონლაინმარკეტიდან.


აპლიკაციის გადმოსაწერად, თქვენი მოწყობილობიდან (Apple, Android, Windows) უნდა შეხვიდეთ ონლაინმარკეტებზე (App store, Playstore, Microsoft store) მოძებნოთ "Guda" და ჩამოტვირთოთ >>>




1
30
2-ს მოსწონს
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
30
  
2019, 12 თებერვალი, 20:08
ვაა რა მაგარია, საბას კი აქვს აუდიო მაგრამ მონაკვეთები
0 1 1