x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134028
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508243
4 ვარჯიში მეხსიერების გასაუმჯობესებლად
სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია:თუ ტვინს ყოველდღიურად არ დავტვირთავთ, ის უბრალოდ გადაეჩვევა ფიქრს. ზუსტად ისე, როგორც კუნთები ილევიან ვარჯიშის გარეშე, ტვინიც ბერდება და ჩვეულ დავალებებს ვეღარ ასრულებს.

მეცნიერები ამტკიცებენ, რომ მეხსიერების რეგულარული ვარჯიში ტვინის რუხი ნივთიერების უჯრედების ზრდას აჩქარებს, ეხმარება ახალი ნეირონული სიგნალების წარმოქმნას და ქმნის რთულ ფუნქციონალურ კავშირს ტვინის სხვადასხვა სტრუქტურებს შორის.

image

გთავაზობთ რამდენიმე სავარჯიშოს, რომლებიც ნათელ გონებას, კარგ მეხსიერებას შეგინარჩუნებენ და შესაძლოა ახალი უნარებიც აღმოგაჩენინონ საკუთარ თავში.



1.ფერადი სიტყვები

სურათზე ფერების აღმნიშვნელი სიტყვები წერია სხვადასხვა ფერებით. ხმამაღლა უნდა წარმოთქვათ არა სიტყვა, რომელიც წერია, არამედ ფერი, რომლითაც სიტყვა წერია. როცა ტექსტის ბოლომდე ჩახვალთ, გაიმეორეთ დავალება ახლა უკვე ბოლოდან, უკუსვლით.

imageარც ისე ადვილია, ხომ? საქმე ისაა, რომ ამ დროს ტვინის მარჯვენა ნახევარსფერო ცდილობს ფერი დაასახელოს, მარცხენა კი ცდილობს, სიტყვები წაიკითხოს. ეს სავარჯიშო ტვინის ორივე ნახევარსფეროს ავარჯიშებს, მათ შორის ახალ კავშირს ამყარებს.ეს ტექნიკა ხელს უშლის ალცჰაიმერის დაავადების განვითარებას.


2. შულტეს ტაბულა

მშვენიერი სავარჯიშოა პერიფერიული მხედველობისთვისა და ყურადღებისთვის. ამ ვარჯიშის შესრულებისას, ტაბულა თვალიდან 30-35სმ-ის მოშორებით უნდა იყოს. ფოკუსირება ტაბულის ცენტრში არსებულ რიცხვებზე გააკეთეთ, შეეცადეთ მზერა ტაბულის სხვა მხარეს არ გაგექცეთ და მოძებნეთ რიცხვები 1-დან 25-მდე, ზრდის მიხედვით, არ გამოტოვოთ არც ერთი რიცხვი. შეეცადეთ, რაც შეიძლება სწრაფად გააკეთოთ და ხმამაღლა არ წარმოთქვათ ციფრები. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ტაბულის ცენტრს არ მოწყდეთ და ეს რიცხვები მხოლოდ პერიფერიული მხედველობით იპოვოთ. თავიდან წუთი ან მეტი დრო შეიძლება დაგჭირდეთ, მაგრამ თქვენი საბოლოო შედეგი 10 წამი უნდა იყოს.

image

3.ნიშნები

მარჯვენა ხელით გააკეთეთ “მშვიდობის" ჟესტი, როგორც ეს სურათის მარცხენა მხარესაა, მარცხენა ხელით კი სიმბოლო “ოკ" გამოსახეთ, როგორც სურათის მარჯვენა მხარესაა ნაჩვენები. შემდეგ კი შეცვალეთ ხელების რიგითობა და ახლა პირიქით გააკეთეთ-მარჯვენათი “ოკ" და მარცხენათი “მშვიდობა".

ივარჯიშეთ ჯერ თითოეულ ჟესტზე, შემდეგ კი ორივე ხელით ერთდოულად გააკეთეთ ორივე ჟესტი.

imageერთი შეხედვით, ადვილი დავალებაა. თუმცა, მალევე იგრძნობთ, რა რთულია, სინქრონულად გააკეთოთ სხვადასხვა მოძრაობები ორი ხელით. ეს ვარჯიში ყურადღების კონცენტრაციაში დაგეხმარებათ და გამოგიმუშავებთ უნარს, რომ სწრაფად გადაერთოთ ერთი დავალებიდან მეორეზე.


4. წერე ერთდროულად ორივე ხელით

ამბობენ, რომ ისეთი ცნობილი ადამიანები, როგორებიც იყვნენ ლეონარდო და ვინჩი, ნიკოლა ტესლა და ბენჯამინ ფრანკლინი, ერთდროულად ორივე ხელს ფლობდნენ. თუ ამ ტექნიკას დეუფლებით, თქვენი მეხსიერების გაუმჯობესებას შეძლებთ.

აიღეთ ორი ფურცელი, ორივე ხელში დაიკავეთ ფანქარი ან კალამი და დაიწყეთ გეომეტრიული ფიგურების ხატვა ან სიტყვების წერა ერთდოულად ორივე ხელით.

imageეს ვარჯიში თქვენს ტვინს დაეხმარება, რომ ერთდროულად რამდენიმე დავალებას გაუმკლავდეს ხარისხიანად.

გარდა ამისა, შეეცადეთ ჩვეულებრივი საქმიანობის დროს, როგორიცაა: ვარცხნა, გაპარსვა, წერა, ჭამა და ა.შ. ხელი შეცვალოთ.

გარდა ამისა, შეეცადეთ ეს საქმიანობები დახუჭული თვალებით გააკეთოთ, შეცვალოთ ჩვეული მარშრუტები ახლით.

ტვინს ფოსფორით(მწარე შოკოლადი, წითელი თევზი, კვერცხის გული, ნუში, რძის პროდუქტები), კალიუმით(ბანანი, ავოკადო, ფორთოხალი) და მაგნიუმით(არაქისი, მზესუმზირა, სოიო) მდიდარი საკვები მოსწონს. ჩართეთ ისინი თქვენს რაციონში.imageგახსოვდეთ, იმისთვის, რომ მოწიფულ ასაკშიც სულით და სხეულით ახალგაზრდა დარჩეთ, აუცილებელია პირველ რიგში გონებაზე იზრუნოთ და ამის გაკეთება ახლავე უნდა დაიწყოთ.

1
36615
3-ს მოსწონს
ავტორი:გემი დალანდი
გემი დალანდი
36615
  
2019, 19 იანვარი, 20:32
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1