x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
დარდად ქცეული ერი, რომელსაც სამუდამოდ დაამახსოვრდება ციცქნა ფეხებზე წამოცმული წინდები, უბავშვებო თოჯინები და უყველაფრო სახლები - ნათიას ბლოგი

image


ყოველი დღე ისე იწყება, თითქოს არაფრის საშიშროება არ არსებობდეს. ყოველი წამი და წუთი დაუზღვეველია. ამ წუთას დედას ვუყურებ. წნევა აეწია და საბანში შეფუთული ცრემლმორეული თვალებით ემშვიდობება სხვისი ოჯახის წევრების სიცოცხლეს. ვინ იცის, სხვა სახლებში, სხვა ოთახებში რა ხდება. ან სულაც შეიძლება ქუჩის კუთხეში ვიღაცამ გულგახეთქილმა ჩაიარა და მთელი ქვეყნის ნაღველს ატარებს.
როცა რამე ცუდს ვიგებთ, განსაკუთრებით მაშინ, თუ ტერიტორიასაც ასახელებენ, მაშინვე ვფიქრობთ, ვინმე ჩვენიანს ხომ არ დაემართა რამე? სინამდვილეში ყველა ადამიანი ჩვენიანია. უბედურება ერთ სისხლად და ხორცად გვაქცევს ხოლმე.

ისეც ხომ ხდება, შიშისგან ძლივს გახსენებულ ლოცვას რომ იმეორებ თვალდახუჭული, ადამიანის გადასარჩენად და საკუთარი უსუსურობისგან ძარღვები გებერება. ასეთი ლოცვები ყოველთვის არ ჭრის, მაგრამ არასდროს დაიჯეროთ, რომ უფალი ყურდახშულია.


მთავრობა, ექიმები, პოლიცია, სასწრაფო, გარდაცვლილი, მოკლული თუ ცოცხალი.. ყოველთვის ვიღაც გამოგვყავს დამნაშავე. ზოგჯერ ღმერთიც კი. არასდროს გამოილევიან ბრალდებულები და მსხვერპლად ქცეულნი.

დარდად ქცეული ერი ვართ, რომელსაც ჯერ კიდევ შერჩა გაღიმების ძალა. ერს, რომელსაც სამუდამოდ ჩაებეჭდა მეხსიერებაში პატარას ბულულებიანი თმა და ციცქნა ფეხებზე წამოცმული წინდები, ვირუსისგან დაღუპული დედების სახეები, ავარიაში მოყოლილი ბიჭების ღიმილი, ვერეს ხეობაში დატოვებული სევდა, აგვისტოს ცეცხლში გახვეული ადამიანები, უბავშვებო თოჯინები და უყველაფრო სახლები.. ვინ მოთვლის.. სრულად წაკითხვა > > >






1
2352
4-ს მოსწონს
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
2352
  
2019, 17 იანვარი, 22:08
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1