x
მეტი
  • 18.04.2024
  • სტატია:134377
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508455
რისთვის არის კარგი ტანვარჯიში და რა ასაკში უნდა მიიყვანოთ ბავშვი?
ტანვარჯიში არის სპორტის სახეობა, რომელიც მოითხოვს ვარჯიშების შესრულებას, ფიზიკურ სიძლიერეს, მოქნილობას და კოორდინაციას.

ტანვარჯიში მოიცავს ხუთ სახეობას: მხატვრული ტანვარჯიში, სპორტული ტანვარჯიში, ბატუტზე ხტომა, აკრობატიკა და აერობიკა. თითოეული მათგანი ბავშვის განვითარებაზე დადებით გავლენას ახდენს. თუ რა დადებითი მხარეები აქვს სპორტის ამ სახეობას და რა ასაკში უნდა მივიყვანოთ ბავშვი დარბაზში, ამაზე ტანვარჯიშის მწვრთნელი ირაკლი იჩხიტიძე გვესაუბრა.

image

- რა ასაკშია რეკომენდებული ბავშვის ტანვარჯიშზე მიყვანა?


- რეკომენდირებულია 4-5 წელი, მაგრამ გვხვდებიან 3 წლის პატარებიც. მოგეხსენებათ, ტანვარჯიშს ბევრი სასარგებლო და დადებითი თვისება აქვს. ტანვარჯიში ხელს უწყობს ბავშვის გაჯანსაღებას და დადებით გავლენას ახდენს მის აღნაგობაზე. ვარჯიშის დროს ვითარდება საყრდენ-მამოძრავებელი სისტემა და უმჯობესდება მოტორიკა. ბავშვი ეჩვევა და სწავლობს დისციპლინას, კომუნიკაციას, წინააღმდეგობების გადალახვას...


-რას სთავაზობს ქიდს არენა მოზარდებს?

ქიდს არენა გახლავთ სრულიად ახალი ფორმატის, ბავშვთა ევროპული სპორტულ-გამაჯანსაღებელი კლუბი, სადაც მაღალი კვალიფიკაციის მწვრთნელები მუშაობენ. მწვრთნელები ბავშვების განვითარებას უნიკალური პროგრამების საშუალებით, ფიზიკური ბაზისა და მორალური პრინციპების ბალანსის დაცვით ახდენენ. ქიდს არენაში აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებიც ვარჯიშობენ.


ქიდს არენა შემდეგ ძირითადი მიმართულებებზე სპეციალიზდება:

საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის გაძლიერება;

სწორი აღნაგობისა და რაციონალური პოზის ჩამოყალიბება;

კუნთების, ტერფებისა და მუხლების გამაგრება ბრტყელ-ტერფიანობის თავიდან ასაცილებლად;

ვეგეტატიური ორგანოების ფუნქციონალური შესაძლებლობების ამაღლება;

ფიზიკური კულტურისა და სპორტის მიმართ მდგრადი ინტერესის ფორმირება;

მორალურ-ნებისყოფითი თვისებების განვითარება;

ზნეობრივი, ესთეტიკური და შრომითი აღზრდის ხელშეწყობა.


image


-რა როლს ასრულებს სპორტული კლუბები მოზარდის ცხოვრებაში?


ბავშვთა კლუბის არსებობა განაპირობებს საზოგადოებაში ფიზიკური კულტურის როლის ამაღლებას, რაც პიროვნების ყოველმხრივი, ჰარმონიული განვითარების, ადამიანის ჯანმრთელობის გაუმჯობესების და ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრების საწინდარია.


-რას სთავაზობს ქიდს არენა იმ მშობლებს, რომლებსაც ბავშვის ტანვარჯიშის წრეზე შეყვანა სურთ?


კლუბი 3-12 წლის ბავშვებისთვის სთავაზობს გამაჯანსაღებელი, სპორტული და განვითარებადი პროგრამების ფართო არჩევანს, რომელიც ითვალისწინებს პერსონალურ და ჯგუფურ ვარჯიშებს. კლუბის მომსახურება მოიცავს შემდეგ სახეობებს:

ტანვარჯიში

აკრობატიკა

ფიზიკური მომზადება

სამკურნალო ფიზკულტურა

ბატუტზე ხტომა

მოქნილობა

გასართობი ვარჯიშები და თამაშები


image


როგორც ქიდს არენას მწვრთნელმა ჩვენთან საუბრისას აღნიშნა, კლუბში ხშირად ეწყობა შეჯიბრებებები, ტურნირები და მხიარული სტარტები. მისივე თქმით, დარბაზი აღჭურვილია სპეცტექნიკით, რომელიც ჰაერის გაწმენდასა და გაფილტვრას უზრუნველყოფს, მშობლებისათვის გამოყოფილია კომფორტული ზონა, საიდანაც მათ საშუალება აქვთ საკუთარი ბავშვების ვარჯიშებს თვალი ადევნონ.


image

0
701
შეფასება არ არის
ავტორი:მაცნეე
მაცნეე
701
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0