ნარკვევები ოსვალდ შპენგლერი მომაკვდავ ევროპული ცივილიზაციის შესახებ 2019, 17 იანვარი, 9:52 "მომაკვდავმა ეგვიპტურმა ცივილიზაციამ არ იცოდა, რომ ის კვდებოდა, და ამიტომ ის ტკბებოდა სიკვდილის წინა ყველა დღით, როგორც ღმერთების მიერ ბოძებული საჩუქრით... მაგრამ ჩვენი ნიჭი - საკუთარი გარდაუვალი ბედისწერის წინასწარმეტყველების ნიჭია. ჩვენს ევროპულ ცივილიზაციას მომაკვდავ მდგომარეობამდე ჩვენვე მივიყვანთ, მაგრამ ეგვიპტური ცივილიზაციისგან განსხვავებით ჩვენ ამას გავაკეთებთ სრულიად გათვიცნობიერებულად და შეგნებულად. ამ თვითმკვლელობის ხელშემწყობი ფაქტორებიდან მკაფიოდ შეიძლება გამოვყოთ სისუსტე, გაუმართლებელი და განუზომელი სისუსტე, მიმტევებლობა, შემწყნარებლობა, რომლებმაც ასე მყარად იპოვა თავშესაფარი ჩვენს გონებაში და სულში. შესაბამისად, ჩვენ საკუთარი ცივილიზაციის რღვევის ყოველ ეტაპს უბრალოდ დავაკვირდებით, შევხედავთ მას არათუ წინააღმდეგობის გაწევის სურვილით სავსე თვალებით, არც სიბრაზით - ჩვენ შევხედავთ მას მხიარული თვალებითა და ღიმილით." ოსვალდ შპენგლერი - "ევროპის დაისი". 203 1-ს მოსწონს
|