x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134032
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508243
აი, რატომ არის ზოგ ქვეყანაში მოძრაობა მარჯვნივ, ზოგში კი - მარცხნივ
image

მარჯვენა და მარცხენა მხარეს მოძრაობა უკვე არაერთი ათწლეულია თავსატეხს უჩენს როგორც ავტომწარმოებლებს, ასევე მძღოლებს. ეს უკანასკნელნი საზღვარგარეთ გასწვლისას, იძულებულნი არიან "გადაეწყონ" და იარონ სხვა მხარეს. მაინც რა არის ამ განსხვავების მიზეზი? ქვემოთ სწრედ ამის ახსნას შევეცდებით.


image


დღეს მარჯვენა მხარეს მოძრაობა მსოფლიოში ქვეყნების 75%-ისთვის არის ნორმა (სყურათზე წითლად აღნიშნული ადგილები).




image


თუმცა დიდი ხნის მანძილზე მარცხენა მხარეს მოძრაობა სჭარბობდა. ამის მიზეზი კი იყვნენ... ცხენები.


image


ექსპერტები ამტკიცებენ, რომ როცა გზებზე ძირითადად საცხენოსნო ტრანსპორტი მოძრაობდა, ადამიანები მარცხენა მხარეს დადიოდნენ.


საქმე ის არის, რომ მემარჯვენეებისთვის ცხენის ტარება მარცხენა მხარეს უფრო მოსახერხებელი იყო. ამას გარდა, მეომრების უმეტესობას მარჯვენა ხელში ხმალი ეჭირა, ამიტომ გზის მარცხენა მხარეს მოძროაბა მთთვის უფრო მოხერხებული იყო.

ძველი ბერძნები, ეგვიპტელები და რომაელებიც ეტლებს გზის მარცხენა მხარეს მიაქანებდნენ.

როცა რამდენიმე ასწლეულის შემდეგ გზებზე დიდი რაოდენობით ეტლი გამოჩნდა, მარცხენა მხარეს მოძრაობა საკანონმდებლო დონეზე დამტკიცდა. მემარჯვენე მეეტლეებისთვისაც უფრო მოსახერხებელი იყო მარცხნივ სიარული, რადგან მარჯვენა ხელში მათრახი ეჭირა და იმ შემთხვევაში, თუ მარჯვნივ იმოძრავებდა, იქმნებოდა საშიშროება, რომ აღნიშნული "იარაღი" ღობეებს ან ბუჩქებს წამოდებოდა ან კიდევ ქუჩის კიდეზე ფეხით მოსიარულეებს მოხვედროდა.


image


ზუსტად ცნობილი არ არის, თუ რატომ გადავიდა ზოგიერთი ქვეყანა მარჯვენა მხარეს მოძრაობაზე. თუმცა არის ვარაუდი, რომ როცა მოდაში შემოვიდა მრავალცხენიანი ეტლები, მეეტლესთვის უფრო მოსახერხებელი გახდა უკანა მარცხენა ცხენზე ჯდომა. მაგრამ ასეთი მძიმე ეტლები ცუდად მანევრირებდნენ, ამიტომ XVIII საუკუნეში, ევროპული ქვეყნების უმრავლესობაში ოფიციალურად დაკანონდა მარჯვენა მხარეს მოძრაობა.


image

პირველ ავტომობილებში საჭე მარჯვნივ იყო განთავსებული, მაგრამ მძღოლები არჩევდნენ მარჯვენა მხარეს სიარულს. ამიტომ, ჰენრი ფორდმა საჭე და მძღოლის სავარძელი მარცხნივ გადაიტანა. მას შემდეგ, მსოფლიოს უმეტეს ქვეყნებში არსებობს წესი: საჭე მარცხნივ - მანქანა მარჯვნივ.


ლეგენდარული Ford T.

image

რამდენადაც აშშ მაქანების წარმოებაში ლიდერია, ბევრმა სხვა ქვეყანამ გაიზიარა მისი გამოცდილება, ინგლისის კოლონიები კი იმპერიის ერთგულნი დარჩნენ.


მე-20 საუკუნეში კანადა, იტალია, ესპანეთი, სკანდინავია და აფრიკის ზოგიერთი ქვეყანაც გადავიდა მარჯვენა მხარეს მოძრაობაზე.


ასევე დაგაინტერესებთ:


1.როგორ გავწმინდოთ მანქანის გაყინული მინა - უმარტივესი მეთოდი მძღოლებისთვისimage

2. მსახიობი, რომლის გარეშეც Wi-Fi და მობილური ტელეფონი არ გვექნებოდა - უცნობი ისტორია...image


3. როგორ გავიგოთ ვინ იყენებს ჩვენს WI-FI-ს - ეს ბევრმა არ იცის!image


4. რატომ არის აშშ-ს სამხედრო ფორმაზე დროშა უკუღმა გამოსახული - დააკვირდით!image

5 ყველაზე უცნაური საბრძოლო იარაღი - ომში ყველაფერი გამართლებულია...image


6. ნაცისტების საიდუმლო იარაღები, რომლებსაც მსოფლიო ისტორიის შეცვლა შეეძლო - ის, რაც დიდხანს დაფარული იყოimage

7. როგორები იქნებოდნენ ცნობილი ბრენდების მანქანები ქალები რომ ყოფილიყვნენ - ფოტოპროექტიimage


2
298
5-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
298
  
2019, 19 იანვარი, 23:01
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2019, 19 იანვარი, 20:32
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 2