x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134390
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508460
მეცნიერები შეშფოთებული არიან: დედამიწის ჩრდილოეთ პოლუსი ანომალური სიჩქარით მოძრაობს

image
დედამიწის მაგნიტური პოლუსებს შეუძლიათ შეიცვალონ პოზიცია და იმოძრაონ. მაგალითად, სამხრეთ პოლუსი წელიწადში 10 კილომეტრზე მოძრაობს და მეცნიერებს ეს განსაკუთრებით არ აწუხებთ. თუმცა, ჩრდილოეთ მაგნიტური პოლუსი იქცევა უცნაურად, მისი გადაადგილების სიჩქარე წელიწადში 50 კილომეტრს აღწევს.

ჩრდილოეთის მაგნიტური პოლუსი ანომალიური სიჩქარით მოძრაობს ციმბირისკენ. ეს არ არის მხოლოდ გეოლოგებისთვის საინტერესო ფენომენი. სინამდვილეში, ჩრდილოეთ პოლუსის მდებარეობის ცვლილება გავლენას მოახდენს ყველაფერზე.

პირველ რიგში, მოძრავი პოლუსების გამო, დედამიწის სანავიგაციო სისტემებმა სიზუსტე დაკარგეს. ეს იმას ნიშნავს, რომ გემები და თვითმფრინავები ჩვეულებრივ ორიენტაციას ვერ შეძლებენ. სმარტფონებსა და სანავიგაციო პროგრამებში (მაგალითად, Google Maps) აგებული კომპასირება სწორად არ იმუშავებს.

კოლორადოს უნივერსიტეტის გეომაგნეტისტები ამბობენ, რომ რეგიონში, სადაც მაგნიტური ველი სწრაფად იცვლება, ნავიგაცია ვერ ხერხდება: " პოლუსის ძალიან სწრაფი გადაადგილება იწვევს სერიოზულ სანავიგაციო შეცდომებს."


გარდა ამისა, მაგნიტური პოლუსების გადაადგილება ასუსტებს დედამიწის მაგნიტოსფეროს, რომელიც გვიცავს საშიში კოსმოსური რადიაციისგან და რომელსაც შეუძლია სიცოცხლის განადგურება პლანეტაზე.

15 იანვარს, მეცნიერებმი განაახლებენ მსოფლიოს მაგნიტურ მოდელს, რომელიც ასახავს პლანეტის მაგნიტურ ველს და თანამედროვე ნავიგაციის საფუძველს წარმოადგენს. ეს განახლება 2020 წლისთვის იგეგმებოდა, მაგრამ ამის გაკეთება ადრევე უნდა მოხდეს, ვიდრე პოლუსები ადგილებს გაცვლიან.


2
495
1-ს მოსწონს
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
495
  
2019, 17 იანვარი, 22:10
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2019, 16 იანვარი, 23:41
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 2