x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
გოგონამ დაკრძალვაზე ფულის გამომუშავების უჩვეულო გზა მოიფიქრა. ხელმომწერებმა იდეას მხარი დაუჭირეს
image

ბევრი ადამიანი საკუთარი სამუშაოთი, ბიზნესის და საქმის გასავითარებლად ახალი იდეების ძიებით გატაცებულა. ზოგიერთი დამწყები ბიზნესმენი ნამდვილად გაოცებას იწვევს. ერთ გოგოს დაკრძალვაზე ფულის გამომუშავების იდეა გაუჩნდა. და როგორი უცნაურიც არ უნდა იყოს, ამ იდეით ბევრი დაინტერესდა და მხარი დაუჭირა.


image

დანა შვარცი პოპულარული ამერიკელი მწერალი და ჟურნალისტია. მისი წიგნი „მე მივემგზავრები“ ჟურნალ „Vulture”-ის მიხედვით საუკეთესო წიგნი გახდა. ამასთან, დანას კარგი იუმორის გრძნობა აქვს, რაშიც მისი გამომწერები ცოტა ხნის წინ დარწმუნდნენ. გოგონამ სოციალურ ქსელში, საკუთარ გვერდზე უცნაური შემოთავაზება გამოაქვეყნა: მცირე ანაზღაურების სანაცვლოდ, თანახმაა, დაესწროს დაკრძალვას, სადაც საიდუმლო უცნობის როლს თამაშობს.



image"თუ 50 დოლარს გადამიხდით, თქვენს დაკრძალვაზე მოვალ და შორს დავდგები, ამინდის მიუხედავად, ხელში შავი ქოლგა მეჭირება, რომ ადამიანებმა იფიქრონ, თითქოსდა თქვენ ბნელი და საინტერესო საიდუმლო გქონდათ."


მოულოდნელად სტარტაპი მწერლის ბევრ გამომწერს მოეწონა.

image"ამას ჩემს ანდერძში დავწერ. შევხვდებით."


image"100 დოლარს მოგცემთ, თუ (სანამ მღვდელი ბიბლიას კითხულობს) თქვენ მოხვალთ, ერთ შავ ვარდს ჩემს კუბოზე დადებთ და შემდეგ უბრალოდ წახვალთ."


მას ცნობილი ფენტეზის ჟანრის მწერალი ნილ გეიმანიც გამოეხმაურა:

image"თუ დროდადრო შავი მაქმანიანი ცხვირსახოცით ლოყებს მოიწმენდთ, ჩვენ შეთანხმებას გავაფორმებთ."


ერთმა გამომწერმა ფული იმწამსვე გადაურიცხა და მის დაკრძალვაზე ეფექტურად დასწრება სთხოვა.

image

როგორც ჩანს, დანის ხუმრობამ გაამართლა. თუმცა ამ ახალ, უჩვეულო გამომუშავებაზე სერიოზულად უნდა დაფიქრდეს. შესაძლოა, სწორედ ასე მწერლის მარტივი ხელით ახალი, მოთხოვნადი ვაკანსია გაჩნდეს. თქვენ ასეთ სამსახურზე დაფიქრდებოდით? მოგეწონათ იდეა?



ასევე დაგაინტერესებთ:

როგორ ცხოვრობს დედამიწის მოსახლეობის 1 % - 15 ფაქტი


15 ფაქტი ჩინეთის შესახებ, რომლებიც გაგაოცებთ


იაპონელების ცხოვრების 15 პრინციპი, რომლებიც ჰარმონიის მოპოვებაში დაგეხმარებათ


11 წარმოუდგენელი ფაქტი სამყაროს შესახებ, რომელთა შესახებაც დღემდე არ გსმენიათ


7 უჩვეულო მეთოდი, რომელთა დახმარებითაც ჩვენი წინაპრები ყოველდღიურ პრობლემებს აგვარებდნენ


20+ უცნაურობა სამხრეთ კორეადან, რომელთა დანერგვას ჩვენს ქვეყანაშიც მოისურვებთ


20 + ტატუ, რომელთა მფლობელებს იუმორის გრძნობა გენებში აქვთ


25 მტკიცებულება, რომ იაპონელები 3018 წელში ცხოვრობენ


უნიკალური ექსპერიმენტი აშშ-ში: მოხუცთა თავშესაფრის და საბავშვო ბაღის გაერთიანება


დროში მოგზაური საუბრობს, თუ როგორი იქნება 2019 წელი


თქვენ ადამიანი მხოლოდ ნაწილობრივ ხართ, ამბობენ მეცნიერები


უფრო მეტი კი იხილეთ აქ: Yoona-ს არხი

1
838
შეფასება არ არის
ავტორი:Yoona
Yoona
838
  
2019, 18 იანვარი, 21:32
მე რომ დავდგე ვის რად უნდააა
0 1 1