x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134035
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
მარადონას ცივი ომი არაბებთან

image როგორც ჩანს, წარსულში ცნობილ, ლეგენდარულ არგენტინელ ფეხბურთელს, დიეგო მარადონას მწვრთნელობაში კიდევ ერთხელ მოეცარა ხელი. მარადონას, რომელიც არაბეთის გაერთიანებული ემირატების ერთ-ერთი ფინანსურად ძლიერი გუნდის „ალ ვასლის“ მთვარი მწვრთნელი იყო, კარისკენ მიუთითეს. სწორედ ასე იყო, კლუბის შეფებმა მარადონა ისე გადააყენეს, რომ მისთვის მიზეზი არც კი უთქვამთ.
ცნობისათვის, სანამ გუნდს მარადონა ჩაიბარებდა, „ალ ვასლი“ მე-6 ადგილზე იყო. დიეგოს მწვრთნელობისას კი, გვარიანი ფორის მიუხედავად, მე-8 ადგილზე დაქვეითდა...

რაოდენ გასაოცარიც არ უნდა იყოს, დიეგო ვერ შეეგუა იმ აზრს, რომ პოსტიდან გადააყენეს და ბოლომდე შეეცადა ცხელი არაბეთის კლუბში თბილი პოსტის შენარჩუნებას.

„ძალიან მინდა „ალ ვასლიში“ მთავარ მწვრთნელად მუშობა გავაგრძელო და ისეთ მდიდარ, მშვენიერ ქვეყანაში დავრჩე, როგორიც არაბეთის გაერთიანებული ემირატებია. დიდად მადლიერი ვარ შეიხის, სწორედ მისი მეშვეობით მომეცა „ალ ვასლიში“ მუშობის საშუალება. ბოლოს, სწორედ შეიხთან ერთად ვმსჯელობდი ახალი ფეხბურთელებით გუნდის გაძლიერებაზე, რაც მაღალი მიზნებისთვის ბრძოლაში აუცილებელი იყო. მინდა აღვნიშნო, რომ ამ კლუბში მუშაობისას ყოველთვის ვგრძნობდი შეიხის მხარდაჭერას და ამით ბედნიერი ვიყავი. თუ ახალი ფეხბურთელების შეძენასთან დაკავშირებით კლუბს რაიმე პრობლემა აქვს, რა საჭიროა რადიკალური გადაწყვეტილებების მიიღება? ყოველთვის შეიძლება ამაზე ვიმსჯელოთ და გამოსავალი გამოვნახოთ. იმედი მაქვს, თავად შეიხთან და კლუბის სხვა ხელმძღვანელებთან მალე შედგება შეხვედრა, რომელზეც ყველაფერზე ვიმსჯელებთ და გამოსავალსაც ერთად ვნახავთ“, - ასეთი დაშაქრული კომენტარი მისცა მარადონამ პრესას, როცა გაიგო, რომ პოსტიდან გადააყენეს.

არგენტინელის ასეთი ტკბილი სიტყვების მიუხედავად „ალ ვასლიმ“ პოზიცია არ შეცვალა და არც კლუბის ხელმძღვანელობა შეხვედრია დიეგოს. არაბული კლუბის ვიცე-პრეზიდენტი მოჰამედ ბინ დოჰანი მხოლოდ პრესისთვის მიცემული მოკლე კომენტარით შემოიფარგლა:

„დიეგო მარადონას მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გათავისუფლების გადაწყვეტილება, ხანგრძლივი მსჯელობისა და ყველ პოზიციის შეჯერების შედეგად მივიღეთ. მარადონა ძლიერი სპეციალისტია, მაგრამ ჩვენი კლუბის უდიდესი ამბიციის დასაკმაყოფილებლად, ვფიქრობთ, რომ გუნდის თავკაცად უფრო მაღალი კვალიფიკაციის მწვრთნელი გვჭირდება“.

ამან დიეგო გააბრაზა და ამჯერად დაშაქრული კომენტარის ნაცვლად გაცეცხლებულმა პრესას განუცხადა:

„სრულად ვითხოვ იმ ფულს, რაც კონტრაქტის ბოლომდე მეკუთვნოდა. მართალია, „ალ ვასლიში“ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პერიოდის განმავლობაში სრულად არ მიმუშვია, მაგრამ, ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს და ნაკლებად მაინტერესებს, რადგან კონტრაქტი მე არ დამირღვევია. ხელშეკრულება არაბულმა კლუბმა დაარღვია. ახლა მათ კეთილი ინებონ და სრულად გადამიხადონ ის თანხა, რაც ხელშეკრულების ბოლომდე მეკუთვნის“.

უცხოურმა სააგენტოებმა ეს კი უკვე „ცივი ომის“ დასაწყისად შეაფასეს. პოპულარულმა არგენტინულმა გამოცემა „ოლემ“ აღნიშნა, რომ დიეგო არაბებს მანამდე არ მოეშვება, სანამ ბოლომდე არ მიიღებს თანხას, რომელიც მოითხოვა.

„ალ ვასლიდან“ მარადონას ამ კომენტარს არავინ გამოხმაურებია. თუმცა, არაბეთის გაერთიანებული ემირატების საფეხბურთო ასოციაციის პრეზიდენტმა იუსუფ ალ-სარკალმა დიეგოსთან დაკავშირებით პრესაში სკანდალური განცხადება გააკეთა, რითაც არგენტინელს მიანიშნა, მოხსნის მიზეზი საკუთარ საკუთარ თავსა და საქციელში ეძებნა:

„ვფიწრობ, „ალ ვასლის“ ხელმძღვანელობის გადაწყვეტილება გუნდის თავკაცის პოსტიდან მარადონას გათავისუფლებაზე, თავად დიეგოს საქციელებით არის განპირობებული. არაერთ შემთხვევაში არგენტინელი მწვრთნელის საქციელი, რბილად რომ ვთქვათ, მიუღებელი იყო და ამას დიდხანს ვერავინ აიტანდა.

ერთხელ დიეგომ თამაშის ცუდი შედეგით დამთავრების გამო, უცნობ რიგით გულშემარკივარს პანღური ამოჰკრა. ერთხელ კი თავისი გუნდის ერთი ფანი სცემა, მხოლოდ იმიტომ, რომ გუნდის გამარჯვებით გამოწვეული ყიჟინისას, ის დიეგოს მეგობარი გოგოს ვერონიკა ოჰედას გვერდით აღმოჩნდა ტრიბუნაზე. გარდა ამისა, მარადონას სხვა გუნდების მწვრთნელებთან და კლუბების მესვეურებთანაც კონფლიქტი ჰქონდა. ალბათ, ამა ფაქტებმა განაპირობა დიეგოს გათავისუფლება“.

ასეა თუ ისე, მარადონა „ალ ვასლის“ აღარ წვრთნის, მას დროებით ადგილობრივი მწვრთნელი ხელმძღვანელობს. უცხოური პრესის ინფორმაციით, დიეგოს პოსტზე 4-5 კანდიდატურა განიხილება და ერთ-ერთი მათანი ფრანგი ბრუნო მეტსიუა. თუმცა, როგორც ჩანს, დიეგომ მარადონა დიდხანს არ იქნება უქმად.

ახლახანს, ინგლიური „ნოტინგემ ფორესტი“ ერთ-ერთმა არაბმა შეიხმა შეიძინა, რომელმაც მწვრთნელი მოხსნა და გუნდის ახალ თავკაცად, ერთ-ერთ კანდიდატად, სწორედ დიეგოს განიხილავს. გარდა ამისა, რუსულ ტელეკომპანია TV 100-ის ინფორმაციით, რუსეთის საფეხბურთო კავშირის მიერ, ნაკრების თავკაცის პოსტის დასაკავებლად დასახელებული 13 მწვრთნელის კანდიდატურას მალე, მე-14-ედ დიეგო დაემატება.

0
82
1-ს მოსწონს
ავტორი:მეთოფეე
მეთოფეე
82
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0