x
image
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
„გახდი ბესტსელერის ავტორი 2018-ის“ გამარჯვებული ავტორების წიგნების წარდგენა
image
23 იანვარს, 19:00 საათზე ბიბლუს გალერეაში (თბილისი, კანდელაკის #7) კონკურსის „გახდი ბესტსელერის ავტორი 2018“ გამარჯვებული წიგნების, გვანცა გუბელაძის „შულამელი გოგონებისა“ და ნიკოლოზ ტოტოღაშვილის „შვიდი მომაკვდინებელი გრძნობის“ წარდგენა გაიმართება. სტუმრები პირადად გაიცნობენ დებიუტანტ ავტორებს.

წიგნებს წარადგენენ კონკურსის ჟიურის წევრები: ლიტერატორი - ივანე ამირხანაშვილი და მწერლები: თეონა დოლენჯაშვილი, თამრი ფხაკაძე, ტორესა მოსი; მხატვარი - მაკა ზედელაშვილი.

კონკურსის შესახებ:

კონკურსს გამომცემლობა ”პალიტრა L” მეორე წელია ატარებს. გასული წლის გამარჯვებული რომანები უკვე რეალური ბესტსელერებია და მათმა გაყიდვებმა ქართულ ლიტერატურაში გაყიდვების რეკორდებიც მოხსნა.


კონკურსის მიზანია, აღმოაჩინოს ახალი სახეები და დაეხმაროს ქართველ მწერლებს წარმატების მიღწევაში, არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მსოფლიო მასშტაბით.


image


2018 წელს კონკურსში 5 გამარჯვებული გამოვლინდა. 3 რჩეული რომანი ხალხმა გამოავლინა, ესენია: ნიკოლოზ ტოტოღაშვილის "შვიდი მომაკვდინებელი გრძნობა", გვანცა გუბელაძის "შულამელი გოგოები" და ნათია ჯაგოდნიშვილის "ცდუნება“; ჟიურის რჩეულები კი ვახტანგ ვახტანგაძის "ალაჰი ჩემი მეგობარია" და იაგო თვალაბეიშვილის "ტრანსმუტაცია"-ა.


image



იაგო თვალაბეიშვილის, ვახტანგ ვახტანგაძისა და ნათია ჯაგოდნიშვილის წიგნების წარდგენა უკვე გაიმართა და ბიბლუსის ფილიალებში მათი წიგნები უკვე იყიდება.

პრეზენტაციაზე კონკურსის ხუთივე გამარჯვებულის წიგნი 20%-იანი ფასდაკლებით გაიყიდება.

0
20
2-ს მოსწონს
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
20
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0