x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134043
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
პოლიტიკური ანეკდოტები სსრკ_დან
image

საბჭოთა კავშირში რეპრესიების დროს დაჭერის მიზეზი შეიძლება გამხდარიყო ნებისმიერი წვრილმანი. მოგვიანებით, როცა რეპრესიები შედარებით შესუსტდა, მოსახლეობაში ანეკდოტი გავრცელდა იმ ავადსახსენებელ დროზე:


სსრკ, ციმბირის ერთ-ერთი ციხე, კამერაში სამი პატიმარი ზის. პატიმრებმა ერთმანეთი გაიცნეს და დაჭერის მიზეზებზე დაიწყეს საუბარი:

- მე სამსახურში ყოველთვის ათი წუთით გვიან მივდიოდი და საბოტაჟში დამდეს ბრალი - აცხადებს პირველი.


- მე სამსახურში ყოველთვის ათი წუთით ადრე მივდიოდი და ჯაშუშობაში დამდეს ბრალი - აცხადებს მეორე.

- მე სამსახურში ყოველთვის თავის დროზე მივდიოდი და კაპიტალისტურ ქვეყანაში საათის შეძენის გზით საბჭოთა ეკონომიკის განადგურებაში დამდეს ბრალი - აცხადებს მესამე.


****************************************************


ორი მოსკოველი ერთმანეთს ესაუბრება:

- აი, როცა კომუნიზმი დადგება, პარტია მე თვითმფრინავს მაჩუქებს!

- თვითმფრინავი რა გინდა?

- როგორ თუ რა მინდა? თუ გავიგებ, რომ ვლადივოსტოკში პურს არიგებენ, მაშინვე ჩავფრინდები და რიგში ჩავდგები.


*****************************************************


80-იანი წლები. კაცი ხორცის მაღაზიაში შედის და კითხულობს:

- ხორცი გაქვთ?

- არა. - პასუხობს გამყიდველი.

კაცი უკმაყოფილოდ ბურტყუნებს:

- ხორცი არ აქვთ.

შემდეგ ძეხვის მაღაზიაში შედის და კითხულობს:

- ძეხვი გაქვთ?

- არა. - პასუხობს გამყიდველი.

კაცი უკმაყოფილოდ ბურტყუნებს:

- ძეხვი არ აქვთ.

გამოდის მაღაზიიდან და პურის მაღაზიაში აპირებს შესვლას, როცა შავი ვოლგიდან გადმომხტარი სუკ-ის აგენტები აპატიმრებენ და ლუბიანკაზე მიჰყავთ.

მას იქ აწამებენ, თან ჭკუას ასწავლიან, ეუბნებიან, რომ არასდროს არ უნდა გამოთქვას უკმაყოფილება:

- 70-იანი წლები რომ ყოფილიყო, მარტივად დაგხვრეტდით ასეთი თავხედობის გამო!

კაცი უკმაყოფილოდ ბურტყუნებს:

- ტყვიებიც დაუმთავრდათ.


*****************************************************


1930 წელი. პატარა პიონერი ღრმად მოხუცებულ ბაბუას ეკითხება:

- რა იყო უფრო ადრე, ქათამი თუ კვერცხი?

- ეჰ... ადრე ყველაფერი იყო. - პასუხობს ბაბუა და ოთახში შემოვარდნილ ჩეკისტებს ხმის ამოუღებლად მიჰყვება.


*****************************************************


დიალოგი ციხეში:

- რამდენი წლით ჩაგსვეს?

- ოცი წლით.

- რა დააშავე?

- არაფერი.

- ნუ იტყუები! არაფრის გამო ათი წლით აპატიმრებენ!

10
511
2-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:ზურმუხტისთვალება
ზურმუხტისთვალება
Mediator image
511
  
2019, 3 თებერვალი, 1:32
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2019, 3 თებერვალი, 0:37
დაწერე კიდევ ანეგდოტი გეცოდინება... საბჭოური.
2019, 3 თებერვალი, 0:05
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2019, 2 თებერვალი, 23:14
დიოგენეს რიტორიკა დღეგრძელია.
დაე იარონ...
2019, 2 თებერვალი, 22:43
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2019, 2 თებერვალი, 14:02
:დ პახმელიაზე წავა რა...
2019, 2 თებერვალი, 6:50
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2019, 2 თებერვალი, 6:37
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2019, 2 თებერვალი, 5:57
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2019, 16 იანვარი, 23:46
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

წინა კომენტარების ნახვა
0 0 10