x
მეტი
  • 19.02.2019
  • სტატია:86261
  • ვიდეო:336567
  • სურათი:446513
ის, რაც ხელისუფლებას არ შეუძლია

image


იყო და არა იყო რა, აღმოსავლეთის ერთ სამეფოში იყო ერთი ხელმწიფე, რომლის სიბრძნე იმდენად დიდი იყო, რომ მზის მაცოცხლებელი სხივებით ანათებდა მთელს სამეფოს. ქვეყანაში არავინ იყო მასზე ჭკვიანი და ვერავინ შეედრებოდა მას სიმდიდრეში. ერთხელ მეფესთან ვეზირი მივიდა დამწუხრებული სახით და უთხრა:

— დიდო მეფეო, შენ ყველაზე ბრძენი და ძლევამოსილი ხარ ჩვენს ქვეყანაში. შენს ხელშია სიცოცხლე და სიკვდილიც... როდესაც ჩვენი ქვეყნის რეგიონებში ვმოგზაურობდი, ვნახე, რომ ბევრი ადამიანი გაქებდა და გადიდებდა. თუმცა, ისეთებიც იყვნენ, შენზე ცუდს რომ ამბობდნენ, დაგცინოდნენ და ილანძღებოდნენ შენი ბრძნული გადაწყვეტილებების გამო. როგორ შეიძლება, რომ ასეთი რამ ჩვენს სამეფოში ხდებოდეს?

მეფემ შემწყნარებლურად გაიღიმა და უპასუხა:

— ისე, როგორც ყველამ სამეფოში, შენც იცი, საკუთარი ქვეშევრდომებისადმი ჩემი დამსახურების შესახებ. 7 პროვინცია მემორჩილება და ჩემი მმართველობის პირობებში, ყველა მათგანი მდიდარი და წარმატებული გახდა. 7 პროვინციაში ვუყვარვარ და პატივს მცემენ, ჩემი სამართლიანობის გამო. რა თქმა უნდა, შენ მართალი ხარ, მე ბევრი რამ შემიძლია. მაგალითად, შემიძლია ჩემი ქალაქების უზარმაზარი კარიბჭეების დახურვა ვბრძანო... მაგრამ, ჩემი ოპონენტების გაჩუმება ნამდვილად არ შემიძლია. და კიდევ, მთავარი ის კი არ არის, რომ ზოგიერთები ჩემზე ცუდს ლაპარაკობენ, არამედ ის, – რომ სიკეთეს ვაკეთებ ადამიანებისთვის!

imageimageთქვენთვის ასევე საინტერესო იქნება:
imageსოკრატედან – სალომემდე
ფიქრები ცხოვრების აზრზე

დემო-ნ-კრატია. ამბავი ნებაყოფლობითი მონობისა


0
34
6-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
34
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0