x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134029
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508243
საბჭოთა რესპუბლიკების დანაკარგი მეორე მსოფლიო ომში. რომელმა ქვეყანამ დაკარგა ყველაზე მეტი ადამიანი
image

ალბათ, თქვენც გაგიგიათ უამრავი მითი მეორე მსოფლიო ომზე და სტალინზე. ერთ-ერთი ასეთი არის ის, რომ სტალინს სძულდა ქართველები. რადგან მეორე მსოფლიო ომის განსაკუთრებით საშიშ საბრძოლო ოპერაციებში ქართველ ჯარისკაცებს სპეციალურად გზავნიდა და "საზარბაზნე ხორცად" იყენებდა. ერთ-ერთი ყველაზე მძიმე დანაკარგი ქართულმა დივიზიამ ქერჩის ბრძოლაში მიიღო. 1942 წლის მაისში, 10 დღიან ბრძოლაში, 224-ე ქართული დივიზია მთლიანად განადგურდა. დაიღუპა 85 000-ზე მეტი ქართველი, თუმცა აღსანიშნავია, რომ არც სხვა დივიზიებს ადგათ კარგი დღე. გავეცნოთ სტატისტიკურ მაჩვენებელს, სადაც დეტალურად წერია, თუ რომელმა რესპუბლიკამ რამდენი ადამიანი დაკარგა მეორე მსოფლიო ომში.

image

როგორც ირკვევა, საქართველომ მეორე მსოფლიო ომში 300 000 ადამიანი დაკარგა, საიდანაც დაახლოებით 240 000 იყო ქართველი. ყველაზე მეტი ადამიანი დაკარგა რუსეთმა, დაახლოებით 14 მილიონი. ასევე დიდი დანაკარგი ჰქონდა უკრაინასაც – 7 მილიონამდე და ბელარუსს, რომელმაც 2 მილიონზე მეტი ადამიანი დაკარგა. (დანაკარგში შედის როგორც სამხედრო, ისე სამოქალაქო პირებიც)


ცალკე საკითხია პროცენტული მაჩვენებელი. პროცენტული მაჩვენებლის მიხედვით ყველაზე დიდი დანაკარგი ბელარუსს აქვს, რომელმაც დაკარგა მოსახლეობის 25.3%, ანუ ყოველი მე-4 მოქალაქე. უკრაინამ დაკარგა მოსახლეობის 16, 3%, ლატვიამ 13.7%, სომხეთმა 13.6%, რუსეთმა 12, 7%, ლიტვამ 12, 7%, აზერბაიჯანმა 9, 1%, ხოლო საქართველომ 8, 3%.

საერთო ჯამში, საბჭოთა კავშირმა დაკარგა 26, 6 მილიონი ადამიანი, რაც მეორე მსოფლიო ომში ყველა ქვეყნის მიერ დაკარგული მოსახლეობის დაახლოებით 45%-ია

image

12
920
2-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:white knight
white knight
920
  
2019, 29 იანვარი, 22:02
ეჭვი არ მეპარება, ოღონდა ბევრად შორს წახვალ სტალინს თუ დაივიწყებ, როგორც "ერის მამას"-რჩევაა და შენი საქმისა შენ იცი.
2019, 29 იანვარი, 20:04
ჩემი წარმატება საქართველოს წარმატებაც იქნება, დარწმუნებული იყავი
2019, 29 იანვარი, 20:03
ტრენინგები არა, მომზადების სრული კურსი ეს სხვადასხვა რამეა.
მე წარმატებები გისურვე, ჩემთვის ყოველი ქართველის წარმატება სასიხარულოა ეჭვი არ შეგეპაროს.
2019, 29 იანვარი, 19:59
შენ რასაც მიაღწიე, ნატოს ეგიდით ტრენინგებს და ა.შ, ეგ შენთვის შეიძლება დიდი მიღწევა იყოს, ჩემთვის კი დიდი ვერაფერია. შენ მიღწევებს არ ვაკნინებ რა თქმა უნდა. ცუდად არ გამიგო, მაქსიმალისტი ვარ და უფრო დიდი ამბიციები მაქვს.
2019, 29 იანვარი, 19:42
შენ ბიძიკო ჭკუას მოუხმე და ენას გონება წააშველე.
გამაცინე რას მიაღწიე ასეთს, თავი, რომ მოგაქვს?
შენს ასაკში ბიძიკო ავტომატი მეკავა ხელში და ოკუპირებულ რეგიონში სეპარატისტებს ვებრძოდი.
ღმერთმა 100 წელი გაცოცხლოს, მაგრამ მე რასაც
მივაღწიე (თან ყოველგვარი რეკომენდაციების გარეშე) ვერასოდეს მიაღწევ.
უკრაინის სამხედრო-საინჟინრო ინსტიტუტი, აშშ-ს სპეციალური მომზადების ცენტრის სრული კურსი, საბერძნეთში "ნატოს" ეგიდით ნატოს სტანდარტებით განაღმვითი კურსების სრული კურსი, თურქეთის ანტიტერორისტული ცენტრის სამხედრო-საინჟინრო კურსის გავლა.
დროზე ადრე 2 ჩინი და რამდენიმე მედალი,
ინტერმედიაზე მე როცა დრო მაქვს მაშინ შემოვდივარ და 7000 გაზიარება პიკი, რომ გგონია ამაშია შენი სისუსტე და პატარა ბიჭობა ზუსტად. :)
სტალინისტობაში ვერა და ისე წარმატებებს გისურვებ ცხოვრებაში-მაინც ქართველი ხარ. ;)
2019, 29 იანვარი, 19:24
სწორად ნათქვამს ვერ გებულობ. 50 000 დიდი არაფერიათქო კი არ მითქვამს, ტყუილი რომ მომეგონებინა 350 000-ს და 300 000-სს შორის დიდი სხვაობა არ არისთქო ეს
ვთქვი. ციფრებზე ვთქვი და არა ადამიანებზე. მაგრამ სენ მაინც უკუღმა გაიგე, როგორც შენს საქმეს აწყობდა. ყველაზე სუსტი სტატია რომ აარჩიე, სხვებიც ნახე, 7000 გაზიარება რომ აქვს. მაგდენს შენ ვერასდროს ვერ მიაღწევ, მთელი წელიც რომ წერო. მართალია, უმცროსი ვარ, მაგრამ გონებით შენზე უფროსი ვარ.
2019, 29 იანვარი, 19:09
კარგად ჩანს მე და შენს შორის ვინცაა გონებაშეზღუდული, მეტი იკითხე და გაიგებ 300 000 კი არა 350 000 ქართველი და საქართველოს მოქალაქე, რომ დაიღუპა მეორე მსოფლიო ომში.
აკი დაგიწერე გაქანებული სტალინისტი ხარ მეთქი, 50 000 დიდი არაფერია ხო?
სტალინმაც ასე თქვა: "ერთი ადამიანის სიკვდილია ტრაგედია, მერე უკვე სტატისტიკააო".
უაზრობების წერას გირჩევნია მეტი წაიკითხო და ნუ მევაჟკაცები აქ, კორექტულად წერე.
332 ნახვა პოპულარობის თამასა, რომ გგონია აი ამიტომ არ ღირს შენთან საუბარი.
პატარა ხარ მეტისმეტად თავი, რომ გაგიყადრო. :)
2019, 29 იანვარი, 18:57
ოკუპანტის ქებას მარტო გონებაშეზღუდული ადამიანი დაინახავს. რაც არ მიწერია, პრინციპში ის როგორ უნდა ნახო? უბრალოდ სტატისტიკური მონაცემია. წერია, რამდენი ადამიანი დაიღუპა საქართველოდან მეორე მსოფლიო ომში – დაიღუპა 300 000 და შენ ამბობ 350 000 დაიღუპაო და წყაროდ შენი ნათქვამი მოგყავს :დ ძაან სერიოზული წყაროა. როგორ გინდა არ დაიჯერო. ტყუილის გავრცელება რომ მინდოდეს, დავწერდი 10 000 დაიღუპათქო, ან საერთოდ არ დაღუპულათქო, 300 000-სს და 350 000-სს შორის რა დიდი სხვაობაა? მარა მაგდენს ვერ ხვდები.
პ.ს – სხვა სტატიებსაც გადახედე და ნახე რა პოპულარულია )) ოღონდ ცრელმების გარეშე )) იმიტომ არის პოპულარული, რომ სიმართლეა, წყაროები მითითებული აქვს და ყველაფერი ფაქტებით არის დადასტურებული. შენსავით სისულელეებს და შეთხზულ ამბებს არ ვწერ, ციფრებს რომ ისვრი და წყაროდ საკუთარ თავს ასახელებ ))
2019, 29 იანვარი, 18:06
ეტყობა როგორი პოპულარულიც არის :)
ტირანის ქება-დიდებით გინდა სახელის მოხვეჭა? :)
შენი სტატიის გამო არ დავიწყებ დისლაიქის დადებას.
ფეიკ სტატისტიკის ნაცვლად გირჩევნია რეალური სტატისტიკა დადო.
იანგარიშე რესპუბლიკების ტერიტორია, მისი მოსახლეობა და დანაკარგი.
მერე გამოიყვანე პროცენტულად ვის რა დანაკარგი ჰქონდა და მიიღებ ზუსტ სტატისტიკას.
350 000 საქართველოს მოქალაქე შეეწირა ომს და ამ ზღაპრებს ნუ დებ.
შეგრცხვეს მაინც...
პ.ს
შენ თუ გგონია კარგ საქმეს აკეთებ ძალიან ცდები, მეხუთე კოლონა სხვას კი არ აკეთებს, აქებს და ადიდებს მტერს და ოკუპანტს.
2019, 29 იანვარი, 17:53
ადისლაიქე რამდენიც გინდა. მაინც ვერაფერს შეცვლი. საქმეს კი ვაკეთებ და სტატიები პოპულარული კი არის და. რაც გინდა ის წერე :))
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10