x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134487
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508556
რას ითვალისწინებს საპენსიო შენატანის ვალდებულების დარღვევა?

image

დამსაქმებლის მიერ საკუთარი ან დასაქმებულის საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულების დარღვევა 500-ლარიან ჯარიმას ითვალისწინებს. განმეორებით დარღვევაზე ჯარიმა ორმაგდება.

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესაბამისი ნორმა შარშან შევიდა და „დაგროვებითი საპენსიო სისტემის შესახებ“ კანონთან ერთად ამოქმედდა. საპენსიო შენატანის ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში კანონი ითვალისწინებს თვითდასაქმებულის დაჯარიმებასაც.

შეგახსნებებთ, რომ პირველი იანვრიდან საპენსიო სქემაში ავტომატურად გაწევრიანდა საქართველოში დასაქმებული ყველა მოქალაქე და მუდმივი ბინადრობის უფლების მქონე უცხო ქვეყნის რეზიდენტი, რომლებსაც კანონის ამოქმედების მომენტში ქალბატონებს 55, ხოლო მამაკაცებს 60 წელი არ ჰქონდათ შესრულებული.


პირველი აპრილიდან 31 მაისის ჩათვლით, საპენსიო რეფორმაში ჩართულ პირებს, რომლებსაც კანონის ამოქმედების მომენტისათვის, ანუ 2018 წლის 6 აგვისტოსთვის 40 წელი შეუსრულდათ, სისტემის დატოვება განცხადების საფუძველზე შეეძლებათ.

ყოველთვიურად დასაქმებულის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე მისი დაუბეგრავი ხელფასის 2% მიემართება. ორ-ორი პროცენტის შენატანს კი დამსაქმებელი და სახელმწიფო განახორციელებს.

საპენსიო შენატანის განსახორციელებლად კომპანიებმა რეგისტრაცია საპენსიო სააგენტოს ვებგვერდზე უნდა გაიარონ.

0
65
1-ს მოსწონს
ავტორი:თეონა გორდეზიანი
თეონა გორდეზიანი
65
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0