x
image
ზურმუხტისთვალება
Mediator image
ნოსტრადამუსის კატრენები
image


1. მე ვხედავ როგორ ინგრევა სამეფო ტახტები,
როგორ წალეკა ისინი ხალხის ქარიშხალმა,
რესპუბლიკას სამეფოზე უარესად აქცევს,
წითლებისა და თეთრების სასტიკი სიცრუე.


2. როგორი საოცარია ალპებზე გადასვლა,
დიდმა მხედართმთავარმა მტერი გააბითურა,
შორს აღარ ისმის ზარბაზნის ხმაური,
ჯარისკაცებს ცისფერი თოვლის აღარ ეშინიათ.


3. მე მაშინებს უცნაური მესამე მმართველი,
იდუმალი, ბარბაროსული, თოვლიანი ქვეყნის.
მისივე ქვეშევრდომები მანვე დახოცა
და მისი სიბერე მხოლოდ ჯოჯოხეთს ეკუთვნის.



4. დიდ ბელადს სურდა გერმანიის ვასალად
ეხილა ფლანდრია, კანტი და ბრუგე.
მაგრამ ის გაანადგურა მტრულმა იდეამ,
კავკასიელმა აიღო ვენა და მისი შემოგარენი.


5. გერმანიაში იწყება დიდი ცვლილება,
ის კარებს უღებს ბნელ აღმოსავლეთს,
ბარბაროსები მის თავზე აღმართავენ
თავიანთ სისხლიან დროშას.


6. გაძლიერდება ბარბაროსთა იმპერია ევროპაში,
მაგრამ მას მაინც მოუწევს სიკვდილი,
მას საკუთარი ზიზღი დაახრჩობს.
მხეცების იმპერიის ადგილი არ არის ევროპაში.


7. შეძლებს უნგრეთი გამკლავებას?
გაუძლებს აზიელების დარტყმას?
ბუდამ ან უნდა იბრძოლოს
ან აზიური კანონები მიიღოს.


8. სამყარო ელის ნათელის და ცოდნის მბრძანებელს,
ყველა ფიქრობდა რომ ის არ გამოჩნდებოდა,
მაგრამ ის ჰერმესის გზას ადგას
და აღმოსავლეთის ბრძენი სიყვარულში გაიღვიძებს.


9. დადგება დიდი გამყინვარება,
მთელ სამყაროს თეთრი ქურქი დაფარავს.
სამყაროს ანათებს
სისხლისფერი ცეცხლის ცეკვები.


10. შავი ზღვიდან, ყირიმიდამ მოვა ფრანგების მხსნელი.
კავკასია მას მშვიდობით მიიღებს,
მაგრამ კონსტანტინოპოლს
ის მხოლოდ სისხლს და ნგრევას მოუტანს.


11. ჩემს ხალხს არ სჯერა რკინის არსებების,
რომლებიც დადიან ზღვებშიც და ხმელეთზეც.
მაგრამ ისინი მალე დაფარავენ სამყაროს,
მაგრამ ძლიერი ტალღები მათ წალეკავენ.


12. ყველაფერი ქრება, ინგრევა და კვდება ზაფხულში,
მე მესმის უკანასკნელი გულისცემები,
ხუთიათას ხუთასი წელი და ხუთი საუკუნე დარჩა სამყაროს
და ის შეხვდება საკუთარ აღსასრულს.

0
262
2-ს მოსწონს
ავტორი:ზურმუხტისთვალება
ზურმუხტისთვალება
Mediator image
262
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0