x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
არაყი - არა მარტო სასმელი. სასარგებლო რჩევები

ცომი რომ კარგად აფუვდეს, საკმარისია, დაუმატოთ ერთი სუფრის კოვზი არაყი და ეფექტი სახეზე იქნება.

image


ქსოვილიდან ლაქის ამოყვანა - არაყი მოქმედებს, როგორც გამხსნელი, ასე რომ, შეგიძლიათ ლაქების ამოსაყვანად გამოიყენოთ. ჯერ წყლით დაასველეთ ლაქა, შემდეგ კი არყიანი ნაჭრით გაწმინდეთ, პროცედურა რამდენჯერმე გაიმეორეთ.

image



მოიშორე ქერტლი - ერთ ჭიქა არაყში დაუმატეთ ორი ჩაის კოვზი როზმარინი, გააჩერეთ ორი დღე, თავის დაბანის შემდეგ ერთი მუჭა დაისხით თავზე და წყალი გადაივლეთ.

image


თრომბოზების და გაგანიერებული ვენების სამკურნალოდ - 300 გ ცხენის წაბლი გაასუფთავეთ ნაჭუჭისგან, წვრილად დაჭერით და მოათავსეთ 0, 5 ლიტრიან მუქი ფერის ბოთლში. დაასხით არაყი ბოთლის პირამდე და დაახურეთ თავსახური. დადგით 2 კვირით დასაყენებლად ბნელ, თბილ ადგილზე და ყოველდღე შეანჯღრიეთ ბოთლი. ნაყენი დილა-საღამოს შეიზილეთ ფეხებზე.

image


გაწმინდე სამკაულები - ვერცხლს თუ გინდათ ბზინვარება დაუბრუნოთ, ჩააგდეთ რამდენიმე წუთით არაყში.

image



უმტკივნეულოდ აიძრე ლეიკოპლასტირი - წაუსვი ლეიკოპლასტირს არაყი, ის წებოს გახსნის, ამის შემდეგ პლასტირს უმტკივნულოდ აიძრობთ.

image


გაიყუჩე კბილის ტკივილი - გამოივლე არაყი, შეგიმცირებს ტკივილს და მოკლავს ბაქტერიებს.

image


მოაშორე ობი აბაზანიდან - დაასხი ობის და საპნის ნარჩენების ზედაპირზე არაყი, აცადეთ 10 წუთი და შემდეგ გაწმინდეთ, ნახავთ, რომ ობის კვალიც აღარ დარჩება.

image


გამოაცოცხლე ყვავილი - წყალში დაუმატე ერთი ჩაის კოვზი შაქარი და არაყი, ნახავთ, რომ თქვენი ყვავილი, რომელიც უკვე დაჭკნობისკენ მიდიოდა, გამოცოცხლდება.

image

კიტრის მწნილი რომ ხრაშუნა იყოს - კიტრის მწნილი რომ არ დარბილდეს, 1 ლიტრ მარილიან წყალს 20 მილიგრამი არაყი დაუმატეთ.

image


გაწმინდე ფეხსაცმელი - დროთა განმავლობაში ხშირად ფეხსაცმელს არასასიამოვნო სუნი ედება, გაწმინდეთ არაყით შიდა სივრცე, კლავს მიკრობებს და უსიამოვნო სუნიც გაქრება, აგრეთვე, თუ ახალი ფეხსაცმელი ოდნავ გიჭერს, ჩაასხით არაყი და იარეთ 30-45 წუთი, ფეხსაცმელი გაიწევს.

image

1
1242
6-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
1242
  
2019, 16 იანვარი, 23:46
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1