x
image
Yoona
Mediator image
ზოდიაქოს ყველაზე ცუდი ნიშანი ასტროლოგების აზრით
image

საინტერესოა, რომ ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის სხვადასხვა თვისებებია დამახასიათებელი. ჩვენ ზოდიაქოს ნიშნების დადებითი თვისებების შესახებ ხშირად გვესმის, ახლა კი დრო მოვიდა, სიცხადე შემოვიტანოთ და ყველაზე აუტანელი ზოდიაქოს ნიშანი გამოვავლინოთ.

ასტროლოგების აზრით, ამ კითხვაზე ერთმნიშვნელოვანი პასუხი არ არსებობს. თორმეტივე ზოდიაქოს ნიშნის შესწავლით შეიძლება ითქვას, რომ იდეალური არც ერთი არაა, თუმცა ყველაზე აუტანელი ლიდერის გამოვლენა მაინც შესაძლებელია. დღეს გიამბობთ ზოდიაქოს ნიშნების იმ ხარვეზებზე, რომელთა შესახებ დელიკატური ასტროლოგები დუმან.


ძალაუფლებისმოყვარე და ფეთქებადი ვერძი


ვარსკვლავურ აღლუმს ცეცხლოვანი ვერძი ხსნის. შეუწყნარებელი, ძალაუფლებისმოყვარე - ასე შეიძლება ამ ფეთქებადი ადამიანის დახასიათება. უყვარს დომინირება, ამასთან იმდენად, რომ ნათესავებს მისი ტოტალური კონტროლი აშინებთ.

გამოხატული თვისებები:

  • ქედმაღლობა;
  • დაუნდობლობა;
  • მომთხოვნელობა;
  • დესპოტიზმი;
  • აგრესიულობა.

გაბრაზებული და მოსაწყენი კურო

image

კურო კლდეს ჰგავს. ის მტკიცე, ამაყი და ურყევია. თავისი გაგებით, ის სამყაროს ცენტრია. საშინლად მოსაწყენია, ასევე ვერ იტანს ცვლილებებს და ყველაფერ ახალს. ჯიუტი, როგორც ხარი, ხშირად რაღაცაზე დამოკიდებული ხდება.

გამოხატული თვისებები:

  • გაბღენძილობა;
  • სიხარბე;
  • სიზარმაცე;
  • კრიტიკის მოყვარული;

ორპირი ტყუპი

ტყუპი ორპირი ნიშანია. მისთვის სრულად ნორმალურია, რომ ერთი რამ დაჰპირდეს და მეორე გააკეთოს. ტყუპი - საიდუმლო თამაშების ოსტატები, მანიპულატორები არიან, რომელთაც ათასობით ნიღაბი აქვთ. მისი ნამდვილი განზრახვის ცოდნა თითქმის შეუძლებელია.

გამოხატული თვისებები:

  • შურისმაძიებლობა;
  • თვალთმაქცობა;
  • ლაყბობა;
  • ეგოიზმი;
  • თავქარიანობა;

შეურაცხყოფილი და მტირალა კირჩხიბი

კირჩხიბი ბავშვობიდანვე დარწმუნებულია, რომ ყველაფერი ირგვლივ იმისთვის არის შექმნილი, რომ მას აწყენინოს. ნებისმიერ ნათქვამ სიტყვაში კირჩხიბი ფარულ აზრს მოძებნის. კირჩხიბის განწყობის გამოცნობა შეუძლებელია. ერთ დღეს ბედნიერი და მხიარულია, მეორე დღეს მოწყენილი, მესამე დღეს კი ყველაფერს ანადგურებს. მასთან ცხოვრება მძინარე ვულკანთან ცხოვრებას ჰგავს: ვერასდროს მიხვდებით, გაგათბობთ თუ ფერფლად გაქცევთ.

გამოხატული თვისებები:

  • ნერვიულობა
  • თავდაჯერებულობის ნაკლებობა;
  • ბუტიაობა;
  • ზედმეტი ემოციურობა;
  • მტირალა;
  • ბოროტად დამახსოვრება;

თვითკმაყოფილი და ეგოცენტრული ლომი

ლომის საკუთარი თავის მიმართ სიყვარული უბრალოდ წარმოუდგენელია. ლომი დარწმუნებულია, რომ როგორც კი ოთახში შედის, ყველა უნდა წამოდგეს და მას ტაში უნდა დაუკრას. უყვარს ბრძანებების გაცემა, ჯიუტების დასჯა და დამნაშავეების პატიება. ლომის ცხოვრება სპექტაკლია, სადაც ის მთავარ როლს თამაშობს.

გამოხატული თვისებები:

  • ნარცისიზმი;
  • მფლანგველობა;
  • ეპატაჟი;
  • სიამაყე;
  • გულგრილობა;

მომთხოვნი და აზიზი ქალწული

image

ქალწულის საყვარელი საქმიანობაა შფოთვა, და თან, უმიზეზოდ. ყოველთვის ნერვიულობს, ხოლო თუ ცხოვრებაში სიმშვიდე სუფევს, შფოთვის მიზეზი მისი არსებობა გახდება. ცხოვრებით კმაყოფილი და მშვიდი ქალწულის დანახვა საკმაოდ რთულია. მას კრიტიკის, პრეტენზიების და შენიშვნების ბევრი მიზეზი აქვს. სრულყოფილებას გიჟივით ეძებს.

გამოხატული თვისებები:

  • კატეგორიულობა;
  • კრიტიკულობა;
  • სარკაზმი;
  • მომთხოვნელობა;
  • შფოთვა

ორჭოფი და თვალთმაქცი სასწორი

ჰაერის ნიშანი ყოველ ახალ დღეს ახალი ნიღბის გაკეთებით იწყებს. მას თვალებში ნაცრის შეყრა უყვარს. თავქარიანია, რაც სასიყვარულო ურთიერთობაში ცუდ პარტნიორად აქცევს. მუდმივად ეჭვები აწუხებს, რაც სწორი გადაწყვეტილების მიღებაში ხელს უშლის. გასაოცარია, მაგრამ ასტროლოგების მიხედვით, სასწორი ყველაზე ცუდი ნიშანია. პირველი ადგილის შემდეგ ის არ ჩქარობს, რადგან ცუდი ნიშნის კიდევ ერთი პრეტენდენტი არსებობს.

გამოხატული თვისებები:

  • კადნიერება;
  • ნარცისიზმი;
  • ცვალებადობა;
  • არაგულწრფელობა;
  • ინფანტილიზმი;

შურისმაძიებელი და საშიში მორიელი

ტოქსიკური მორიელი, ალბათ, ყველაზე ცუდი ზოდიაქოს ნიშანია. მის გზაზე გადაღობვა არ ღირს. მას სხვების ხარჯზე პოზიციების გამყარების სურვილი ამოძრავებს და ურთიერთობაში ურჩევნიათ, მარტოები იყვნენ. ყველა შეურაცხყოფა ახსოვს, ხოლო შურს ნელა და ძალიან მკაცრად იძიებს. საკუთარ თავზე გიჟდება. მანიპულაცია და სხვების მართვა უყვარს.

გამოხატული თვისებები:

  • სისასტიკე;
  • შურისმაძიებლობა;
  • აგრესიულობა;
  • ეჭვიანობა;
  • დესპოტიზმი;

ცნობისმოყვარე და გიჟი მშვილდოსანი

მშვილდოსანი ცეცხლის ნიშანია, რომლისაც უნდა გეშინოდეთ. ის არა უბრალოდ ცეცხლს, არამედ ტყის ხანძარს ჰგავს. ყოველთვის მიმზიდველი და კეთილი ჩანს, მაგრამ ეს მხოლოდ თამაშია. უყვარს სხვების გულის გატეხა და ახალ მსხვერპლს მუდმივად ეძებს. საყვარელი საქმიანობა - გულისხმაზე მინდობა, რის გამოც ხშირად აბსურდულ და სასაცილო სიტუაციებში ხვდება.

გამოხატული თვისებები:

  • სიჯიუტე;
  • ფეთქებადობა;
  • მოუთმენლობა;
  • თვითკმაყოფილება;
  • თავაწყვეტილობა;

ეგოისტი და უსულო თხის რქა

image

თხის რქა ცივი გაანგარიშების და მდგრადობის მძევალია. ერთადერთი, რაც აინტერესებს - ფულია. საკუთარ თავზე საუბარი და მწვერვალების მიღება უყვარს. სიყვარულში ცივი, გულგრილი, თავშეკავებულია. თხის რქას ყველაზე საზიზღარ ნიშანზე პრეტენზიის გამოთქმა შეუძლია, თუ მისი ურთიერთობის სტილს გავაანალიზებთ.

გამოხატული თვისებები:

  • გონიერება;
  • აბეზარა;
  • მერკანტილურობა;
  • ქედმაღლობა;
  • ემოციური სიცივე;
  • სიჯიუტე

თავისუფლების მოყვარე და არასტაბილური მერწყული

იმის გაგება, თუ რა ამოძრავებს მერწყულს, ასტროლოგსაც კი არ შეუძლია. დღეს მზადაა, ღარიბივით იცხოვროს, ხვალ კი სიმდიდრის საძიებლად გაეშუროს. ასტროლოგები ირწმუნებიან, რომ მერწყულს ერთ ადგილას გაჩერება უჭირს, ყოველთვის ახალი შთაბეჭდილებების ძიებაშია. მერწყულის გეგმა მიწიერ ლოგიკას არ ექვემდებარება და ხშირად გიჟურია. სიყვარულში საშინელია, რადგან მხოლოდ საკუთარ თავზე არის კონცენტრირებული და მუდმივად თავისუფლებას მოითხოვს. ზეწოლის პანიკურად ეშინია.

გამოხატული თვისებები:

  • სკანდალურობა;
  • პირდაპირობა, რომელიც უხეშობას ჰგავს;
  • პესიმიზმი;
  • თავდაუჯერებლობა;
  • ტრაბახი.

განდგომილი და მეოცნებე თევზი

თევზი არადისციპლინირებული ადამიანია, რომელიც მუდმივად საკუთარ ოცნებებში დაცურავს. ჰაეროვანი სასახლე ნამდვილ ცხოვრებას ურჩევნია. დაუცველი და საკუთარ თავში თავდაუჯერებელია იმდენად, რომ მთელი ცხოვრება სირთულეებს, შიშსა და კომპლექსს გაურბის. უსიამოვნებებთან გამკლავება არ სურს, ურჩევნია დინებას გაჰყვეს.

გამოხატული თვისებები:

  • ემოციური გაუწონასწორებლობა;
  • პრეტენზიულობა;
  • უყურადღებობა;
  • უპასუხისმგებლობა;
  • მგრნობიარეობა;
  • ეჭვიანობა.

ასევე დაგაინტერესებთ:

მხოლოდ 2 ტიპის ადამიანი არსებობს ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით. თქვენ რომელს მიეკუთვნებით?


ყველაზე სასაცილო ჰოროსკოპი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის


5 ზოდიაქოს ნიშანი, რომელთაც სიყვარული არ შეუძლიათ


როგორი ზამთრის პაემანი შეგეფერებათ ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით


5 ზოდიაქოს ნიშანი, რომელთაც სიურპრიზი ელოდებათ - 2019 წლის იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი


რითი ხიბლავთ ადამიანებს, ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით


რომელ ასაკში იპოვით ნამდვილ სიყვარულს ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით


რა არ უყვართ ადამიანებში ზოდიაქოს სხვადასხვა ნიშნებს?


3 ზოდიაქოს ნიშანი მამაკაცებს შორის, რომლებიც სერიოზული ურთიერთობისთვის პრაქტიკულად არ გამოგადგებათ


უფრო მეტი კი იხილეთ აქ: Yoona-ს არხი


2
11672
1-ს მოსწონს
ავტორი:Yoona
Yoona
Mediator image
11672
  
2023, 7 ოქტომბერი, 18:42
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2020, 30 აგვისტო, 15:28
ვერძები კარგები ვართ, გვიგონებენ ყველაფერს. :D
0 1 2