x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
რეალური ისტორია, ავღანეთგამოვლილმა გალოთებულმა მამაკაცმა სასაფლაოზე მომხდარი კურიოზის გამო თუ როგორ მიატოვა ლოთობა

imageწინასწარ ვერავინ იტყვის, რას უმზადებს ცხოვრება. ამ სტატიაში საუბარი მექნება ადამიანზე, რომელიც ავღანეთის ომმა ისე გაანადგურა, ჯარიდან ჩამოსულს დეპრესიამ დარია ხელი და გამოსავალი სასმელში იპოვა.
ძლიერი ადამიანებიც ეცემიან, მთავარია, ხელახლა წამოდგომის უნარი შერჩეს მათ ცნობიერებას.
მეზობელ ქუჩაზე ცხოვრობდა კაცი, რომელიც საქართველოში ერთ-ერთი უდიდესი ჩაის ფაბრიკის დირექტორი ყოფილა და ცხოვრებამ ისეთი "სიურპრიზები" მოუწყო, ბაზარში ნაყიდ, გაურკვეველი წარმოშობის არაყს სვამდა და იქვე მჟავე მწნილს აყოლებდა.
უფროსი თაობის მკითხველებს ემახსოვრებათ ზუგდიდში მოქმედი საკავშირო დაქვემდებარებაში მყოფი ცელულოზა - ქაღალდის მწარმოებელი უზარმაზარი კომბინატი, რომელსაც ბატონი ოთარ ფაცაცია ხელმძღვანელობდა.
კომბინატში, როგორც გადმოცემით ვიცი, რამდენიმე ათასი ადამიანი იყო დასაქმებული და კომბინატის დასახლება უფრო კარგად იყო განაშენიანებული და განვითარებული, ვიდრე თავად ქალაქი ზუგდიდი.
მარტო იმ დროისათვის უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი სამედიცინო-კვლევითი ცენტრი რად ღირდა, რომლის შექმნა და აღჭურვა ბატონი ფაცაციას დამსახურება იყო.
ერთი სიტყვით, აღნიშნულ კომბინატში მუშაობდა ერთი მუშა სახელად რობი, რომელიც "ენას უკიდებდა" და გამარჯობის თქმასაც გარკვეულ დროს ანდომებდა.
რობი სამუშაო ცვლის დამთავრების მერე სახლისაკენ სასაფლაოს გავლით მოკლე გზას ირჩევდა და ისე მიეჩვია ამ გზას, ხშირად ღამითაც კი მიდიოდა სახლისაკენ სასაფლაოს გავლით.
სტატიის თავში დავწერე ყოფილ "ინტერნაციონალისტ" მებრძოლზე, რომელსაც ავღანეთი ჰქონდა გამოვლილი. შინაგანი ჯარის სპეციალური დანიშნულების დანაყოფში, რომელსაც "წითელ პაგონებს" ეძახდნენ, ყველაზე საზიზღარ დავალებებს ასრულებინებდნენ ავღანეთში, სწორედ ეს გახდა ახალგაზრდა კაცის დეპრესიის მიზეზი და 23 წლის ახალგაზრდა ისე გაფუჭდა, სასაფლაოებზე დადიოდა სასმლისათვის.
ერთხელაც, აღნიშნული ახალგაზრდა ერთ-ერთ ახალდაკრძალული მიცვალებულის საფლავზე მივიდა სასმლის ასაღებად და ადგილზე დასალევად. ამ დროს რობი ბრუნდებოდა სამსახურიდან სასაფლაოს გავლით სახლის მიმართულებით.
უკვე საკმაოდ იყო დაღამებული და რობი საფლავებზე ანთებული ლამპიონების შუქით განათებულ საფლავებს შორის მიიკვლევდა გზას შინისაკენ.
სწორედ ამ დროს გალოთებულმა ახალგაზრდამ საკმაოდ ხმამაღლა წამოიძახა ღვინით სავსე ჭიქით ხელში: "თქვენ გაგიმარჯოთო", რობიმ იფიქრა, მე მესალმებაო და შორიდანვე დაუძახა: "გაააგიიმარჯოს ღმეერთმაო".
არ ვიცი, იმ მომენტში რა იფიქრა იმ ახალგაზრდამ, მაგრამ, როგორც რობი ჰყვებოდა მერე, ვიღაც უცნობი მამაკაცი საფლავის ღობეზე კი არ გადახტა, არამედ "გადაფრინდა" და ისე მოკურცხლა გასასვლელისაკენ, რობიმ სიტყვის მონაცვლებაც ვერ მოასწრო.
ის დღე იყო და ის დღე, ყოფილი ავღანელი მთვრალი არავის უნახავს, სრულფასოვანი მკურნალობა სამხედრო ჰოსპიტალში ჩაუტარებია (ავღანეთგამოვლილებს უფასოდ მკურნალობდნენო და რამდენად მართალია, არ ვიცი), მუშაობა დაიწყო, ოჯახს მოეკიდა და დღესაც ბედნიერად ცხოვრობს.
რობი კი "ენგურქაღალდ კომბინატის" დაშლიდან რამდენიმე წელიწადში გარდაცვლილა.

4
941
12-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
941
  
2019, 16 იანვარი, 20:43
გაიხარე, რადგან სხვისი სიკეთე გიხარია...
2019, 16 იანვარი, 19:51
ღმერთმა სულ ჯანმრთელად და ბედნიერად ატაროს
2019, 16 იანვარი, 17:02
მეც, ვიცნობ კარგა ხანია და კარგის მეტი არაფერი მეთქმის. კარგი ბიჭებიც ჰყავს და კარგი ოჯახიც აქვს.
2019, 16 იანვარი, 12:12
არავინ იცის სხვისი გასაჭირი და ვერავინ მიხვდება ამას,რამეთუ ჩვენ ყველანი საბოლოოდ მაინც მარტონი ვართ.გამიხარდა ეს ბიჭი რომ გზას დაადგა.
0 1 4