x
"საჭმლისა და წყლის გარეშეც რომ დავრჩეთ, გავაკეთებთ იმას, რაც საჭიროა" - რატომ დაემუქრა ტრამპი თურქეთს ეკონომიკური აოხრებით?
image

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის "ტვიტერზე" გაკეთებულმა განცხადებამ ხელახლა გააჩინა ვარაუდები და შიში იმის შესახებ, ხომ არ აპირებს ამერიკის პრეზიდენტი ახალი სავაჭრო ომის გაჩაღებას თურქეთთან.

"სირიიდან ჯარების გაყვანას ვიწყებთ და ამავდროულად სხვადასხვა წერტილიდან ძლიერად ვურტყამთ იმას, რაც "ისლამური სახელმწიფოსგან" დარჩა. თუ "ისლამური სახელმწიფო" ძალებს მოიკრებს, კვლავ დავარტყამთ მათ ახლოს მდებარე ბაზებიდან. თურქეთს ეკონომიკურად ავაოხრებთ თუ ქურთებს დაარტყამენ", - დაწერა დონალდ ტრამპმა "ტვიტერის" საკუთარ გვერდზე 13 იანვარს.

ტრამპის მიერ გაკეთებული განცხადების გამო
გუშინ ლირა 1.6%-ით გაუფასურდა.

აქ ტრამპი ქურთების დაჯგუფებას სახალხო თავდაცვის დანაყოფებს (YPG) გულისხმობდა, რომლებიც ამერიკის მოკავშირეები არიან "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ ბრძოლაში და რომელთაც თურქეთი ტერორისტულ ორგანიზაციად და ქურთისტანის მუშათა პარტიის (PKK) ნაწილად მიიჩნევს.

ასეთი მუქარა საკმაოდ მოულოდნელი იყო, რამაც შესაბამისი პასუხები გამოიწვია თურქეთის ოფიციალური პირების

მხრიდან.

თურქეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა იბრაჰიმ კალინმა ტრამპის მიმართ მიმართვაში განაცხადა, რომ "ბატონო დონალდ, არ შეიძლება ტერორისტები აშშ-ს პარტნიორები ან მოკავშირეები იყვნენ. თურქეთი აშშ-სგან ვალდებულებების შესრულებას ელოდება, რაც ჩვენს ქვეყნებს შორის სტრატეგიული პარტნიორობიდან გამომდინარეობს. ტერორიზმის პროპაგანდამ ზიანი არ უნდა მიაყენოს თურქეთ-ამერიკის ურთიერთობებს".


თურქები ყოველთვის ხაზს უსვამენ, რომ ისინი იბრძვიან არა ქურთების, არამედ PKK-სა და YPG-ს წინააღმდეგ (თუმცა ეს ბრძოლა ქურთების გაძლიერების წინააღმდეგაც არის მიმართული - თუკი ეს მოძრაობები განადგურდება, ქურთები დასუსტდებიან და შესაბამისად, ვეღარც ავტონომიაზე ან მით უმეტეს, დამოუკიდებლობის მიღებაზე იოცნებებენ. 2017 წელს ერაყელ ქურთებში ჩატარდა რეფერენდუმი დამოუკიდებლობის აღიარებასთან დაკავშირებით. დამოუკიდებლობას მხარი იქ მცხოვრები ქურთების 92.73%-მა დაუჭირა. ამ რეფერენდუმს მხარი არ დაუჭირა ერაყის ხელისუფლებამ, თუცმა დაგვანახა ქურთების სწრაფვა დამოუკიდებლობის მიღებისაკენ. თურქეთის მოსახლეობის დაახლოებით 15-დან 20%-მდე სწორედ ქურთები შეადგენენ. სწორედ აქედან გამომდინარეობს შიში ქურთებთან მიმართებით). წაიკითხეთ ვრცლად

1
115
1-ს მოსწონს
ავტორი:იოანე შაიშმელაშვილი
იოანე შაიშმელაშვილი
115
  
2019, 16 იანვარი, 23:40
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1