x
image
Yoona
ტესტი: აირჩიეთ ცხოველი და თქვენი პიროვნების ყველაზე ბნელ მხარეზე გიამბობთ
ჩვენ ინსტიქტურად გვიზიდავს ის, რაც ჩვენს ფიქრებს და ხასიათს შეესაბამება.

ჩვენ უბრალოდ ამის გაკონტროლება არ შეგვიძლია და ქვეცნობიერი გარკვეული ნივთებისაკენ გვიზიდავს.

მაგ., ინტროვერტი დაუყონებლივ მყუდრო კუთხეს ამჩნევს მაშინაც კი, თუ ოთახში ბევრი ადამიანი იმყოფება.

ეს ტესტი თქვენს ქვეცნობიერში და პიროვნების ყველაზე ბნელი მხარის გაგებაში დაგეხმარებათ.


საინტერესო ტესტი


დააკვირდით სურათს და აირჩიეთ ერთი ცხოველი, რომელიც ყველაზე მეტად გიზიდავთ.

image

მგელი

image

ბევრი თვლის, რომ მგელი ღამის ბავშვი, სიბნელის მოკავშირე და ეშმაკის ბავშვია. თუმცა, სინამდვილეში, მგელი პირველი თავს არასდროს ესხმის, თუ მას საფრთხე არ ემუქრება და აუცილებლობის გარეშე არასდროს კლავს. ბუნებით მარტოსულია და ერთ-ერთი ყველაზე იდუმალებით მოცული ცხოველია, რომელიც სიბნელეში იმალება, ელოდება, მსხვერპლი როდის მოუახლოვდება, რომ მას თავს დაესხას.

თუ ცხოველებს შორის მგელი აირჩიეთ, თქვენ რთული და იდუმალებით მოცული პიროვნება გაქვთ, როგორც მგელს. როგორც ის, თქვენ პირველი თავს არავის ესხმით, თუ თქვენი პროვოცირება არ მოხდა. რბილი ადამიანი ხართ, მაგრამ შეგიძლიათ დაუნდობელი იყოთ, თუ ამ დონემდე მიგიყვანებენ. თუ თქვენ გემუქრებიან, გირჩევნიათ რეაგირება არ მოახდინოთ, არამედ შესაბამის მომენტს დაელოდოთ.

შურისძიებას მოთმინებით და ზუსტად გეგმავთ და როცა თქვენი მოწინააღმდეგე უსაფრთხოებაში დარწმუნებული იქნება, სიბრაზეს გამოვლენის უფლებას აძლევთ.

ადამიანების უმეტესობა ფიქრობს, თქვენ უვნებელი ხართ და თქვენით მანიპულირება შეიძლება, მაგრამ ცოტა თუ ხვდება, რომ საფრთხის ან პროვოკაციის შემთხვევაში თქვენ სწრაფად მოქმედება შეგიძლიათ. თქვენი ერთგულება, როგორც მგლის, მთელი ცხოვრება შეიძლება გაგრძელდეს, ასევე ბრაზი, თუ ჭკუიდან გადაგიყვანებენ.


ღამურა

image

ღამურა ისეთი გმირების შექმნის შთამაგონებელი იყო, როგორიცაა ბეთმენი და დრაკულა. ამ ღამის არსებებში რაღაც ბნელია, რომელიც დღისით ქრება, ბნელ მღვიმის ჭერში ჩამოკიდებული და მსოფლიოს თავდაყირა უყურებს.

თუ ღამურა აირჩიეთ, თქვენ რთული პიროვნება გაქვთ, რომელიც მრავალი ფენისგან შედეგება. პირველი, თქვენთვის სამყარო უბრალოდ შავ-თეთრი არასდროსაა, თქვენ ნაცრისფერ ზონაში ცხოვრობთ.

საზოგადოების მიერ დაწესებულ მორალურ პრინციპებს არ ითვალისწინებთ და არ ემორჩილებით, რაც არ უნდა მოხდეს. თქვენი ხედვა მსოფლიოს მიმართ განსხვავებულია. იუმორის გრძნობა, ასევე ცხოვრებისეული შეხედულებები ცხოვრების ბნელი მხარისკენაა მიმართული.

თქვენში არის რაღაც, რაც ბრბოდან გამოგარჩევთ, რადგან მსოფლიოს ყველა დეტალის დანახვა თქვენსავით არავის შეუძლია. სკეპტიკოსი ხართ და ადამიანებს ადვილად ვერ ენდობით. შეიძლება ითქვას, რომ პიროვნული თვისებების წყალობით თქვენ ბოროტების და კარგის, სწორი და არა სწორის, კარგი და ცუდის საზღვრების პოვნა მოახერხეთ.


ყორანი

image

მწერალმა ედგარ პომ თავისი ცნობილი პოემის მთავარ გმირად ყორანი ტყუილად არ გამოიყვანა. ყორანი ძალიან ხშირად ბნელ ნიშნებთან და სიკვდილთან ასოცირდება.

ეს შავი ფრინველები სიკვდილის და განადგურების სიმბოლოს ითვლებოდა. ასევე სიმართლეს წარმოადგენს ის, რომ ყორანი წარმოუდგენლად ჭკვიანი ფრინველია, რომელსაც ადამიანის ხმის მიბაძვა და გარემოზე ადვილად შეგუება შეუძლია. რატომ მიგიზიდათ ყორანმა?

თქვენი პიროვნება შეიძლება ისეთივე ბნელი იყოს, როგორც ყორანის. თქვენ იმათ შორის ხართ, ვინც ბნელ მხარეს მალავს. შორი მანძილიდან ადამიანებზე დაკვირვება და მათი აზრების წაკითხვა შეგიძლიათ.

სხვების გულებში დამალულ ბნელ მხარეს ნათლად ხედავთ. როგორც ყორანი, თქვენ საჭირო მომენტს ელოდებით, რომ ბნელ მხარეს თავისუფლება მიანიჭოთ. თქვენ ეგუებით, იცვლებით და გარდაიქმნებით, რომ დასარტყმელად საჭირო ადგილი დაიკავოთ.

თქვენ შეუპოვარი ხართ, როცა საქმე დასახული მიზნის მიღწევას ეხება. გარდა ამისა, როგორც ყორანი, სხვებს ზიანს არ აყენებთ, თუ შეურაცხყოფას არ გაყენებენ. როცა ზღვარზე იმყოფებით, თქვენი ბნელი მხარე ნამდვილად საშიში ხდება.


შავი ქვრივი

image

ობობა, შავი ქვრივი ცნობილია თავისი შხამიანი ნაკბენით, ხოლო ბრძოლის დროს მამრი ზოგჯერ მამრს ჭამს. ბნელი და იდუმალებით მოცული, ეს ობობები მსხვერპლის ქსელში გაბმას ელოდებიან და თავის შხამს უშვებენ, რომელიც მსხვერპლს კლავს, მხოლოდ ამის შემდეგ მშვიდად მიირთმევს.

მას წარმოუდგენელი გზით სიბნელეში ყოფნა შეუძლიათ, რაც ძალიან სახიფათოდ ხდის.

თქვენი არჩევანი იმაზე მიუთითებს, რომ თქვენ ძალიან ბნელი პიროვნება გაქვთ. თუ გაგაბრაზებენ ან ზღვრამდე მიგიყვანებენ, არჩევანი არ გექნებათ, გარდა იმის, რომ ყველას აჩვენოთ თქვენი შესაძლებლობები, რაც შეიძლება ძალიან სახიფათო იყოს.

პირველი, რასაც თქვენ აკეთებთ - ეს მოწინააღმდეგეს უსაფრთხოების ცრუ შეგრძნებას აძლევთ. როგორც კი ადამიანი ყურადღებას კარგავს, მის გარშემო თანდათანობით ქსელის გაბმას იწყებთ, ამასთან ის ვერც კი ხვდება, რომ უკვე ხაფანგშია გაბმული.

როცა ადამიანი სრულად დაგემორჩილებათ და თქვენთვის ზიანის მოყენება აღარ შეუძლია, თქვენ მას შეურაცხყოფას აყენებთ. როცა მასთან უკვე ყველაფერი დასრულებულია, გულში გრძნობის კვალის აღარ გრჩებათ. ადამიანი, რომელმაც თქვენს გზაზე გადაღობვა სცადა, მწარედ ინანებს.


შავი კატა

image

კატა უძველესი დროიდან ბნელ ხელოვნებასა და სიკვდილთან იყო დაკავშირებული. ბევრ კულტურაში ეს იყო არსება, რომელიც სიკვდილის და სიცოცხლის ზღვარზე იმყოფებოდა. ასევე, ხშირად მას, როგორც საშიში და უცხო არსებებს ისე გამოსახავდნენ, რომლებიც თვალებში გიყურებენ.

თუ თქვენი ყურადღება კატამ მიიპყრო, თქვენ საკმაოდ საინტერესო და ცვალებადი პიროვნება გაქვთ. შეიძლება ისეთივე მოთამაშე იყოთ, როგორც კატა, სანამ თქვენს პროვოცირებას არ ახდენენ. თუ ასეთი რამ მოხდება, თქვენ რისხვად და ჯოჯოხეთად გარდაიქმნებით. მოქმედებასა და ფიქრებში მომთმენი, ჭკვიანი და მზაკვარი ხართ.

როცა მოქმედებას გადაწყვეტთ, შეიძლება ხალხმა თქვენი მოახლოება ვერც კი შეამჩნიოს, რომ აღარაფერი ვთქვათ რისხვაზე, რომელსაც მათთვის ამზადებთ. მშვიდად იქცევით, ელოდებით და აკვირდებით.

ის, ვინც გაწყენინათ, მწარედ ინანებს.


საკროფაგი

image

მახვილი ცხვირი და კისერი, ბუნებით ნამდვილი საკროფაფია. ისინი ფეხზე მდგარი ნადირობენ, მიზანში ამოღებული მსხვერპლის თავზე წრეს არტყამენ, სანამ მსხვერპლი არ მოკვდება. შემდეგ მშვიდად და ნელ-ნელა ხორცის ჭამას იწყებენ.

თუ თქვენი ყურადღება ამ ფრინველმა მიიპყრო, თქვენ გაქვთ პიროვნება, რომელსაც შიშის მოგვრა შეუძლია, მაგრამ მას მშვიდი და ნაზი ურთიერთობის მიღმა მალავთ. სიმართლე რომ ვთქვათ, საკროფაგი თავს მხოლოდ მაშინ ესხმის, როცა იძულებულია და ჭამს მხოლოდ იმას, რაც მისთვის აუცილებელია. თქვენ გულახდილი ხართ, როცა საქმე ცხოვრების მიმართ დამოკიდებულებას ეხება.

თქვენ ძალიან დაკვირვებული ხართ და სურვილის მიღწევის დროს შეუპოვარი ხართ. თქვენ ეშმაკი ადამიანი ხართ მხოლოდ მათთან, ვინც ამას იმსახურებს.

სინამდვილეში არასდროს არავის არ აწყენინებთ. ძნელია გიწოდოთ ფეთქებადი ადამიანი. ბნელ მხარეს მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში კარს უღებთ. დანარჩენ დროს ცხოვრებით კმაყოფილი ხართ, ცაში მაღლა, სხვებისგან განცალკევებით დაფრინავთ და თავისუფლებით ტკბებით.



შავი პანტერა


image


შავი პანტერა ერთ-ერთი ცხოველია, რომელიც ერთდროულად აღფრთოვანებას და შიშს იწვევს. ბუნებით ეს იდუმალი არსება მარტოხელაა, რომელსაც ყველა პატივს სცემს და ეშინია. ბევრ ქვეყანაში პანტერას თაყვანსცემენ. მშვიდი, დამკვირვებელი და სასიკვდილოდ სახიფათო - არავის შეუძლია იმის თქმა, თუ გონებაში რაზე ფიქრობს. ის იდუმალების სრული განსახიერებაა. თუ თქვენ შავი პანტერა აირჩიეთ, თქვენ გულახდილი ადამიანი ხართ, რომელიც სხვებისთვის ამოცანას წარმოადგენს. საკუთარ თავში ბევრ თვისებას მოიცავთ, რომელის გარშემომყოფებში გამოგარჩევთ.


ერთი მხრივ მზად ხართ ბოლომდე დაიცვათ ის, ვინც გიყვართ. მეორე მხრივ შეიძლება ძალიან მკაცრი იყოთ იმის მიმართ, ვინც გემუქრებათ. ადამიანებთან ურთიერთობას აწყობთ პრინციპით „თქვენ მიიღებთ იმას, რასაც იმსახურებთ“. თუ თქვენ კარგად გექცევიან, მისი საუკეთესო მეგობარი იქნებით. მაგრამ თუ ადამიანმა გიმუხთლათ, თქვენი ბრაზისგან გაქცევას ვერ შეძლებს. რბილი, როგორც ადამიანი, მაგრამ უშიშარი მოწინააღმდეგე, ამიტომ სჯობს თქვენი პიროვნების ბნელ მხარეს არ შეეხონ.





ასევე დაგაინტერესებთ:

აირჩიეთ მზე და გაიგეთ, თქვენი პიროვნების ძირითადი მახასიათებელი


მარტივი ტესტი, რომელიც გიჩვენებთ თუ რამდენად ჭკვიანი ხართ


ტესტი: თქვენი პირველი მოქმედება განსაზღვრავს, თუ როგორი ადამიანი ხართ


ტესტი, რომელიც თქვენი ფარული ნიჭის გამოვლენაში დაგეხმარებათ


ტესტი: რამდენად კარგი ადამიანი ხართ


ის, რაც პირველად სურათზე დაინახეთ, გიამბობთ თქვენ ამჟამინდელ მდგომარეობაზე


ტესტი: ხართ თუ არა ენერგოვამპირი?


რა გავლენას ახდენს ქმრის გვარი ცოლის ცხოვრებაზე


რომელი ცხოველი დაინახეთ პირველად? ასეთია თქვენი პიროვნება


აირჩიეთ ტაროს კარტი და გაიგეთ, თუ რა გელოდებათ წლის ბოლომდე


პიროვნების ტიპის დასადგენი ტესტი მაიერს-ბრიგსის მიხედვით: მხოლოდ 4 კითხვაზე პასუხი დაქალზე უკეთ დაგახასიათებთ


მარტივი ფსიქოლოგიური ტესტი - კარგად დააკვირდით, რა დაინახეთ სურათზე


უფრო მეტი კი იხილეთ აქ: Yoona-ს არხი

1
1786
2-ს მოსწონს
ავტორი:Yoona
Yoona
1786
  
2019, 15 იანვარი, 18:29
2 მომეწონა და ორივე დაემთხვა
0 1 1