x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
რობი უილიამსი vs ჯიმი პეიჯი-პოპ და როკვარსკვლავის მტრობა გრძელდება
image

როკ-ვარსკვლავის, Led Zeppelin-ის ყოფილი გიტარისტის, ჯიმი პეიჯისა და მისი კარის მეზობლის, პოპვარსკვლავ რობი უილიამსის მტრობა ისევ განახლდა. კენინგსტონის საბჭომ მიიღო საჩივრის წერილი, რომელსაც ადგილობრივი მცხოვრები აწერს ხელს.


შეგახსენებთ, პეიჯის და უილიამსის დავა მას შემდეგ დაიწყო, როდესაც ამ უკანასკნელმა საკუთარი სახლის სარდაფში საცურაო აუზის და სპორტდარბაზის აშენება გადაწყვიტა, რის უფლებასაც ჯიმი პეიჯი არ აძლევდა და სასამართლოშიც იჩივლა. პეიჯს მიაჩნია, რომ სამშენებლო სამუშაოები მის მე-19 საუკუნის გოთური არქიტექტურის შენობას დააზიანებს. მათი ფეშენებლური სასახლეები ერთმანეთისგან მხოლოდ 13 მეტრითაა დაშორებული.



გასული წლის დეკემბერში კენსინგტონის რაიონის საბჭომ დავა რობი უილიამსის სასარგებლოდ გადაწყვიტა. ამასთანავე, საბჭოს თავმჯდომარემ მხარეებს მოუწოდა, სადავო საკითხი მოლაპარაკების გზით გადაწყვიტონ.




საჩივრის წერილიში აღნიშნულია, რომ უილიამსი პეიჯის ყოველ დანახვაზე მისი ჯიბრით საკუთარ ეზოში დამონტაჟებულ მძლავრ დინამიკებში 70-იანი წლების როკ-მუსიკას ბოლო ხმაზე უსმენს, თან, რაც ყველაზე მთავარია, "ლედ ზეპელინის" მეტოქე ბენდებს: Black Sabbath-ს, Pink Floyd-ს და Deep Purple-ს. მან კარგად იცის, რომ პეიჯს ეს ძალზე გააღიზიანებს. პარალელურად, დასცინის მის კოლეგას, რობერტ პლანტს "ლედ ზეპელინიდან", იკეთებს პლანტის ვარცხნილობის მსგავს პარიკს, მუცელზე, ხალათის ქვეშ ბალიშს იმაგრებს, რომ ღიპის იმიტაცია შექმნას და პეიჯის დასანახავად დასეირნობს საკუთარ ეზოში.


რობი უილიამსის წარმომადგენელმა გამოცემა Telegraph-თან საუბარში, ბრალდებას ცილისწამება და აბსურდი უწოდა.

image

რობი უილიამსის კარიერა პოპ-ჯგუფ Take That-ში დაიწყო, მენეჯმენტთან და ჯგუფის წევრებთან უთანხმოებების გამო, მან კოლექტივი 1995 წელს დატოვა და დაიწყო წარმატებული სოლო კარიერა, მისი სოლო ალბომებიდან 7 სინგლმა #1 პოზიცია დაიკავა ბრიტანეთის ჩარტებში. ამის გარდა, მოხვდა თითქმის ყველა ევროპული ქვეყნის ჩარტების ზედა პოზიციებზე.


2010 წელს იგი დაუბრუნდა Take That-ს. ჯგუფთან ერთად გამოცემული ახალი დისკი "Progress" საუკუნის ყველაზე სწრაფად გაყიდვად ალბომად იქცა. ორიოდე წელიწადში რობიმ ჯგუფი ისევ დატოვა.


მსოფლიო მასშტაბით გაყიდულია რობის 75 მილიონზე მეტი ჩანაწერი, რითაც იგი ყველა დროის ერთ-ერთი გაყიდვადი შემსრულებელია. იგი აგრეთვე ბრიტანეთის ყველაზე გაყიდვადი და ლათინურ ამერიკაში ყველაზე გაყიდვადი უცხოელი შემსრულებელია. ბრიტანეთში მისი ექვსი ალბომი მოხვდა ყველა დროის 100 გაყიდვადი ალბომის სიაში, ხოლო 2006 წელს მან ტურნეს Close Encounters Tour 1.6 მილიონი ბილეთი ერთ დღეში გაყიდა, რითაც გინესის წიგნის რეკორდსმენი გახდა.


რობი არის 17 Brit-ის, რვა გერმანული ECHO-ს და MTV ევროპის მუსიკალური 3 ჯილდოს მფლობელი. 2004 წელს უილიამსი შეიყვანეს ბრიტანეთის მუსიკის დიდების დარბაზში, როგორც „1990-იანების უდიდესი შემსრულებელი“ .(სამაგიეროდ, აშშ-ში უილიამსის პოპულარობა ძალზე მიზერულია)

2016 წელს რობი საქართველოს სტუმრობდა და "დინამო არენაზე" კონცერტი ჩაატარა.



რაც შეეხება ჯიმი პეიჯს, Allmusic-მა იგი დაასახელა, როგორც ”ყველა დროის უდავოდ ერთ-ერთი გავლენიანი, მნიშვნელოვანი და მრავალმხრივი გიტარისტი და კომპოზიტორი როკის ისტორიაში”. 2004 წელს პეიჯმა დაიკავა მეოთხე ადგილი ჟურნალ Classic Rock Magazine-ის მიერ გამოქვეყნებულ ”გიტარის 100 ყველაზე ველური გმირის” სიაში, ხოლო ჟურნალმა Rolling Stone-მა მიანიჭა მეცხრე პოზიცია ყველა დროის 100 საუკეთესო გიტარისტს შორის. ჯიმი პეიჯი ორჯერ შეიყვანეს როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში: პირველად 1992 წელს, როგორც The Yardbirds-ის წევრი და მეორედ, 1995 წელს, როგორც ლედ ზეპელინის წევრი.


ლედ ზეპელინს მსოფლიო მასშტაბით გაყიდული აქვს 200 მილიონზე მეტი ალბომი. განსაკუთრებით უზომოა ჯგუფის პოპულარობა აშშ-ში, RIAA-ს მონაცემებით ჯგუფს გაყიდული აქვს 111.5 მილიონი ჩანაწერი, რითაც ლედ ზეპელინს გაყიდვების მხრივ მეოთხე ადგილი უკავია ამერიკაში. მათი 8- სტუდიური ალბომიდან 6-მა #1 ადგილი დაიკავა "ბილბორდის" ჩარტებში.


2004 წელს Planet Rock-მა კომპოზიცია Stairway To Heaven დაასახელა ყველა დროის საუკეთესო როკ სიმღერად. რეიტინგის ტოპ-10-ში "ლედ ზეპელინის"კიდევ ორი სიმღერა მოხვდა: Whole Lotta Love (#6) და Rock and Roll (#8)


2005 წელს ლედ ზეპელინს გადაეცა "გრემის" პრემია, ხოლო გამოცემა Guitar World -მა Stairway to Heaven დაასახელა ყველა დროის საუკეთესო როკ სოლოდ.

2013 წელს "Planet rock"-მა ლედ ზეპელინი მსოფლიოს ყველა დროის ყველაზე ზეგავლენიან როკ-ჯგუფად დაასახელა.


ჯიმი პეიჯს სულ ახალახან 75 წელი შეუსრულდა.



0
87
7-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
87
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0