x
image
თედო16
"რუსთავი2 ერთი დიდი აყროლებული საბო*****" - გიორგი გაბუნიას ქმედებას სოციალურ ქსელში მწვავედ აკრიტიკებენ
image

გუშინ პროექტის "მხოლოდ ქართული" ნახევარფინალი გაიმართა, სადაც მონაწილეები სიმფონიურ ორკესტრთან ერთად ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო ქართულ სიმღერებს ასრულებდნენ.


"მხოლოდ ქართულის" ნახევარფინალს სოციალურ ქსელში მწვავე კრიტიკა მოჰყვა, კერძოდ, გიორგი გაბუნიას ქმედებას. მან კონკურსის ერთ-ერთი მონაწილე - გიორგი ნარმანია ცინიზმით თავისთან მიიხმო და საკუთარი ნამღერის შეფასება სთხოვა. ნარმანიამ კი თავისი გამოსვლა 10 ქულით შეაფასა, რასაც დარბაზში ოვაციები და აპლოდისმენტები მოჰყვა.

სოციალურ ქსელში კი ერთი ამბავია. გიორგი გაბუნიას პროექტის ოფიციალურ გვერდზე მწვავედ აკრიტიკებენ. გთავაზობთ მაყურებლის კომენტარებს დღევანდელ ლაივ კონცერტის შესახებ.



"რუსთავი 2 რატომ აბრმავებთ ხალხს?! თქვენგან ნარმანიას დამცირების შემდეგ, მხოლოდ მე მხარდაჭერის მიზნით 17 ადამიანის და მათი ოჯახის წევრების მობილიზება შევძელი 20 წუთში, ძალიან ტეხავს ადამიანის დამცირებით და შეურაცხყოფით გაგდება, რუსთავი 2 ერთი დიდი აყროლებული საბო*****. ერთადერთი ამ პროექტს ვუყურებდი და აქაც ჩაისვარეთ თქვენი ინტრიგებით და დადგმული უნიჭო სპექტაკლებით."


ასევე, მაყურებლის აგრესია წამყვანებმაც გამოიწვიეს, კერძოდ - ნანუკა ჟორჟოლიანმა, რომელიც მთელი კონცერტის მიმდინარეობის პერიოდში მაყურებელს გუგა მარგველაშვილის მხარდაჭერისკენ მოუწოდებდა. გუგა მარგველაშვილი ჟორჟოლიანის რჩეული კონკურსანტი და ფავორიტია. ის ყოველ ლაივ კონცერტზე მაყურებელს მოუწოდებს, მხარი დაუჭირონ და დაურეკონ გუგას.


"დღეს პროექტი საბოლოოდ გააბანძეს წამყვანებმა. მოაშორეთ ეს საფრთხობელა წამყვანები. მერე დაჯდებიან თავიანთ შოუებში და ადამიანურ გრძნობებზე გააკეთებენ სიუჟეტებს."

წერენ მაყურებლები სოციალურ ქსელში.

0
730
2-ს მოსწონს
ავტორი:თედო16
თედო16
730
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0