x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
ოთახის მცენარეების გავლენა ადამიანებზე – გაიცანით თქვენი მცენარე უფრო ახლოს

მცენარეებს, ძველთაგანვე, სხვადასხვა სახის მაგიურ თვისებებს აწერდნენ და თითოეულს თავისი დანიშნულება ჰქონდა: ზოგ მცენარეს პატრონისთვის სიმდიდრე და იღბალი უნდა მოეტანა, ზოგს – სიმშვიდე და სიყვარული ოჯახისთვის. ხოლო, ზოგიერთი – ჯადოსგან და «ცუდი თვალისგან» იცავდა პატრონს.

ამჟამად, ცნობილია, რომ მცენარეები გარკვეულ ენერგეტიკას ფლობენ და ამიტომ, წინაპრების გამოცდილება, რომელიც დაკვირვებაზე იყო დაფუძნებული, შეგვიძლია ჩვენც გამოვიყენოთ. imageმცენარეები, თავიაანთი ენერგეტიკით, გავლენას ახდენენ როგორც სახლის ატმოსფეროზე და ადამიანებზე, რომლებიც მასში ცხოვრობენ, ასევე ოჯახის სტუმრებზე და გარკვეულ სიტუაციებში, ზოგიერთი მცენარე, შეიძლება, მთლად უვნებელი არ იყოს. მაგ., თუ ქალბატონს ოჯახის შექმნის სურვილი აქვს, მის ბინაში არ უნდა იყოს ია, ხოლო ციკლომენი და ამარილისი, პირიქით, ამ სურვილის ასრულებაში დაეხმარება. არ არის რეკომენდებული სახლის პირობებში ისეთი მცენარეების გახარება და გამრავლება, რომლებსაც ადამიანის ენერგიის მითვისება შეუძლიათ (მცენარეებშიც არიან ენერგო-ვამპირები). თუ ეს მცენარეები ძალიან მოგწონთ და ვერ ელევით, ნუ მოათავსებთ მათ საძინებელში და ბავშვის ოთახში. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ «ვამპირების» გარემოცვაში, ცხოვრება ადვილი არ არის — გარდა იმისა, რომ ისინი ოჯახის წევრების ენერგიას იწოვენ, პრობლემებსაც იზიდავენ.


image


მაგ., მონსტერა, მიუხედავად იმისა, რომ გარეგნობით ძალიან კარგად გამოიყურება, ფენ-შუის სწავლების მიხედვით, მეტად არასასურველია ადამიანებისთვის. მას დიდ რაოდენობით ენერგიის მითვისება შეუძლია და განსაკუთრებით სახიფათოა მისი დადგმა საძინებელში, რადგან ადამიანი უძილობით და კოშმარებით დაიტანჯება. მსგავსი თვისებები აქვს დიფენბახიას და ოთახის გვიმრას. ამიტომ, ამ მცენარეების განთავსება რეკომენდებულია მხოლოდ დიდ ოფისებში და საავადმყოფოს დერეფნებში, სადაც ბევრი ადამიანი ტრიალებს. საავადმყოფოში ეს მცენარეები სასარგებლოც კი არის, რადგან ნეგატიური ენერგეტიკისგან ასუფთავებენ ატმოსფეროს.


image
ვარდის მოშენება არ არის რეკომენდებული სუსტი ენერგეტიკული ველის მქონე ადამიანებისთვის. თუ ადამიანი დაღლილობას და ტონურის დაქვეითებას უჩივის, კიდევ უფრო ცუდად იგრძნობს თავს ქოთნის ვარდების გარემოცვაში. ამ მცენარემ, შესაძლებელია, მოუსვენრობა და გაღიზიანება გამოიწვიოს. ხოლო ვინც, პირიქით, ენერგიის მოზღვავებას გრძნობს, შეუძლია ზედმეტი ენერგია ვარდს «გადაულოცოს» და სიმშვიდე მოიპოვოს. ამ შემთხვევაში, ვარდი სასარგებლოც კი არის.


image

ბეგონიაც ძლიერი ვამპირია და განსაკუთრებით სახიფათოა ის ხანდაზმულების, მარტოხელების და ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანებისთვის. თუმცა, ბეგონია, გარკვეულ სიტუაციებში, სასარგებლო არის. მაგ., იმ შემთხვევაში, თუ ოჯახში ხშირად მოდიან სტუმრები. ფენ-შუის თანახმად, უცხო ადამიანებს, სახლში საკუთარი ენერგეტიკა მიაქვთ და ის, ხშირ შემთხვევაში, ნეგატიურია (არა იმიტომ რომ ბოროტები არიან. უბრალოდ, დღის მანძილზე, ადამიანებს ნეგატიურ გარემოში უწევთ ყოფნა, რაც მათ ენერგეტიკაზეც აისახება). ბეგონიას შეუძლია ამ ენერგიის შთანთქმა და ოჯახის წევრების დაცვა.

imageრა თქმა უნდა, ყოველთვის აუცილებელი არ არის მცენარე-ვამპირების თავიდან მოცილება. ყველაფერი ოჯახის წევრების ენერგეტიკულ პოტენციალზე არის დამოკიდებული. თუ ადამიანი ძალ-ღონით არის სავსე და ჯანმრთელობას არ უჩივის, მასზე ვერანაირ გავლენას ვერ მოახდენს მცენარე, თუნდაც ის ყველაზე დიდი ვამპირი იყოს, მცენარეებს შორის. ხოლო, იმ შემთხვევაში, თუ ადამიანს პრობლემები აქცს, ჯანმრთელობის მხრივ, პირად ცხოვრებაში ან კარიერაში, მცენარე-ვამპირები კიდევ უფრო ამძიმებენ სიტუაცია. ნებისმიერ შემთხვევაში, ნუ გამოცდით ბედს და მხოლოდ ის მცენარეები მოაშენეთ, რომლებიც დადებით გავლენას ახდენს ადამიანების უმრავლესობაზე.

imageმაგ., ია დადებითად მოქმედებს ოჯახურ ურთიერთობებზე და ბავშვებზე. ის თავისი მაგიური ენერგიის წყალობით, სახლში არავითარ შემთხვევაში არ შემოუშვებს დეპრესიულ განწყობას. ხოლო, იასამნისფერ იას სახლის ნეგატიური ენერგეტიკისგან გასუფთავება შეუძლია. თუმცა, იმ შემთხვევაში, თუ სურვილის მიუხედავად, ქალბატონს ბედი არ ეხსნება, შესაძლებელია, ამის მიზეზი იყოს ია იყოს, რომელსაც არ უნდა ოჯახში უცხო მამაკაცის შემოშვება. მსგავსი თვისება აქვს კამელიას, რომელიც იის მსგავსად, მარტოობის ყვავილა. თუმცა, ამ უკანასკნელს კომპლექსებთან ბრძოლა შეუძლია და ის აუცილებლად უნდა იყოს მორცხვი და საკუთარ თავში ჩაკეტილი ადამიანის სახლში.

imageთუ ოჯახის შექმნა გინდათ და ია ან კამელია ამის უფლებას არ გაძლევთ, ჰიბისკური (ჩინური ვარდი) უნდა შეიძინოთ. ის მაგნიტივით იზიდავს საპირისპირო სქესის წარმომადგენლებს.

image

მეუღლეებს შორის სიყვარულის და სტაბილური ოჯახური ურთიერთობის შენარჩუნება შეუძლიათ ლიანებს. ხოლო, მარტოხელებისთვის ამ მცენარესთან ერთად ცხოვრება რეკომენდებული არ არის.

imageმარტოხელა ქალბატონების საძინებელში აუცილებლად უნდა იყოს ანთრიუმი და სპატიფილიუმი, ტყუილად ხომ არ ეძახიან ამ უკანასკნელს სიყვარულის ყვავილს?


imageსიყვარულის ყვავილების ჯგუფს განეკუთვნება ორქიდეაც. ეს ელეგანტური მცენარე ხასიათსაც გამოუსწორებს ადამიანს და სახლის ენერგეტიკასაც გაასუფთავებს ნეგატივისგან, ისევე როგორც ბალზამინი (უკადრისა). image

პოზიტიური ენერგიის გავრცელების გარდა, ბალზამინს სახლის ჰაერის გაწმენდაც შეუძლია, რაც ამ მცენარის გახარების და მასზე ზრუნვის კიდევ ერთი მიზეზი არის.
მაგიური თვისებები აქვს თეთრ ლილისაც. ეს მცენარე ისე უნდა განათავსოთ, რომ მთვარის შუქი პირდაპირ ყვავილებზე ეცემოდეს. ღამე ის მთვარის ენარგიას შთანთქავს, ხოლო დღე, - თავის მაგიურ ძალას იმას გადასცემს, ვინც მასზე ზრუნავს.

image
კაკტუსი მხოლოდ მშვიდ ადამიანებს უნდა ჰქონდეთ სახლში. მეტისმეტად აქტიური ადამიანები ეკლიან მცენარესთან მეზობლობის გამო, შესაძლებელია, აგრესიულები გახდნენ.

image
უამრავი მცენარე არსებობს და თითოეულის განხილვა, ერთი სტატიის ფარგლებში, რა თქმა უნდა, შეუძლებელია. თუმცა, ერთი მარტივი წესი არსებობს, რომელიც სახლისთვის მცენარის შერჩევაში დაგეხმარებათ: ფენ შუის თანახმად, სასტუმრო და საძინებელ ოთახებში არ შეიძლება ისეთი მცენარეეების შეტანა, რომლებსაც წვეტიანი ან «დახეული» ფოთლები ან გვირგვინის ფურცლები აქვს. ითვლება, რომ ფლორის ამ წარმომადგენლებს ნეგატიური ენერგიის გამოსხივება შეუძლიათ.


აქვე გთავაზობთ იმ მცენარეების სიას, რომლებიც ადამიანს ენერგიით ამარაგებენ:


ბალბა (გერანი)


კალიზია (ოქრის ულვაში)

ციტრუსები

ალოე

კრასულა (ბარაქის ხე)

ფიკუსი

ოთახის ბროწეული

პუანსეტია (შობის ვარსკვლავი)

imageimageთქვენთვის ასევე საინტერესო იქნება:
image* ქოთნის იების სილამაზის 5 საიდუმლო
* მცენარეები, რომლებიც სურნელით კურნავენ

* სილამაზე, რომელიც კლავს (შხამიანი სახლის მცენარეები)

0
638
4-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
638
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0