x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
ამაყი ვარ, რომ ლუგარის ლაბორატორიაში ვმუშაობ-ლელა ურუშაძე
imageსოციალურ ქსელში ლელა ურუშაძე შემდეგი შინაარსის პოსტს აქვეყნებს:


"მე ლუგარის ლაბორატორიაში ვმუშაობ, ადრე მას შავი ჭირის სადგური ერქვა“ პოლიომიელიტის განყოფილებაში. ანი გრიპზე მუშაობს, თეკო ეშერიხიაზე, გვანცა ტულარემიაზე, ჟღენტა შავ ჭირზე, ქეთო ბრუცელაზე და ხმალიკა ჯილეხზე.


ჩვენ, ასეთი ჩვეულებრივი სახელებით ვმუშაობთ გრიპზე და ზემოთ ჩამოთვლილ ბევრად საშიშ ინფექციურ დაავადებებზე, უსაფრთხო გარემოში ვდგამთ ანალიზს და მათ ვარქმევთ სახელებს რომ ექიმებს გაუადვილდეთ თქვენთვის დიაგნოზის დასმა და დანიშნულების მოცემა, რომ თქვენ მშვიდად იმუშაოთ ფერმებში, წამოწვეთ მწვანე მინდორზე, იმოგზაუროთ ეგზოტიკურ ან არააეგზოტიკურ ქვეყნებში და არ დაგემართოთ კიდევ უფრო ხმაურიანი ყირიმ კონგოს ციებ ცხელება, ებოლა, ზიკას ვირუსი ან მალარია.
უფრო მეტიც როცა თქვენ მშვიდად გძინავთ ან ისვენებთ, იგივე დაავადებებს ვაკონტროლებთ, ნახმარ წყლებში, ნიადაგში, მღრღნელებში, ტკიპებსა და კოღოებში, მე ჩემს შვილს ამაზე ვუყვები და ამაყი ვარ რომ ჩვენი ქვეყნის ძალიან მნიშვნელოვან რგოლში ლუგარის ლაბორატორიაში ვმუშაობ, რომელსაც ადრე შავი ჭირის სადგური ერქვა."-წერს ურუშაძე.

image


შეგახსენებთ, ლუგარის ლაბორატორია ანუ რიჩარდ ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანდაცვის კვლევითი ცენტრი სრულ ექსპლუატაციაში 2013 წლის აგვისტოში შევიდა. ლუგარის ცენტრი დაავადებათა ქვეყნის ლაბორატორიული ქსელის უმაღლესი დონის დაწესებულებაა, რომელიც წარმოადგენს საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის სისტემის რეფერალურ ლაბორატორიას.

image

ცენტრის მშენებლობა დაიწყო 2004 წელს, აშშ – საქართველოს მთავრობებს შორის 1997 წელს ხელმოწერილი ჩარჩო ხელშეკრულების და 2002 წელს აშშ თავდაცვის დეპარტამენტსა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის გაფორმებული შეთანხმების „ბიოლოგიური იარაღის განვითარებასთან დაკავშირებული ტექნოლოგიების, პათოგენების და გამოცდილების გავრცელების თავიდან აცილების სფეროში თანამშრომლობის შესახებ“, საფუძველზე.

image

ამ შეთანხმების ფარგლებში, ბოლო 13 წლის განმავლობაში, ადამიანისა და ცხოველთა ჯანმრთელობისა და ბიოუსაფრთხოების სფეროში ხორცილდება უპრეცენდენტო ფინანსური და ტექნიკური დახმარების პროგრამა, რომლის საერთო მოცულობა დღემდე შეადგენს დაახლოებით 350 მილიონ აშშ დოლარამდე ინვესტიციას. ამ პროგრამის (Cooperative Biological Engagement Program-CBEP, რომელსაც ძირითადად ახორციელებს DTRA – Defense Threat Reduction Agency) ფარგლებში, ქვეყანაში მოეწყო თანამედროვე დონეზე აღჭურვილი ბიოუსაფრთხოების ლაბორატორიული ქსელი ადამიანისა და ცხოველთა საშიშ დაავადებათა გამომწვევი პათოგენების დიაგნოსტირებისთვის. სერიოზული ინვესტიცია განხორციელდა ადამიანური რესურსების მზადებაში.


ლუგარის ლაბორატორიის მიმართ არაერთხელ გაისმა ბრალდება მეზობელი ქვეყნებიდან, მათ შორის რუსეთიდან, რომ ლაბორატორიაში ამზადებენ ბიოლოგიურ იარაღს, ავრცელებენ საშიშ ვირუსებს, სახიფათო მწერებს დივერსიული მიზნებისთვის იყნებენ, რაც ხალხის დაავადებას იწვევს.2016 წელს სომხებიც ირწმუნებოდნენ, რომ სიცოცხლისთვის საშიში ვირუსის H1N1 აქტივაცია კავკასიაში და ღორის გრიპისგან გამოწვეული ათეულობით ადამიანის სიკვდილი თბილისში არსებული ამერიკელი მეცნიერის, რიჩარდ ლუგარის სახელობის ბიოლოგიური ლაბორატორიის ბრალია.


1
160
6-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
160
  
2019, 16 იანვარი, 12:33
შEნ ისეთი დებილქალა ჩანხარ ვერცა გრძნობ ალბათ მანდ რა ხდება, ვინ გაგაგებინებს შე უვიცო
0 1 1