x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134529
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508588
Mr. Freeman_ის მონოლოგი რუსეთზე
image


"როგორც იცით ჩვენ ვცხოვრობთ მსოფლიოს უდიდეს ქვეყანაში. მისი ტერიტორია 17 125 407 კვადრატული კილომეტრია, მაგრამ ცოტამ თუ იცის, რომ ამ ტერიტორიის 85% საცხოვრებლად გამოუსადეგარია, მუდმივი ყინულები, ჭაობები, მდინარეები ტბები, ტერიტორიების ნაწილი დრო და დრო იტბორება, ხოლო რუსეთის ტერიტორიის უდიდეს ნაწილს მთები, გაუვალი ტყეები და უდაბნოები წარმოადგენს. ანუ ნორმალური ცხოვრებისთვის რუსს ტერიტორიების 15% რჩება, სუდანზე ოდნავ დიდი და ყაზახეთზე ბევრად უფრო პატარა ტერიტორია... მარცვლეულის წლიური მოსავალი საშუალოდ 17 ცენტნერია ჰექტარზე, როცა გერმანიაში, საფრანგეთში და ინგლისში ეს რიცხვი 70 ცენტნერია, შვედეთში 60, ირლანდიაში კი თქვენ წარმოიდგინეთ 85!


რუსეთის მოსახლეობა 146 მილიონი კაცია, აქედან 60% მოხუცები, ბავშვები და ინვალიდები არიან და მხოლოდ 20 მილიონია შრომისუნარიანი მამაკაცი, აქედან 1 მილიონი ციხეში ზის, 1 მილიონი შსს_ში, ფსბ_ში და ძალოვან სტრუქტურებში მუშაობს. 4 მილიონი ქრონიკული ალკოჰოლიკია, 1, 5 მილიონი ნარკომანი. 146 მილიონიდან 20 მილიონი მოსკოვში და მის შემოგარენში ცხოვრობს და აქედან მხოლოდ 31%_ია რუსი. საშუალო ხელფასი 4330 რუბლია მაშინ, როცა პატიმრის შენახვა სახელმწიფოს თვეში 6800 რუბლი უჯდება, შედარებისთვის სიღარიბედ აშშ-თვის 18 000 დოლარზე ნაკლები შემოსავალი ითვლება წელიწადში. რუსეთში 160 კონტროლის ორგანო არსებობს, რომელთაც შეუძლიათ ნებისმიერ დროს მოგადგნენ სახლში და ქრთამი აიღონ თქვენგან. წელიწადში რუსეთში 3 მილიარდი დოლარი ქრთამი გაიცემა სხვადასხვა სახელმწიფო ინსტანციაში. 2009 წელს ეკონომიკური დანაშაულის გამო სახელმწიფო 3 ტრილიონი რუბლით დაზარალდა, ეს 7, 5_ჯერ მეტია 2008 წლის მონაცემებთან შედარებით.


2009 წლის პირველ კვარტალში რუსეთის შსს_ს თანამშრომლების მიერ ჩადენილ იქნა 18 000 დანაშაული, დააპატიმრეს 20 გენერალი და ადმირალი. დაპატიმრებულ იქნა 1600 ოფიცერი. რუსეთის მოსახლეობის 1, 5% ფლობს რუსეთის ბუნებრივი რესურსების 50%_ს. საშუალო სტატისტიკური რუსი წელიწადში 18 ლიტრ სპირტს მოიხმარს. 2008 წელს უგზო უკვლოდ დაიკარგა 50 000 ადამიანი, ეს რიცხვი ყოველ წელს იზრდება. 2 მილიონი ბავშვი 14 წლამდე ასაკის, რეგულარულად განიცდის ძალადობას მშობლების მხრიდან. 50 000 ბავშვი ყოველწლიურად გარბის სახლიდან, რომ გაექცეს სექსუალურ ძალადობას. რუსეთში 2 000 000 ობოლია. სექსუალური ძალადობის შემთხვევები ბოლო 3 წელში 25_ჯერ გაიზარდა. 2007 წელს რუსეთში დაიღუპა 2 500 ბავშვი. ყოველ წუთს რუსეთში კვდება 5 და იბადება 3 ადამიანი. ბავშვების 30% "არაკანონიერია", ანუ არ იბადება ოჯახში. მხოლოდ ციმბირში უკანასკნელ 11 წელში დაიცალა 11 000 სოფელი და 290 ქალაქი. 26 000 ბავშვი 7 წლის ასაკამდე ვერ აღწევს, ყოველ დღე იღუპება 50 თოთო ბავშვი, აქედან 70% სამშობიაროებში. ახლა კი დაიჯერეთ, რომ ჩვენ მსოფლიოს საუკეთესო ქვეყანაში ვცხოვრობთ!!!"



Mr. Freeman_ის მონოლოგი რუსეთზე.

1
387
2-ს მოსწონს
ავტორი:ზურმუხტისთვალება
ზურმუხტისთვალება
Mediator image
387
  
2019, 15 იანვარი, 2:16
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1